- „ძლევამოსილი კაილო რენი. როდესაც აღმოგაჩინე, მივხვდი, რომ ამაზე ყველა მასწავლებელი ოცნებობს. ხისტი, შმაგი ძალა. და მეტიც, რაღაც ნამდვილად განსაკუთრებული. შენი გვარიშვილობის პოტენციალი. ახალი ვეიდერი.“
- ―სნოუკი
ბენ სოლო, ძალის ბნელი მხარის მიმდევრობისას ცნობილი როგორც კაილო რენი, იყო რენის რაინდების წევრი და პირველი ორდენის უზენაესი მეთაური. დაიბადა იავინის ბრძოლიდან 5 წელს, ენდორის ბრძოლიდან ერთი წლის თავზე, პლანეტა ჩანდრილაზე. მამა, ჰან სოლო, იმდენად დაკავებული იყო სხვა საკითხებით, რომ ხშირად ბენი სიმარტოვეს გრძნობდა. დედის, ლეია ორგანას მხრიდან მემკვიდრეობით ერგო სიახლოვე ძალასთან, რაც ასევე დაინახა სნოუკმა. ლეიას თხოვნით ბენი ჰანმა მიაბარა ოსტატ ჯედაი ლუკ სკაიუოკერს. თუმცა, სნოუკმა განიზრახა ბიჭუნას ძალის ბნელ მხარეს მოქცევა. ერთხელ ღამით ბენს გაეღვიძა და დაინახა, თუ როგორ დაადგა თავზე ლუკი აღმართული სინათლის მახვილით. იფიქრა რა, რომ მასწავლებელმა მისი ძილში მოკვლა განიზრახა, ბენი გაიქცა, მოკლა ლუკის სხვა მოწაფეები და როგორც რენის რაინდი, იქცა სნოუკის მოწაფედ. პირველ ორდენში მას იმ დროიდან ჯედაების მკვლელს უწოდებდნენ. რენისთვის კერპად იქცა ბაბუამისი, დართ ვეიდერი, ამიტომ იმედოვნებდა, რომ დაასრულებდა წინაპრის მიერ დაწყებული და გაანადგურებდა ყველა ჯედაის. პირველი ორდენის წინამძღოლობისას ხშირად უპირისპირდებოდა თავად ორდენის გენერალ არმიტიჯ ჰაქსს, ვინაიდან მისი იდუმალი ფიგურა ეჭვს იწვევდა.
რენის ბნელ მხარეზე გადასვლის შემდეგ სკაიუოკერი განმარტოვდა და დაიწყო ჯედაების პირველი ტაძრის ძიება. რენის მეთაურობით პირველი ორდენი ეძებდა რუკის ფრაგმენტს, რათა მიეღო ლუკის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია. იავინის ბრძოლიდან 34 წელს ეს ნაწილი აღმოაჩინეს ლორ სან ტეკასთან, პლანეტა ჯაკუზე. თუმცა, რენმა დააგვიანა - მოხუცმა სქემა გადასცა პო დემერონს. ელექტრონული მატარებელი რუკის ნაწილით პომ დამალა დროიდ BB-8-ში. მოგვიანებით დროიდი იპოვა რეიმ, საბოლოოდ კი, ყველა, რეისთან ერთად - ჰან სოლომ. ბენმა მათ ადგილსამყოფელს მიაგნო ტაკოდანაზე, გაიტაცა რეი, წაიყვანა ბაზა „სტარკილერზე“ და სცადა, მისი გონებიდან მოეპოვებინა ინფორმაცია რუკის შესახებ, მაგრამ გოგონა მას გაექცა. რეის დადევნებისას ბენმა, სანამ ბაზაზე წინააღმდეგობა შეტევას ახორციელებდა, მამამისი მოკლა, იმ იმედით, რომ ეს დაეხმარებოდა ძალის ბნელი მხარის უფრო მეტად ათვისებაში. ბაზასთან მდებარე ტყეში რენს ჯერ ფინი, შემდეგ კი რეი დაუპირისპირდა, სინათლის მახვილით. რენი დაიჭრა და გოგონა ფინთან ერთად, გაიქცა.
