ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

მივხვდი, რომ 'ნდობა' გადაჭარბებული რამ არის. ერთადერთი, რისაც ჯედაების საბჭოს სწამს, ძალადობაა!
―ბერის ოფი გამოხატავს თავის შეხედულებას ჯედაების შესახებ[წყარო]

ბერის ოფი იყო მირიალანი პადავანი ჯედაი, რომელიც ცხოვრობდა კლონთა ომების პერიოდში. ატარებდა ლურჯ სინათლის მახვილს და იყო ჯედაი ლუმინარა ანდულის შეგირდი.

ოფი გადარჩა ჯეონოსისის პირველი ბრძოლისას და ყოველთვის მასწავლის ერთგული იყო. ბრძოლაზე უფრო მეტად მას აინტერესებდა ჯედაების უძველესი ხელნაწერების შესწავლა. სხვა პადავანებთან შედარებით იგი უფრო ასაკოვანი იყო.

პადავანობისას ოფი დაუმეგობრა ასოკა ტანოს, ანაკინ სკაიუოკერის შეგირდს. მიუხედავად ხასიათებს შორის განსხვავებებისა, მათი ინტერესის საერთო სფერო საბრძოლო ხელოვნება აღმოჩნდა.

კლონთა ომის მსვლელობისას გამოიკვეთა ოფის იმედგაცრუება ჯედაების პოლიტიკით და მათი ომში მონაწილეობით. იგი თვლიდა, რომ ჯედაებმა ორდენის პრინციპებს უღალატეს — და ამაში კერძო მათ უზენაეს საბჭოს ადანაშაულებდა. დამოუკიდებლად მოქმედებისას მან მოაწყო აფეთქება ჯედაების ტაძარში, რომლის დროს დაიღუპა უამრავი კლონი სამხედრო. მიუხედავად ტანოსთან მეგობრობისა, მან არაფერი მოიმოქმედა, როდესაც დანაშაული ასოკას დააბრალეს, თუმცა აღიარა საკუთარი ქმედება ანაკინ სკაიუოკერთან დაპირისპირების შემდეგ. სასამართლოზე მან ისაუბრა ჯედაების შესახებ საკუთარ ხედვაზე, აცხადებდა რა, რომ ისინი ბნელმა მხარემ მიიტყუა. ამის შემდეგ ბერისი დააპატიმრეს.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement