ბედის მსხვრევა არის ზორაიდა კორდოვას კანონიკური რომანი, რომელიც შედის პროექტში ვარსკვლავური ომები: გალაქტიკის ზღვარი. იგი გამოიცა 2019 წლის 6 აგვისტოს Disney–Lucasfilm Press-ის მიერ. აგრეთვე გამოვიდა აუდიოწიგნის სახით.
შეჯამება გამომცემლობისგან[]
იზი და ჟული ბავშვობის მეგობრები იყვნენ, დაძვრებოდნენ ბატუუს შპილებზე, იგონებდნენ სულელურ თამაშებს და ოცნებობდნენ, რომ ერთ დღეს ერთად იმოგზაურებდნენ. მაგრამ იზის ოჯახი მოულოდნელად გაემგზავრა, დამშვიდობების გარეშე. იზის ცხოვრება იქცა ერთ მუდმივ მოძრაობად, იგი ერთ პლანეტიდან მეორეზე მოგზაურობდა, სანამ მის მშობლებს მოკლავდნენ და თვითგადარჩენის მიზნით იგი იქცეოდა უმდაბლეს კონტრაბანდისტად. ჟული კი ბატუუზე დარჩა, გახდა ფერმერი, ისევე, როგორც მამამისი, მაგრამ ყოველთვის უფრო მეტისკენ მიილტვოდა.
ცამეტი წლის შემდეგ იზი ბრუნდება ბატუუზე. მას დაავალეს საიდუმლო ამანათის მიტანა და უბრალოდ სურს, შეასრულოს დავალება და წავიდეს. მაგრამ ავანპოსტ "შავ შპილზე" გამოჩენისთანავე იგი ხვდება ერთადერთს, ვინც მისთვის კვლავ მნიშვნელოვანია: ჟულს.
ისინი უმალვე ერთმანეთს იზიდავენ, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჟულია მისთვის ყველაფერი, რაც სურდა, იზი თავს იკავებს. როგორ შეითრიოს ეს გულკეთილი ადამიანი თავის სახიფათო ცხოვრებაში?
ჟული ცდილობს, მომავალზე იფიქროს, მაგრამ ახლა მხოლოდ ის იცის, რომ იზისთან ყოფნა სურს. როგორ დაარწმუნოს, ენდოს მას, ვისაც უსაფრთხოების მიზნით მშობლიური პლანეტაც არ დაუტოვებია?
როდესაც იზის საქმე წარუმატებლად მიმდინარეობს, ბავშვობის ორი მეგობარი გარბის. და სიცოცხლისთვის ბრძოლისას ყველა მათი საიდუმლო ცხადი გახდება?
მედია[]
გამოცემები[]
- ISBN 9781368048538; 6 აგვისტო, 2019; Disney–Lucasfilm Press; აშშ, მაგარი ყდა[1]
- ISBN 9781368050685; 6 აგვისტო, 2019; Disney–Lucasfilm Press; აშშ, ელექტრონული წიგნი[2]
გარეკანების გალერეა[]
გამოჩენები[]
პერსონაჟები | ორგანიზმები | დროიდების მოდელები | მოვლენები | ადგილები |
ორგანიზაციები და წოდებები | გონიერი რასები | მანქანები და გემები | იარაღები და ტექნოლოგია | სხვადასხვა |
პერსონაჟები
|
|
|
ორგანიზმები
|
დროიდების მოდელები
|
მოვლენები
|
ადგილები
|
ორგანიზაციები და წოდებები
|
გონიერი რასები
|
მანქანები და გემები
|
იარაღები და ტექნოლოგია
|
სხვადასხვა
|
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1
Star Wars - A Crash of Fate Amazon.com-ზე (არქივის ბმული) (მაგარი ყდა)
- ↑ 2.0 2.1
Star Wars - A Crash of Fate Amazon.com-ზე (არქივის ბმული) (ელექტრონული წიგნი)
- ↑ ბედის მსხვრევა ვითარდება ჰოსნიანის კატაკლიზმიდან რამდენიმე თვის შემდეგ (ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ ამ ტრაგედიის განვითარების დროა 34 იბშ). ბედის მსხვრევის მოვლენები, მეტ მარტინის თანახმად, აგრეთვე ვითარდება Star Wars: Galaxy's Edge-ის მოვლენებამდე (რაც D23 2019-ზე ნაჩვენები ამ ქრონოლოგიის მიხედვით აგრეთვე 34 წელია. ბედის მსხვრევაც, ამრიგად, უნდა მიმდინარეობდეს 34 წელს.