ბაზა „სტარკილერის“ განადგურების შემდეგ რენი დაეშვა სნოუკის ხომალდ სიდიადეზე, სადაც უზენაესმა მეთაურმა კვლავ გაკიცხა დაშვებული შეცდომების გამო. ეპარებოდა რა ეჭვი, რომ რენი გახდებოდა ისეთივე დიადი, როგორც მისი წინაპარი, წინააღმდეგობის ფლოტის დევნის ოპერაციაში იგი არ ჩართო. ამ დროს რენმაც და კუნძულ აქ-ტოზე ლუკის დასახმარებლად მოსახმობად ჩასულმა რეიმაც აღმოაჩინეს, რომ ერთმანეთთან ძალის მეშვეობით კავშირი ჰქონდათ - მათ თავისუფლად შეეძლოთ ერთმანეთის დიდ მანძილზე შეხება, ხმის გაგონება და ხილვა. კავშირი მათ შორის სულ უფრო იზრდებოდა და რეიც ბენის საკუთარ თავთან ჭიდილზე დამატებით დეტალებს ეცნობოდა. საბოლოოდ მან გადაწყვიტა რენს დაპირისპირებოდა, იმ იმედით, რომ უკანასკნელი სნოუკთან ბრძოლაში დაეხმარებოდა. მაგრამ რენმა თავად მოკლა სნოუკი, რომელმაც გოგონას მოკვლა უბრძანა. ამასთან, იგი ძალის ნათელ მხარეს არ გადასულა — თავად გადაწყვიტა, დაეკავებინა სნოუკის ადგილი და რეისაც შესთავაზა, მხარში ამოსდგომოდა, რათა გალაქტიკა ერთად ემართათ. მაგრამ გოგონა დაუბრუნდა წინააღმდეგობას.
უზენაესმა მეთაურმა კაილო რენმა იმ ჟამიდან მოყოლებული, გენერალ ჰაქსს უბრძანა, გამოეყენებინა პირველი ორდენის ძალები და გადაესხა ისინი პლანეტა კრეიტზე, რათა წინააღმდეგობის უკანასკნელი წევრები გაენადგურებინათ. ამ ბრძოლისას ყოფილი მოწაფის წინააღმდეგ გამოვიდა თვით ლუკ სკაიუოკერი, რომელიც საბოლოოდ მხოლოდ პროეცირებული აჩრდილი აღმოჩნდა. სანამ მათი ორთაბრძოლა მიმდინარეობდა, წინააღმდეგობის წევრები პლანეტიდან გაიქცნენ. ამგვარად, რენმა ვერ გაიმარჯვა ჯედაებსა თუ წინააღმდეგობაზე.
ერთი წლის შემდეგ, წინააღმდეგობის წინააღმდეგ ბრძოლისას კაილომ შეიტყო, რომ დართ სიდიუსი ცოცხალი იყო. ყოფილი იმპერატორის ხმა მთელ გალაქტიკას მოედო. თავდაპირველად კაილო აპირებდა, მოეკლა სიდიუსი, რათა მას არ ჰქონოდა ძალაუფლების დაბრუნების საშუალება. მაგრამ მოგვიანებით სითს უფლება მისცა, მასზე გავლენა ჰქონოდა, რათა მასთან რეი მიეყვანა, ვინაიდან რეი სინამდვილეში პალპატინის შვილიშვილი აღმოჩნდა. რენის რაინდებთან ერთად კაილომ რეის მიაგნო და უამბო მისი წარმოშობის შესახებ. შემდეგ ისინი ერთმანეთს კვლავ შეხვდნენ ორთაბრძოლაში, მეორე სიკვდილის ვარსკვლავზე, კეფ-ბირზე. რეიმ დაჭრა რენი (იმ წამებში აღესრულა ლეია), შემდეგ კი, ძალის გამოყენებით გადაარჩინა და სიდიუსის ადგილსამყოფელისკენ, ექსეგოლისკენ გაეშურა. კაილო რენი აღარ არსებობდა — მას ხილვაში გამოეცხადა მამა, რომელმაც შვილი ნათელ მხარეს დააბრუნა. ბენმა გადააგდო სინათლის მახვილი და ასევე გაეშურა ექსეგოლისკენ, სადაც მოკლა ოდესღაც მისი ერთგული რენის რაინდები. მან შესწირა საკუთარი სიცოცხლე რეის და შეუერთდა ძალას.
