ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

ბოსსკ'ვასსაკ'კრადოსსკი, იგივე ბოსსკი, იყო მამრობითი სქესის ტრანდოშანი ჯილდოზე მონადირე, ძე კრადოსსკის, რომელიც ცნობილი იყო ვუკიებზე ნადირობით. კლონების ომების დროს ის, ორა სინგთან და კასტასთან ერთად, ბობა ფეტის დამრიგებელი იყო. მათ მიერ ფეტისთვის საძულველი მეის უინდუს მოკვლის გეგმის ჩავარდნის შემდეგ ფეტი და ბოსკი დააპატიმრეს. ციხეში გატარებული დროის შემდეგ ბოსსკი კრეიტის ბრჭყალში, ფეტის ჯილდოზე მონადირეთა სინდიკატში მოხვდა და ასრულებდა სხვადასხვა დავალებას (მაგალითად კვარციტზე, ოტუა ბლანკისგან). ომის გვიანდელ პერიოდში ტრანდოშანი კვარციტის მისიიდან მისთვის ნაცნობ ასაჟ ვენტრესთან ერთად სერენოდან კვინლან ვოსის გადასარჩენად გაემგზავრა.

იმპერიის აღზევების შემდეგ ბოსსკი ჯილდოზე მონადირეთა სამყაროში კვლავ ერთ-ერთი უდიდესი სახელის მქონე იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბობასგან განცალკევებით მუშაობდა. ერთხელ იგი ლოთალზე ჩავიდა, სადაც ნადირობდა დაგ ბოროტმოქმედ გრონსონ ტაკაროს, რომელიც აჰაკისტას სისტემაში ყოფნისას, გირაოს გადახდის შემდეგ, გაუჩინარდა. ამ მოგზაურობისას ბოსსკს აგრეთვე შეუერთდა ძალისადმი მგრძნობიარე ბიჭუნა ეზრა ბრიჯერი, რათა ერთად შეეჩერებინათ კორუფციაში ჩაფლული იმპერიული უსაფრთხოების ბიუროლეიტენანტი ჯენკისი. ბოსსკი ასევე ნადირობდა მისი რასისადმი ბუნებრივად მტრულად განწყობილ ვუკიებზე. განსაკუთრებული ზიზღი ჰქონდა ვუკი ჩუბაკასა და ჰან სოლოს მიმართ. მისიის შემდეგ, რომლის დროს შეხვდა საკუთარ დას, დოშანალავუკს, რომელმაც აიძულა, დადებული ფიცით უარი ეთქვა ვუკიებზე ნადირობაზე, ბოსსკი დართ ვეიდერის დავალებით ეძებდა სოლოს, ჩუბაკას და „ათასწლოვან შავარდენს“.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement