ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

ბიგზ დარკლაიტერი იყო რესპუბლიკის აღდგენის ალიანსის პილოტი გალაქტიკური სამოქალაქო ომის პერიოდში. იგი გაიზარდა პლანეტა ტატუინზე, სადაც მეგობრობდა ლუკ სკაიუოკერთან. მათ დროთა განმავლობაში წარმატებული პილოტების სტატუსი შეიძინეს. ბიგზი ჩაირიცხა იმპერიულ აკადემიაში, მაგრამ სწავლის დამთავრების შემდეგ გალაქტიკურ იმპერიას ჩამოშორდა და აჯანყებულთა ალიანსს შეუერთდა. ამის შემდეგ იგი ტატუინზე კიდევ ერთხელ დაბრუნდა და სკაიუოკერის მომავალი გეგმების შესახებ უამბო.

დარკლაიტერის ახალი სახლი გახდა აჯანყებულთა ბაზა იავინ-4-ზე. სკაიუოკერი მას კვლავ შეხვდა, როდესაც უკანასკნელმა, ჰან სოლოსთან და ჩუბაკასთან ერთად სიკვდილის ვარსკვლავიდან გადაარჩინა პრინცეა ლეია ორგანა, ალიანსის მეთაური. ალიანსმა შეისწავლა სიკვდილის ვარსკვლავის მოპარული გეგმები და განახორციელა შეტევა სადგურზე, რომელშიც დარკლაიტერი სკაიუოკერთან ერთად წითელი ესკადრილიის წევრის სახით იბრძოდა. მართალია, სკაიუოკერმა გაანადგურა სადგური, დარკლაიტერი მოკლა დართ ვეიდერმა.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

ხსენება/მითითება სხვა წყაროებში[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 1.8 1.9 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი
  2. Topps logo Star Wars: Skywalker Saga უთითებს, რომ ბიგზსი ლუკ სკაიუოკერზე ოდნავ უფროსია. ლუკის დაბადების წელი, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი, არის 19 იბ. ამრიგად, დარკლაიტერი დაიბადა 19 წლამდე.
  3. StarWars-DatabankII ბიგზ დარკლაიტერი Databank-ში (არქივის ბმული)
  4. ToppsDigitalLogo Star Wars: Card Trader (ბარათი: Hobbie Klivian - Snowspeeder Gunner - Base Series 1)
Advertisement