ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

ბარტოლი იყო ბიჭუნა, რომელიც ცხოვრობდა პლანეტა მცირე სედრიზე აყვავებული რესპუბლიკის ეპოქაში. მისი მეგობრები იყვნენ რეფი და ჯულუსი. ვრეტიქსული ქერის მინდორში იგი შეხვდა რაინდ ჯედაი კივ ტრენისს, რომელიც იქ დაზვერვაზე იმყოფებოდა.[1]

ტრენისთან ერთად ბიჭუნამ ქერის მინდორი გაიარა. ისინი წააწყდნენ ორმოს, რომელშიც ბარტოლი მოულოდნელად ჩახტა და ტრენისმა, ძალის გამოყენებით იგი მიწაზე უსაფრთხოდ დასვა. ორმოდან გზა გადიოდა მიწისქვეშა გვირაბში, სადაც მათ იპოვეს სერეტი და ჯულუსი. უკანასკნელის გადარჩენა უკვე შეუძლებელი იყო.

იქაურობის შესწავლისას ტრენისმა აღმოაჩინა, რომ სერეტს თავში მცენარის მსგავსი წამონაზარდი ჰქონდა. სანამ სერეტით იყო დაკავებული, ბარტოლი გვირაბში ერთ-ერთმა მცენარემ დაიჭირა. ტრენისმა ბარტოლი გაათავისუფლა, რის შემდეგაც მას თავს დაესხნენ დრენგირები. სერეტმა, დრენგირების მართვის ქვეშ, ბარტოლი დაიჭირა. უიმედობის ჟამს გამოჩნდა ოსტატი ჯედაი ევარ კრისი, რომელმაც დრენგირი სინათლის მახვილით ორად გაკვეთა. მართალია, ბარტოლიც და ტრენისიც იმ წამს გადარჩნენ, გაქცევა ვერც ერთმა შეძლო, ვინაიდან ამ დროს გამოჩნდნენ სხვა დრენგირები და მათი ზემოქმედების ქვეშ მყოფი ოსტატი ჯედაი სსკირი.

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

სხვა ენებზე
Advertisement