ბირან რედბენი იყო დამნაშავე მამაკაცი, რომელიც ცხოვრობდა ახალი რესპუბლიკის ეპოქაში. იგი დააპატიმრეს სამედიცინო დანაშაულებრივი ქმედების გამო და ტამაზალზე 50 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.[1] იავინის ბრძოლიდან დაახლოებით 9 წელს[2] იგი, სხვა თანამემამულეებთან ერთად, ტატუინზე თავს დაესხა მანდალორელ ჯილდოზე მონადირე დინ ჯარინს. მათი სამიზნე იყო ჯარინის პატარა თანამგზავრი დინ გროგუ, ძალისადმი მგრძნობიარე ბავშვი. მართალია, რედბენის რაზმის გამოჩენა მოულოდნელი იყო, დინთან შეტაკებისას ყველა დამარცხდა.[3]
მოგვიანებით რედბენის დოსიე შეტანილი იყო ახალი რესპუბლიკის პატიმრების რეესტრში. დინის თხოვნით პატიმარ მიგს მეიფელდის ადგილსამყოფელის ძიებისას მას წააწყდა პლანეტა ნევაროზე არსებული დასახლების მარშალი კარასინთია დიუნი.[1]
გამოჩენები[]
- მანდალორელი: მეორე სეზონი: საყმაწვილო რომანი
- მანდალორელი — თავი 10: მგზავრი (პირველი გამოჩენა)
- მანდალორელი: მეორე სეზონი 2
- მანდალორელი — თავი 14: ტრაგედია (ჩნდება ეკრანზე) (პირველად ნახსენები როგორც ბირან რედბენი)
წყაროები[]
- მანდალორული ქაოსი — Star Wars Insider 210 (მხოლოდ ირიბი ხსენება)
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 მანდალორელი — თავი 14: ტრაგედია
- ↑ SWCC 2019: 9 რამ, რაც შევიტყვეთ მანდალორელის პანელიდან StarWars.com-ზე (არქივის ბმული) უთითებს, რომ მანდალორელის მოვლენების განვითარების პერიოდია ხუთი წელი ჯედაის დაბრუნებიდან. ამ ფილმის მოვლენების განვითარების დრო, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი, არის 4 იბშ. ამრიგად მანდალორელის მოვლენათა განვითარების პერიოდია 9 იბშ.
- ↑ მანდალორელი — თავი 10: მგზავრი