ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

ბლასტერული პისტოლეტი იყო გავრცელებული იარაღი, რომელსაც იყენებდნენ სამხედროები და სამოქალაქო პირები. ჰქონდა სხვადასხვა ფორმა, ზომა და შესაძლებლობები. ზოგიერთი აგრეთვე მორგებული იყო სხვა ფუნქციებზე, როგორიც იყო ძალური ჰარპუნების სროლა. ბლასტერული პისტოლეტების ნაწილი აღჭურვილი იყო დაყრუების ფუნქციით, რომლითაც მოწინააღმდეგეს გონებას აკარგვინებდნენ, პირდაპირ მოკვლის სანაცვლოდ.[1] მძიმე ბლასტერული პისტოლეტები,[3] ჯიბის ბლასტერებიs,[4] და "მცველის" ტიპის სანადირო ბლასტერები[5] ბლასტერულ პისტოლეტებს წარმოადგენდნენ.

როგორც ბლასტერული ტექნოლოგიის სხვა ნიმუშების შემთხვევაში, ბლასტერული პისტოლეტი იყენებდა პლაზმურ მუხტებს. მათთვის თავის არიდება შეიძლებოდა მაგნიტური პლომბებით და ამრეკლი ფარებით[1], ისევე, როგორც სინათლის მახვილებით. აგრეთვე შეიძლებოდა მათთვის არეკლვა მსროლელის ან სხვა სამიზნის მისამართით.[6]

კონტრაბანდისტი ჰან სოლო ხშირად იყენებდა ბლასტერულ პისტოლეტ DL-44.[7] ჯილდოზე მონადირე ჯენგო ფეტი ოსტატურად იყენებდა ერთდროულად ორ ბლასტერულ პისტოლეტ "ვესტარ-34"-ს.[8][9] მანდალორელი და მეამბოხე საბინ რენი იყენებდა ორ ბლასტერულ პისტოლეტ "ვესტარ-35"-ს.[10] კლონი კაპიტანი რექსი როგორც წესი, იბრძოდა ორი ბლასტერით, DC-17-ებით,[11] რესპუბლიკის დიადი ჯარის დროს სტანდარტული საბრძოლო საშუალებით.[12] ვილმარის შურისძიება იყო ბლასტერული პისტოლეტის პოპულარული ტიპი გალაქტიკური იმპერიის პერიოდში და მას იყენებდა სიკატრო ვიზაგო.[13]

გამოჩენები[]

Holocronlogo1.png ეს სია არასრულია. შეგიძლიათ პროექტს დაეხმაროთ მისი განვრცობით.