ბიოგრაფია[]
დაბადებამდე[]
- „დაე, მოკვდეს წარსული.“
- ―კაილო რენის სიტყვები, რომლებიც დართ ვეიდერს ჩაესმის
დაბადებამდე დიდი ხნით ადრე კაილო რენს უკვე ხედავდნენ ხილვებში. ვეიდერის ციხესიმაგრის ბრძოლიდან მცირე დროის შემდეგ სით ლორდ დართ ვეიდერს ესმა რენის ხმა, ფრაზა დაე, მოკვდეს წარსული. ეს მოხდა დართ მომინის მიერ მუსტაფარზე აშენებულ ვეიდერის ციხესიმაგრეში პორტალის კვლევისას.[13] რენის ხმა აგრეთვე ესმა პადავან ეზრა ბრიჯერს, როდესაც იგი ეწვია სამყაროს სამყაროთა შორის — იდუმალებით მოცულ სივრცეს, რომელიც მდებარეობდა დროსა და სივრცის შორის.[14]. ეს მოხდა იავინის ბრძოლამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე.[15]
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
- Star Wars Roll Out — ბენ სოლო და ხოჭოებზე მონადირეები – თავი 1
- Star Wars Roll Out — ბენ სოლო და ხოჭოებზე მონადირეები – თავი 2
- Star Wars Roll Out — ბენ სოლო და ხოჭოებზე მონადირეები – თავი 3
- Disney Infinity 3.0
- Jedi Training: Trials of the Temple
- Star Tours: The Adventures Continue
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: წინააღმდეგობის აღზევება — პო გადასარჩენად მოდის
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: წინააღმდეგობის აღზევება — სინდისის შეტევა
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ყველა ვარსკვლავი — დაზვერვა ლეიასთვის/მისია მაზთან
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ყველა ვარსკვლავი — გასეირნება BB-8-სთან ერთად/წინააღმდეგობის გაქცევა
- LEGO Star Wars: The Force Awakens
- Minecraft
- Fortnite X Star Wars
- Disney Magic Kingdoms
- The Sims 4 Star Wars: Journey to Batuu
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: სპეციალური სადღესასწაულო გამოშვება
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: საშიში ისტორიები (მოგონებებიდან)
- LEGO Star Wars: The Skywalker Saga
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: საზაფხულო შვებულება (ჩნდება აჩრდილის ან სულის სახით)
- მეგი სიმფსონი „ძალის თვლემიდან გამოღვიძებაში“
- LEGO Star Wars Battles
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: აღადგინე გალაქტიკა — პირველი ნაწილი
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: აღადგინე გალაქტიკა — მეორე ნაწილი (მხოლოდ ირიბი ხსენება)
წყაროები[]
არაკანონიკური წყაროები[]
- 20 უცნაური დამალული დეტალი ფილმიდან LEGO-ს ვარსკვლავური ომები: საშიში ისტორიები StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2 ვარსკვლავური ომების წიგნი
- ↑ შედეგები: იმპერიის აღსასრული უთითებს, რომ ბენ სოლო დაიბადა გალაქტიკური შეთანხმების გაფორმების დღეს. წიგნში აგრეთვე აღნიშულია, რომ ეს შეთანხმება გაფორმდა ჯაკუს ბრძოლისას, ანუ, როგორც ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, იავინის ბრძოლიდან 5 წელს. ამრიგად, ბენ სოლო დაიბადა 5 წელს.
- ↑ ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 კაილო რენი Databank-ში (არქივის ბმული)
- ↑ შედეგები: იმპერიის აღსასრული
- ↑ ვარსკვლავური ომების პერსონაჟების ენციკლოპედია: განახლებული და გაფართოებული
- ↑ ძალის გამოღვიძება: პირისპირ
- ↑ სკაიუოკერი: ოჯახი ომში
- ↑ 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 9.5 9.6 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VII: ძალის გამოღვიძება
- ↑ კაილო რენის აღზევება 4
- ↑ ნაცვალსახელები, რომლითაც პერსონაჟი ნახსენებია ინგლისურენოვან მასალებში.
- ↑ 12.0 12.1 12.2 12.3 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VIII: უკანასკნელი ჯედაი
- ↑ 13.0 13.1 დართ ვეიდერი (2017) 25
- ↑ ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — სამყარო სამყაროთა შორის
- ↑ ეპიზოდის ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: მანდალორის გმირები ფაქტების ცნობარში მითითებულია, რომ ბო-კატან კრიზის დიზაინი ისე შეცვალეს, რომ იგი 18 წლით უფროსი ყოფილიყო. ვინაიდან იგი უკანასკნელად გამოჩნდა უკანონოში — რომლის მოქმედება, გალაქტიკური ატლასის თანახმად, ვითარდება იავინის ბრძოლამდე 19 წელს, შეიძლება ჩაითვალოს, რომ მანდალორის გმირების მოვლენები ვითარდება იავინის ბრძოლამდე 1 წელს.