ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
ამ სტატიაში ან გვერდზე აღწერილია პირველი წიგნი საბავშვო წიგნების სერიაში ბედისწერის ძალები: გაბედული თავგადასავლები. იხილეთ აგრეთვე 30 წუთიანი სპეციალური ტელეგამოშვება.

ბედისწერის ძალები: გაბედული თავგადასავლები: ტომი 1 არის პირველი საბავშვო ილუსტრირებული წიგნი სერიიდან ბედისწერის ძალები: გაბედული თავგადასავლები, რომელიც ეფუძნება ანიმაციურ მიკროსერიალ ბედისწერის ძალებს. მასში ადაპტირებულია სერიალის რამდენიმე ეპიზოდი და დამატებულია სხვა სცენები და დიალოგები. წიგნი გამოიცა Disney–Lucasfilm Press-ის მიერ, 2017 წლის 1 აგვისტოს.

ეს წიგნი, ისევე, როგორც მეორე ტომის შიგთავსი, გამოვიდა აუდიოწიგნის სახით 2017 წლის 15 დეკემბერს.[6]

უწყვეტობა[]

წიგნში ადაპტირებულია ბედისწერის ძალების ოთხი ეპიზოდი — ჯაკუს ქვიშები, BB-8-ის ბანდიტები, ბოლო ახალწვეული და შემოპარული თვითმარქვია. აგრეთვე დამატებულია სხვა, ახალი სცენები და შესავალი მაზ კანატასგან. ბოლოს დამატებულია მაზის კიდევ ერთი კომენტარიც.

მედია[]

გამოცემები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 StarWars რეი, ასოკა ტანო და სხვა აღსანიშნავი გმირები ახალ მიკროსერიალ ბედისწერის ძალებში StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  2. 2.0 2.1 2.2 Disney ვარსკვლავური ომები: ბედისწერის ძალები: გაბედული თავგადასავლები Disney.com-ზე (არქივის ბმული)
  3. ჯაკუს ქვიშების მოვლენები ვითარდება ძალის გამოღვიძების პარალელურად, რომლის მოვლენათა განვითარების დრო, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი, არის 34 იბშ.
  4. ბოლო ახალწვეული ვითარდება ეპიზოდ დავიწყებული დროიდი შემდეგ, ვინაიდან კეტსუ ონიო ჯავშანზე კვლავ ატარებს შავი მზის სიმბოლოს. თუმცა ისინი აგრეთვე ვითარდება ეპიზოდამდე ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: შებიჯება წყვდიადში, სადაც საბინ რენითმა ღია იისფერია. დავიწყებულ დროიდში მოვლენები ვითარდება ეპიზოდის პრინცესა ლოთალზე შემდეგ (უკანასკნელის მოვლენები, როგორც ჩანს გვერდიდან StarWars ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები ბრუნდება...პრინცესა ლეიასთან ერთად StarWars.com-ზე (არქივის ბმული), ვითარდება ახალი იმედის მოვლენებამდე სამი წლით ადრე. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ ამ ფილმის მოვლენათა განვითარების დროა 0 იბ), მაგრამ ეპიზოდამდე ბაზა „ჩოპერის“ საიდუმლო (აჯანყების განთიადი თანახმად, ამ ეპიზოდის მოვლენათა განვითარების დროა 3 იბ). ამრიგად, დავიწყებულ დროიდში მოვლენათა განვითარების დრო ასევე არის 3 იბ. აჯანყების განთიადის თანახმად, ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: შებიჯება წყვდიადში კლონების ომების დასრულებიდან 17 წლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ასახავს. აღნიშნული კონფლიქტის დასრულების წელი, როგორც უთითებს გალაქტიკური ატლასი, არის 19 იბ. ამრიგად, ეპიზოდში შებიჯება წყვდიადში მოვლენათა განვითარების დროა 2 იბ, ხოლო ბოლო ახალწვეულში — 3 იბ—2 იბ.
  5. ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, რომ შემოპარული თვითმარქვიის მოვლენათა განვითარების დროა 21 იბ.
  6. Amazon-Favicon ვარსკვლავური ომები: ბედისწერის ძალები: გაბედული თავგადასავლები, ტომი 1 და 2 Amazon.com-ზე (არქივის ბმული)
  7. LogoBN ვარსკვლავური ომები: ბედისწერის ძალები: გაბედული თავგადასავლები: ტომი 1: (საბინი, რეი, პადმე) Barnes & Noble-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული) (ელექტრონული წიგნი)
  8. ბედისწერის ძალები: გაბედული თავგადასავლები: ტომი 1, რესურსი: Hardie Grant Egmont საიტზე www.hardiegrant.com (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი January 21, 2018)
Advertisement