| | |
ბობა ფეტი იყო ჯილდოზე მონადირე და ჯენგო ფეტის გენეტიკური კლონი. შეიქმნა კლონირებით კამინოზე და ფიზიკურად იყო ჯენგოს ასლი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა კლონი იზრდებოდა დაჩქარებული წესით, ჯენგოს თხოვნით, ბობაში ცვლილებები არ შეუტანიათ და იგი ჩვეულებრივი ტემპით ვითარდებოდა.
ჯეონოსისის ბრძოლისას ბობამ საკუთარი თვალით იხილა ჯენგოს მეის უინდუს მიერ მოკვლა. მან შურისძიება განიზრახა და შემდგომში შეუერთდა ჯილდოზე მონადირეთა ჯგუფს, რომელშიც შედიოდნენ ორა სინგი და ბოსსკი. უინდუს მოკვლის გეგმა ვერ განახორციელეს და ბობაც მიხვდა, რომ ეს მისთვის ზედმეტად რთული ამოცანა იყო, მაგრამ ჯედაისთვის არასოდეს მიუტევებია ჯენგოს მოკვლა. ხანმოკლე პატიმრობის შემდეგ მან ჩამოაყალიბა ჯილდოზე მონადირეთა საკუთარი ბანდა და სხვადასხვა დავალებას ასრულებდა.
გალაქტიკური იმპერიის აღზევების პერიოდში ბობა უკვე ითვლებოდა გალაქტიკის ერთ-ერთ საშიშ ჯილდოზე მონადირედ. იმის გამო, რომ მანდალორული ჯავშანი ემოსა, ვრცელდებოდა ხმები, თითქოს მანდალორელები კვლავ არსებობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი პლანეტა იმპერიამ დაიპყრო. გალაქტიკური სამოქალაქო ომის პერიოდში ბობა მუშაობდა ჰატ ჯაბასთვის. ჰოთის ბრძოლის შემდეგ ბობა და სხვა მონადირეები დართ ვეიდერის დავალებით ეძებდნენ ჰან სოლოს და მის ათასწლოვან შავარდენს, რითაც ლუკ სკაიუოკერი უნდა მიეტყუებინათ. ამ ჩანაფიქრის წარმატებულად განხორციელების შემდეგ კარბონიტში გაყინული სოლო ბობამ ტატუინზე გადაიყვანა, იმ გასამრჯელოს სანაცვლოდ, რომელსაც მას ჯაბა დაჰპირდა.
მას შემდეგ, რაც ჰანი რესპუბლიკის აღდგენის ალიანსის მონაწილე მეგობრებმა გადაარჩინეს, კარკუნის დიდ ორმოსთან მოხდა ბრძოლა, რომლის დროს ბობა ჩავარდა სარლაკის ხახაში. მიუხედავად ამისა, ფეტი გადაურჩა მონსტრს, თუმცა ავჯარი დაკარგა და იგი ტატუინზე დასახლდა. წლების შემდეგ მან იპოვა ფენეკ შენდი, რომელთან ერთად მიაგნო ჯილდოზე მონადირე დინ ჯარინს. დინს მან საკუთარი დახმარება შესთავაზა, სანაცვლოდ კი დაიბრუნა საკუთარი ჯავშანი. დაეხმარა რა დინ ჯარინს ნაპოვარა დინ გროგუს მოფ გიდეონისგან გადარჩენაში, ფეტი დაბრუნდა ტატუინზე, სადაც ბიბ ფორტუნა მოკლა და დაეუფლა ჯაბას ტახტს, ფენეკ შენდთან ერთად.
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
წყაროები[]
არაკანონიკური წყაროები[]
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: აირჩიე მხარე: ნაჯღაბნების სათამაშო წიგნი
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: შექმენი საკუთარი თავგადასავალი
Stunning New Star Wars: Visions Trailer Debuts StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
ვარსკვლავური ომები: ხედვები: ფოკუსი რეჟისორზე — "ტატუინური რაფსოდია"- ვარსკვლავური ომები: ხედვები: მხატვრობა
LEGO Star Wars (კომპლექტი: 75369 Boba Fett Mech)
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑
Boba Fett Encyclopedia-ში (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
- ↑ 2.0 2.1 ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3
Boba Fett Databank-ში (არქივის ბმული)
- ↑ ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება: პირისპირ
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევა
- ↑ 6.0 6.1
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "სასიკვდილო მახე"
- ↑ ვარსკვლავური ომები: ჯილდოზე მონადირეთა საიდუმლოებანი
- ↑ 8.0 8.1 ბნელი მიმდევარი
- ↑ ჯილდოზე მონადირეები 3
- ↑ დართ ვეიდერი (2015) 1
- ↑ აჯანყების ეპოქა: ბობა ფეტი 1
- ↑ ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო შეტევა
- ↑ ჯილდოზე მონადირეები 35
- ↑
ვარსკვლავური ომები: ბობა ფეტის წიგნი — "თავი 2: ტატუინის ტომები"
- ↑
ვარსკვლავური ომები: ბობა ფეტის წიგნი — "თავი 1: უცხო უცხო მხარეში"
- ↑ რესპუბლიკის ეპოქა: ჯენგო ფეტი 1
- ↑ Star Wars Helmet Collection: Jango Fett Helmets: Jango Fett
- ↑
Road Ahead: February 2023 Star Wars Galaxy of Heroes Forums-ზე (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)