ბნელი შეგირდი არის მეორე რომანი სერიიდან ჯედაების აკადემიის ტრილოგია, რომლის ავტორია კევინ ჯ. ანდერსონი. წიგნი გამოიცა 1994 წლის 1 ივნისს, Bantam Spectra-ს მიერ. მისი შემოკლებული აუდიოვერსიის მთხრობელია ენტონი ჰილდი.
შეჯამება გამომცემლობისგან[]
სანამ ახალი რესპუბლიკა იმპერიის ნამსხვრევებთან მიმდინარე ომში გამანადგურებელ დანაკარგებს იმკის, გალაქტიკის მომავალი სამი ბავშვის ხელშია — მათ შორის, ტყუპი ჯედაების — რომლებსაც, "ვარსკვლავური ომების" ახალი არაჩვეულებრივი საგის განვითარებაში, ელით უჩველო ძალაუფლება და საფრთხეები....
სანამ ახალი რესპუბლიკა ცდილობს, გაუმკლავდეს "მზის მსხვრეველს" — ახალ დამანგრეველ იარაღს, რომელიც იმპერიას ჰან სოლო მოჰპარა — განდგომილი იმპერიელი ადმირალი დაალა ვარსკვლავური გამანადგურებლების ფლოტის დახმარებით მშვიდობიან პლანეტებზე თვითნებურ საომარ მოქმედებებს იწყებს. ახლა კი იგი ემუქრება ადმირალ აკბარის ოკეანეებიან პლანეტას. მაგრამ პლანეტისთვის ბრძოლისას ლუკ სკაიუოკერის აკადემიაში ჩნდება უფრო დიდი საფრთხე. შესანიშნავი მოწაფე ძალის ბნელ მხარეს გადადის და ათავისუფლებს ბოროტი ორდენის უძველესი ბატონის სულს, რომელმაც თავად დართ ვეიდერი შეცვალა. ერთად ისინი იქცევიან ახალი რესპუბლიკისთვის უდიდეს მტრად...ოსტატი ჯედაის ყველაზე უძლეველად.
მედია[]
გამოცემები[]
- ISBN 9780553297997;[1] ივლისი 1994; Bantam Spectra; აშშ, რბილი ყდა[2]
- ISBN 9780307796127; 28 ივნისი, 2011; Bantam Spectra; აშშ, ელექტრონული წიგნი[3]
გარეკანების გალერეა[]
შეტანილია გამოცემებში[]
- ვარსკვლავური ომები: ჯედაების აკადემიის ტრილოგია, ანთოლოგია
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1
Dark Apprentice: Star Wars Legends (The Jedi Academy) Penguin Random House-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული) (რბილი ყდა)
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 მკითხველის ძირითადი მეგზური
- ↑
Dark Apprentice: Star Wars Legends (The Jedi Academy) Penguin Random House-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული) (ელექტრონული წიგნი)












