ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

ბნელი მახვილი იყო უძველესი და უნიკალური შავი ფერის სამართებლის მქონე სინათლის მახვილი, შექმნილი ტერ ვიზლას, ჯედაების ორდენში მოხვედრილი პირველი მანდალორელის მიერ, იავინის ბრძოლამდე 1019 წელს. ეს იარაღი ვიზლას აღსასრულის შემდეგ ინახებოდა ჯედაების ტაძარში, მაგრამ ვიზლას სახლის წევრებმა მოიპარეს მახვილი ძველი რესპუბლიკის დაცემისას. იმ დროიდან მახვილი პრე ვიზლას წინაპრების მიერ თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ისინი მახვილს ფლობდნენ ახალი მანდალორელები მშვიდობიანი პოლიტიკის რეჟიმის პერიოდშიც, რომელმაც მანდალორზე დაისადგურა.

იავინის ბრძოლამდე 21 წლისთვის, კლონების ომების დროს, მახვილს პრე ვიზლა, სიკვდილის მზირების და ვიზლას სახლის წინამძღოლი ფლობდა. მახვილს იყენებდა ახალ მანდალორელებთან შეტაკებისას, რომელთა შორის მნიშვნელოვანი იყო მანდალორის შთანთქმა. ამ აჯანყების შემდეგ სითმა ლორდმა მოლმა ვიზლა დუელისას მოკლა და მახვილი მიითვისა, გახდა რა სიკვდილის მზირების ახალი წინამძღოლი. თუმცა, მისი ძველი მასწავლებელი, დართ სიდიუსი მოგვიანებით მანდალორზე გამოჩნდა და დაუპირისპირდა ყოფილ შეგირდს. ბრძოლისას მოლმა ბნელი მახვილი გამოიყენა, თუმცა სიდიუსმა იგი დაამარცხა და სტიჯენ-პრაიმისეპარატისტების ციხეში, შპილში, ტყვეობაში ამყოფებდა.

მოგვიანებით მოლი გადაარჩინა პრემიერმინისტრმა ალმეკმა, რომელიც მოლმა მანდალორის ოფიციალურ მმართველად დანიშნა. გათავისუფლების შემდეგ მოლი ზანბარზე, სიკვდილის მზირების ბანაკში დაბრუნდა. მას დაუბრუნეს მახვილი, ნაპოვნი სანდარის სამეფო სასახლეში, სადაც მოლს ჰქონდა შეტაკება სიდიუსთან. ამ დაბრუნების შემდეგ მოხდა ზანბარზე დროიდების სეპარატისტული არმიის თავდასხმა, რომელსაც მეთაურობდა გენერალი გრივუსი და მოლმა კიბორგ გენერალთან ბრძოლისას მახვილი კვლავ გამოიყენა, თუმცა, იძულებული გახდა, უკან დაეხია. მახვილით იგი კვლავ ჩნდებოდა შემდგომ ბრძოლებში, როგორიც იყო ბრძოლა ორდ-მანტელზე, თავდასხმა ვიზლას წერტილ 09-ზე და დათომირიმეორე ბრძოლა.

იმპერიული ეპოქისას მანდალორული იარაღების ექსპერტმა და აჯანყებულმა საბინ რენმა დათომირზე არსებული ღამის დების ბუნაგიდან დაიბრუნა ბნელი მახვილი მანდალორელ დამცველ ფენ რაუს და სპექტრების მითითებით საბინმა რაინდ ჯედაი კენან ჯარუსის ზედამხედველობით გაიარა წვრთნა ბნელი მახვილით. მოგვიანებით იარაღით და სპექტრების სხვა წევრებთან ერთად იგი კროუნესტზე დაბრუნდა, იმ იმედით, რომ აჯანყებაში ოჯახის წევრების მხარდაჭერას მოიპოვებდა. ვიცემეფის, გარ საქსონიდამარცხების შემდეგ იგი ბნელი მახვილის მფლობელი გახდა.

მამის იმპერიული პატიმრობიდან გადარჩენის შემდეგ მან გაანადგურა სუპერიარაღი, რომელიც კადეტობის პერიოდში ააწყო და ბნელი მახვილი შესთავაზა ლედი ბო-კატან კრიზს, ყოფილი ჰერცოგინიას დას — მისი აზრით, იგი იყო მანდალორელთა წინამძღოლობისთვის ყველაზე შესაფერისი პიროვნება. მართალია, თავდაპირველად მეთაურის რანგში ყოფნას ერიდებოდა, სხვა კლანების მხარდაჭერით ბო-კატანი დათანხმდა ბნელი მახვილის მიღებას.

დიდი წმენდის შემდეგ იმპერიამ მანდალორი წაბილწა და ბო-კატანმა მახვილი დაკარგა. მან პლანეტა დატოვა, თუმცა კვლავ იყო ღამის ბუების მეთაური. მიუხედავად ამისა, იგი მაინც გეგმავდა ბნელი მახვილის და მანდალორის დაბრუნებას. იავინის ბრძოლიდან დაახლოებით 9 წელს იარაღი იყო მოფ გიდეონის, ნევაროზე მყოფი იმპერიული ნარჩენის მფლობელობაში.

გამოჩენები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 სრული ვარსკვლავური ომები
  2. 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 2.11 TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებიმანდალორული შეთქმულება
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 Rebels-mini-logo ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებიბნელი მახვილის გამოცდები
  4. ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები
  5. ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, რომ მანდალორელის პირველი სეზონის ეპიზოდში თავი 1: მანდალორელი მოვლენათა განვითარების დროა 9 იბშ. ამასთან, SWInsider A Certain Point of ViewStar Wars Insider 228 ასევე უთითებს, რომ ეპიზოდში მეშვიდე ნაწილი: ოცნებები და უგუნურობა სიუჟეტი ვითარდება ახალი იმედის მოვლენებიდან ცხრა წლის შემდეგ, რაც არის ქრონოლოგიებით განსაზღვრული 9 იბშ. ნახსენებ ეპიზოდში მოვლენები ვითარდება მანდალორზე კონფლიქტის შემდეგ, რომელიც აღწერილია მანდალორელის მესამე სეზონის საბოლოო ეპიზოდებში თავი 23: ჯაშუშები და თავი 24: დაბრუნება. ამრიგად, მანდალორელის პირველი მესამე სეზონის ჩათვლით (სადაც შედის თავი 24: დაბრუნება) მოვლენები ვითარდება პირდაპირ ბობა ფეტის წიგნის შემდეგ და მანდალორელის აღნიშნულ ეპიზოდში მოვლენები ამავე წელს ვითარდება.
  6. The-Mandalorian-logo მანდალორელითავი 24: დაბრუნება
  7. 7.0 7.1 7.2 TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებიფარული მოტივები
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: მანდალორის გმირები
  9. 9.0 9.1 The-Mandalorian-logo მანდალორელითავი 8: გამოსყიდვა
  10. 10.0 10.1 The-Mandalorian-logo მანდალორელითავი 16: გადარჩენა
  11. 11.0 11.1 11.2 SWYT-Logo კადრს მიღმა: ბნელი მახვილი | ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ გვერდზე (არქივის ბმული)
  12. Rebels-mini-logo ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებიკონკორდ-დოუნის დამცველი
  13. ვარსკვლავური ომები: სინათლის მახვილების მინიწიგნი
Advertisement