ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Register
Advertisement
ჰოლოპედია
ამ სტატიაში ან გვერდზე აღწერილია იოდას რასის წარმომადგენელი. იხილეთ აგრეთვე ტელესერიალ მანდალორელის ეპიზოდი თავი 2: ბავშვი.

დაე სიმღერებში ჩაიწეროს, რომ დინ ჯარინს ეს ნაპოვარა შვილად აჰყავს. შენ ახლა დინ გროგუ ხარ. მანდალორელი შეგირდი.
―მეიარაღე[8]

დინ გროგუ (მანდალორიდაბრუნების შემდეგ დინ ჯარინის მიერ შვილებამდე — უბრალოდ გროგუ) იყო მამრობითი სქესის[12] ძალისადმი მგრძნობიარე, რომელიც მიეკუთვნებოდა იოდას მსგავს რასას. იგი დაიბადა იავინის ბრძოლამდე დაახლოებით 41 წელს და აღიზარდა კორუსანტიჯედაების ტაძარში როგორც ჯედაების ორდენიუმცროსი ჯედაი. კელერან ბეკის დახმარებით იგი გადაურჩა ჯედაების დიდ წმენდას. გალაქტიკური იმპერიის დამარცხების შემდეგ ის იპოვა უკანასკნელის ერთ-ერთმა ნამსხვრევმა და პატარა ახალი რესპუბლიკის ეპოქაში ცნობილი გახდა როგორც „ბავშვი“. მოგვიანებით იგი იპოვა დინ ჯარინმა, მანდალორელმა ჯილდოზე მონადირემ და გროგუ ნაპოვარა გახდა. ჯარინმა იპოვა ჯედაი, რომელიც განაგრძობდა დინ გროგუს მომზადებას — ეს იყო ოსტატი ჯედაი ლუკ სკაიუოკერი. თუმცა, იგრძნო რა, რომ დინ გროგუს ჯედაების ხელოვნების შესასწავლად გული არ მიუწევდა, ლუკმა პატარა კვლავ მანდალორელს დაუბრუნა.

ბიოგრაფია[]

ნადირობის სამიზნე და გადარჩენილი[]

ჯილდოზე მონადირე, ცნობილი როგორც უბრალოდ მანდალორელი, კლიენტმა და დოქტორმა პენ პერშინგმა გააგზავნეს დინ გროგუს დასაჭერად. ამავე დროს დინ გროგუზე ნადირობდა დროიდი IG-11. მანდალორელისგან განსხვავებით, მას ჰქონდა მიღებული დავალება, მოეკლა დინ გროგუ, მაგრამ მანდალორელმა დაასწრო და დროიდი გაანადგურა[2].

The Child Helping Mandalorian

დინ გროგუ მიმართავს ძალას.

მანდალორელმა დინ გროგუ თან წაიყვანა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მონადირის ხომალდი ამასობაში ჯავებმა დაშალეს. კუიილის დახმარებით მანდალორელი მოელაპარაკა ჯავებს, რომლებიც შეჰპირდნენ ხომალდის ნაწილების დაბრუნებას, ტალახრქის კვერცხის სანაცვლოდ. არსებასთან მისი შეტაკებისას გროგუმ სცადა დახმარება, გამოიყენა რა ძალა. ჰაერში აწეული და ძირს დანარცხებული ტალახრქა მონადირემ საბოლოოოდ მოკლა, ხოლო დასუსტებულ გროგუმს ჩაეძინა. კვერცხის ჯავებთან მიტანის და ხომალდის აღდგენის შემდეგ მანდალორელმა გროგუსთან ერთად პლანეტა დატოვა[5].

მანდალორელმა კლიენტს დინ გროგუ გადასცა, მიიღო ჯილდო ბესკარის მარაგის სახით და აპირებდა პლანეტიდან გაფრენას, როდესაც გადაწყვეტილება შეცვალა, დაბრუნდა, თავს დაესხა ობიექტს, რომელშიც დინ გროგუს მალავდნენ, შეტაკებისას დაიხსნა პატარა და, უკვე სხვა მონადირეებთან ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ, სხვა მანდალორელთა დახმარებით, გადარჩა და პლანეტა საბოლოო დატოვა — ისევე, როგორც ჯილდოზე მონადირეთა გილდია[3].

კადრს მიღმა[]

პერსონაჟი პირველად გამოჩნდა ტელესერიალ მანდალორელის პირველ ეპიზოდში.[2] გადაღებების პერიოდში მსახიობები მას „არსებას“ უწოდებდნენ.[13] დინ გროგუს სოციალურ მედიაში აგრეთვე პატარა იოდად" მოიხსენებდნენ."[14][15]

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. სტატიის StarWars SWCC 2019: 9 რამ, რაც შევიტყვეთ მანდალორელის პანელიდან StarWars.com-ზე (არქივის ბმული) მიხედვით მანდალორელის მოვლენები ვითარდება ჯედაის დაბრუნებიდან ხუთი წლის შემდეგ (წიგნის ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი მიხედვით ეს იქნება 4 იბშ. ამრიგად, ვასკვნით, რომ მანდალორელის მოვლენები ვითარდება იავინის ბრძოლიდან 9 წელს. ვინაიდან ბავშვი მანდალორელის მოვლენების დროს 50 წლის არის, ჩანს, რომ იგი დაიბადა იავინის ბრძოლამდე დაახლოებით 41 წლით ადრე.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 The-Mandalorian-logo მანდალორელითავი 1: მანდალორელი
  3. 3.0 3.1 The-Mandalorian-logo მანდალორელითავი 3: დანაშაული
  4. EdelweissPlus-Logo ვარსკვლავური ომების პერსონაჟების ენციკლოპედია: განახლებული და გაფართოებული გამოცემა Edelweiss-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  5. 5.0 5.1 The-Mandalorian-logo მანდალორელითავი 2: ბავშვი
  6. 6.0 6.1 The-Mandalorian-logo მანდალორელითავი 8: გამოსყიდვა
  7. The-Mandalorian-logo მანდალორელითავი 20: ნაპოვარა
  8. 8.0 8.1 8.2 The-Mandalorian-logo მანდალორელითავი 24: დაბრუნება
  9. 9.0 9.1 The-Mandalorian-logo მანდალორელითავი 13: ჯედაი
  10. The-Mandalorian-logo მანდალორელითავი 22: დაქირავებულნი
  11. The-Mandalorian-logo მანდალორელითავი 16: გადარჩენა
  12. The-Mandalorian-logo მანდალორელითავი 4: თავშესაფარი
  13. მანდალორელი: პირველი ეპიზოდი: დამალული დეტალების და ბოლოს განმარტება, რესურსი: Vanity Fair, საიტზე www.vanityfair.com (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი December 18, 2019)
  14. Disney-მ ოფიციალურად ნება დაგვრთო: ახლა ვისაუბროთ მანდალორელის პერსონაჟზე, რესურსი: Polygon, საიტზე www.polygon.com (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი November 19, 2019)
  15. 15 ტვიტი და მემი 'პატარა იოდაზე' 'მანდალორელში', რომლებიც ამტკიცებენ, რომ პერსონაჟი საუკეთესოა, რაც 'ვარსკვლავურ ომებში' შეგვხვედრია, ავტორი: რენფრო, კიმ, რესურსი: Insider, საიტზე www.yahoo.com (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი December 21, 2019)
Advertisement