ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
დააწკაპუნეთ აქ, რათა მოხვდეთ ჰოლოპედიაში წარმოდგენილ თემის კანონიკურ ვერსიაზე.  ეს სტატია აღწერს აღნიშნული თემის ლეგენდარულ ვერსიას. 

Queicon.png
ᲕᲐᲠᲡᲙᲕᲚᲐᲕᲣᲠᲘ ᲝᲛᲔᲑᲘᲡ ᲚᲔᲒᲔᲜᲓᲔᲑᲗᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲔᲡ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ ᲨᲔᲘᲪᲐᲕᲡ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐᲡ ᲠᲝᲛᲔᲚᲖᲔᲪ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐᲡ ᲐᲮᲓᲔᲜᲡ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ ᲙᲚᲝᲜᲗᲐ ᲝᲛᲔᲑᲘ.
ლეგენდების კლონთა ომების ახალი ქრონოლოგია Lucasfilm-ს არ ეკუთვნის. ამ სტატიაში მოთხრობილი მოვლენების ზუსტი ქრონოლოგია ამჟამად უცნობია.

ბობა ფეტი იყო მანდალორელი მეომარი და ჯილდოზე მონადირე ფეტების კლანიდან. იგი იყო ჯენგო ფეტის ერთადერთი უცვლელი კლონი, შემქნილი იავინის ბრძოლამდე 32 წელს როგორც ერთეული A0050, ერთ-ერთი ფეტის პირველი ასლებიდან, რომლებიც შექმნეს რესპუბლიკის დიადი ჯარისთვის, აღზრდილი როგორც ჯენგოს ვაჟი. ჯენგომ მას ბევრი რამ ასწავლა, წვრთნიდა როგორც მომავალ ჯილდოზე მონადირეს, ისევე, როგორც ოდესღაც მას მამა ამზადებდა. იავინის ბრძოლამდე 22 წელს ჯენგო დაიღუპა ჯეონოსისის ბრძოლისას, რომელსაც მოჰყვა კლონთა ომების დაწყება. ჯერ კიდევ ვიჭუნა, ბობა იძულებული იყო, თავად ეზრუნა საკუთარ თავზე და გალაქტიკაში ემოგზაურა. მოგვიანებით იგი ჯილდოზე მონადირე გახდა და ასრულებდა ჰატ ჯაბას მსგავს დამნაშავეთა დავალებებს და ადრეული ასაკიდანვე სახელი გაითქვა.

როდესაც იავინის ბრძოლამდე 19 წელს შეიქმნა იმპერია, ფეტისთვის იგი ყველაზე ხელსაყრელ გარემოს წარმოადგენდა. ამ პერიოდში მან იქორწინა სინტას ველთან და ჰყავდა ქალიშვილი, ეილინი. ფეტი შემდგომი ათწლეულებში ცნობილი იყო როგორც გალაქტიკის საუკეთესო ჯილდოზე მონადირე და ხშირად ასრულებდა იმპერიის დავალებებს. რამდენიმეჯერ იგი დართ ვეიდერთან თანამშრომლობდა და სითი ლორდს მისდამი ერთგვარი პატივისცემაც ჩამოუყალიბდა.

იავინის ბრძოლიდან 1 წელს, გალაქტიკური სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე, ფეტს ამბოხებულთა კაპიტან ჯუნო ეკლიპსის პოვნა დაევალა, რათა გამოეტყუებინა გეილენ მერეკიკლონი. ფეტი აგრეთვე მონაწილეობდა კამინოს ბრძოლაში. როდესაც დართ ვეიდერი დაიჭირეს და დანტუინზე დაკითხვას უპირებდნენ, მანდალორელმა ჯილდოზე მონადირემ იქ მის ხომალდ მოხეტიალე ჩრდილს მიაგნო.

ფეტმა ყველაზე აღსანიშნავი საზღაური მიიღო იავინის ბრძოლიდან 3 წელს, როდესაც დაიჭირა ამბოხებულთა გმირი ჰან სოლო, რომელიც ჰატ ჯაბასთან მიიყვანა. ერთი წლის თავზე, კარკუნის დიდი ორმოს ბრძოლისას, იგი ამბოხებულებს ებრძოდა, როდესაც სოლომ შემთხვევით მოისროლა სარლაკის ხახაში. მართალია, მანამდე სარკალისგან გადარჩენილი არავის ახსოვდა, ფეტი, მართალია, დაჭრილი, ორმოდან ამოძვრა. რკინის ნებისყოფისა და მანდალორული აბჯარის დახმარებით, იგი გადარჩა და ჯილდოზე მონადირის საქმიანობას დაუბრუნდა.

ფენ შისასადმი მიცემული სიტყვის შემდეგ ფეტი გახდა მანდალორი და საბოლოოდ მანდალორელებს წინ წაუძღვა იუჟან-ვონგური ომის პერიოდში. მართალია, თავდაპირველად სხვა გალაქტიკიდან მოსულების სასარგებლოდ მუშაობდა როგორც დაქირავებული მეომარი, მოგვიანებით ახალ რესპუბლიკას შეუერთდა. როდესაც იუჟან-ვონგებმა დაარტყეს მანდალორს და დაბომბეს პლანეტა, მანდალორელებმა აღმოაჩინეს მანდალორული რკინის დიდი მარაგი, რითაც მხოლოდ გაძლიერდნენ.

მოგვიანებით, მეორე გალაქტიკური სამოქალაქო ომისას ბობა კვლავ მანდალორელებს მეთაურობდა, მაგრამ ჯანმრთელობამ უმტყუნა. მან მიაგნო შვილიშვილს, მირტა გევს და მასთან ერთად კიდევ მრავალი მისია შეასრულა, მათ შორის — ჰან სოლოსთან ერთად. ფეტი აგრეთვე წვრთნიდა სოლოს ქალიშვილ ჯეინას, რათა მას საკუთარი ძმა, დართ კეიდუსი მოეკლა. იგი აგრეთვე რამდენიმე ბრძოლისას ჯედაების კოალიციას ეხმარებოდა. საბოლოოდ, ფეტის მიერ გაწეული დახმარებით კეიდუსი დამარცხდა, თუმცა იმპერიული ნანოვირუსიგავრცელების გამო ფეტი ვეღარ დაბრუნდა მანდალორზე.

გამოჩენები[]

გამოჩენები კანონში საკამათო სტატუსით[]

  • "Lapti Nek": The Music Video from Jabba's Palace

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. StarWarsDotComBlogsLogoStacked.png მთავარი პერსონაჟების დაბადების წლებიKeeper of the Holocron's Blog, ლილანდ ჩი-ის StarWars.com-ის ბლოგი (შიგთავსი მოძველებულია, არქივირებულია ორიგინალიდან)
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 პერსონაჟების ახალი ძირითადი ცნობარი
  3. ვარსკვლავური ომების ფაქტების ოფიციალური დოსიე
  4. ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები: პირისპირ
  5. ვარსკვლავური ომები: პირისპირ: ტეგ-გუნდები

ბმულები[]

Advertisement