ბისარ ტალ-აპურნა იყო მდედრობითი სქესის ჩადრა-ფანი, რომელიც ცხოვრობდა აყვავებული რესპუბლიკის ეპოქაში[1][3] ტიმენკთან ერთად. დიდი ჰიპერსივრცული კატასტროფის შემდეგ ტიმენკი, ასაკისა და ბისარის თხოვნების მიუხედად, შეუერთდა რესპუბლიკის თავდაცვის კოალიციას. იგი დაიღუპა კარის ბრძოლაში, ნიჰილებთან შეტაკებისას[1], რამაც ბისარი გააუბედურა.[3] როდესაც ჯედაებმა მას ჯაშუშის როლის შესრულება სთხოვეს და დაავალეს, თვალი ედევნა ნიჰილთა თანამზრახველ დოქტორ კისმა ატერსონდისთვის, ტალ-აპურნა დათანხმდა, რათა ტიმანკის გამო შური ეძია.[1]
ტალ-აპურნა შეიპარა ატერსონდის ხომალდზე. დოქტორი საკუთარი მიზნებისთვის აპირებდა ნიჰილთა ღალატს და შეუერთდა მათ ბადრაგს[1], რომელსაც უსახელოები გადაჰყავდა.[3] ამ ბადრაგს თავს დაესხნენ გალაქტიკური რესპუბლიკის ძალები, რომელთაც მეთაურობდნენ ოსტატი ჯედაი ემერიკ კეფტორი და კერძო გამომძიებელი საიენ ჰოლტი. ბისარი თავს დაესხა ატერსონდს, როდესაც უკანასკნელი ცდილობდა უსახელოს კეფტორის წინააღმდეგ გამოყენებას. როდესაც გამოჩნდა დოქტორის თანამზრახველი, არათაბ ფალი, ბისარმა (მიუხედავად იმისა, რომ მას თავს ფალი დაესხა) დოქტორი გააბრუა. ჩადრა-ფანი გადაარჩინა ჰოლტმა. ბისარმა მისი ხომალდის პილოტობა ითავა. ისინი გაემგზავრნენ შუქურა "ვარსკვლავურ ნათებაზე", ატერსონდი კი გაიყოლეს როგორც პატიმარი. თუმცა, იქ ჩასულებმა[1], დაინახეს, რომ შუქურაზე ნიჰილთა თავდასხმა მოხდა.[3]
გამოჩენები[]
- აყვავებული რესპუბლიკა: ჩრდილების ნაკვალევი 4 (პირველი გამოჩენა)
- აყვავებული რესპუბლიკა: ჩრდილების ნაკვალევი 5
წყაროები[]
The Jedi Rush to Face the Nihil in Marvel's Star Wars: The High Republic: Trail of Shadows #4 – Exclusive Preview StarWars.com-ზე (არქივის ბმული) (პირველი ხსენება)
Starlight Falls in Marvel's Star Wars: The High Republic: Trail of Shadows #5 – Exclusive Preview StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
Star Wars: The High Republic Show: The Fallen Star, the Nameless First Look, and More! ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული) (საიტი: StarWars.com)- ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა: პერსონაჟების ენციკლოპედია