ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია

OnACanonArticle

"მე ვიყავი. ვინაიდან მივხვდი იმას, რასაც მიხვდა უამრავი ამ რესპუბლიკაში. იმას, რომ ეს ომი ჯედაების გამოა. რომ წესს ვუღალატეთ და ამ კონფლიქტში ბოროტებად ვიქეცით. რომ სწორედ ჩვენ უნდა გაგვასამართლონ. ყველა ჩვენგანი! და ჩემი ტაძარზე თავდასხმა იყო თავდასხმა იმაზე, თუ რად იქცნენ ჯედაები. ბნელი მხარის ჯარად. ჩვენთვის ერთ დროს ასეთ ძვირფას ნათელს რომ ვუღალატეთ. რესპუბლიკა აგებს! მხოლოდ დროის საკითხია."
― ბარის ოფის აღიარება[10]

ბარის ოფი იყო მირიალანი პადავანი ჯედაი, რომელიც ცხოვრობდა კლონების ომების პერიოდში. ატარებდა ლურჯ სინათლის მახვილს და იყო ჯედაი ლუმინარა ანდულის შეგირდი.

ოფი გადარჩა ჯეონოსისის პირველი ბრძოლისას და ყოველთვის მასწავლის ერთგული იყო. ბრძოლაზე უფრო მეტად მას აინტერესებდა ჯედაების უძველესი ხელნაწერების შესწავლა. სხვა პადავანებთან შედარებით იგი უფრო ასაკოვანი იყო.

პადავანობისას ოფი დაუმეგობრდა ასოკა ტანოს, ანაკინ სკაიუოკერის შეგირდს. მიუხედავად ხასიათებს შორის განსხვავებებისა, მათი ინტერესის საერთო სფერო საბრძოლო ხელოვნება აღმოჩნდა.

კლონების ომის მსვლელობისას გამოიკვეთა ოფის იმედგაცრუება ჯედაების პოლიტიკით და მათი ომში მონაწილეობით. მას მიაჩნდა, რომ ჯედაებმა ორდენის პრინციპებს უღალატეს — და ამაში კერძო მათ უზენაეს საბჭოს ადანაშაულებდა. დამოუკიდებლად მოქმედებისას მან მოაწყო აფეთქება ჯედაების ტაძარში, რომლის დროს დაიღუპა უამრავი კლონი სამხედრო. მიუხედავად ტანოსთან მეგობრობისა, მან არაფერი მოიმოქმედა, როდესაც დანაშაული ასოკას დააბრალეს, თუმცა აღიარა საკუთარი ქმედება ანაკინ სკაიუოკერთან დაპირისპირების შემდეგ. სასამართლოზე მან ისაუბრა ჯედაების შესახებ საკუთარ ხედვაზე, აცხადებდა რა, რომ ისინი ბნელმა მხარემ მიიტყუა. ამის შემდეგ ბარისი დააპატიმრეს.

იმპერიული ეპოქის დროს ოფი აიყვანეს ინკვიზიტორიუსის რიგებში. იხილა რა საკუთარი თვალით მეოთხე დის მიერ უდანაშაულო ხალხის მიმართ ჩადენილი სისასტიკე, მოგვიანებით კი — ჯედაიზე თავდასხმა, ბარისმა დატოვა ინკვიზიტორთა რიგები და გახდა მკურნალი. იმ დროიდან იგი ეხმარებოდა ყველას, თუმცა მეოთხე დამ ის, საბოლოოდ, იპოვა და მძიმედ დაჭრა. მაგრამ, ამ დროისთვის მოქმედი ინკვიზიტორი უთანაგრძნობდა ბარისს და მისი გადარჩენა სცადა.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

  • ToppsLogo-Template 2015 Topps Star Wars Chrome Perspectives
  • Armada Star Wars: ArmadaVenator-class Star Destroyer Expansion Pack
  • Armada Star Wars: ArmadaVenator-class Star Destroyer Expansion Pack (ბარათი: Barriss Offee)
  • Armada Star Wars: ArmadaVenator-class Star Destroyer Expansion Pack (ბარათი: Luminara Unduli) (მხოლოდ გამოსახულება)

შენიშვნები და სქოლიო[]