ბო-კატან კრიზი იყო ღამის ბუების მეთაური და სიკვდილის მზირების, მანდალორული ტერორისტული დაჯგუფების ლეიტენანტი, მოგვიანებით კი, იმპერიული ეპოქისას გახდა მანდ'ალორი. კლონების ომების პერიოდში მისი და, სატინი მანდალორის ჰერცოგინია იყო და ბო-კატანი ეწინააღმდეგებოდა მის მშვიდობიან პოლიტიკას, ემხრობოდა რა მანდალორელთა უძველეს საბრძოლო ტრადიციებს. მას შემდეგ, რაც საჯაროდ გახდა ცნობილი, რომ გუბერნატორი პრე ვიზლა იყო სიკვდილის მზირთა მეთაური, მცირე ჯგუფმა დატოვა მანდალორული სისტემა. იავინის ბრძოლამდე 19 წელს კრიზმა და ვიზლამ მიაგნეს დართ მოლსა და მის ძმას, სავაჟ ოპრესს. ამ სითების მეშვეობით მათ დაგეგმეს მანდალორის არსებული მთავრობის დამხობა. მოლის მეშვეობით რამდენიმე კრიმინალური სინდიკატი გაერთიანდა და ჩამოაყალიბა ჩრდილების კოლექტივი. მანდალორის დაპყრობისას სატინის მმართველობა დასრულდა და პლანეტას ვიზლა დაეუფლა.
თუმცა, მოლმა ვიზლა ბრძოლაში გამოიწვია და მანდალორელი სითებმა დაამარცხეს, დაიკავეს სამეფო ტახტი და პრემიერმინისტრი ალმეკიც დააბრუნეს — რომელსაც თავად მართავდნენ. ბო-კატანმა და მანდალორელთა ერთგულმა ჯგუფმა არ აღიარეს მოლის მმართველობა, გაათავისუფლეს საიტინი სამეფო ციხიდან და დახმარების თხოვნით მიმართეს ოსტატ ჯედაი ობი-ვან კენობის. მანდალორის ნეიტრალური სტატუსის გამო, კენობი იძულებული იყო, პლანეტაზე მარტო ჩასულიყო. იგი დაიჭირა მოლმა, რომელმაც ჯედაის თვალწინ სატინი მოკლა. მოგვიანებით კენობი ბო-ტანმა და სხვა აჯანყებულებმა ციხიდან გაათავისუფლეს. სანამ მოლი ცდილობდა ჯედაის კვლავ დაჭერას, პლანეტა მოიცვა სამოქალაქო ომმა. სანამ ობი-ვანი პლანეტას დატოვებდა, კრიზმა სთხოვა, გალაქტიკური რესპუბლიკისთვის ემცნო პლანეტაზე მიმდინარე მოვლენების შესახებ, იმ იმედით, რომ რესპუბლიკა ჩაერეოდა ამ არეულობაში და მოლის არსებობას ბოლო მოეღებოდა. წელიწადზე ნაკლები იყო გასული, როდესაც ბო-კატანის სურვილი ცხადი გახდა — რესპუბლიკამ მანდალორი ალყაში მოაქცია და მოლი პლანეტიდან გაიქცა. სატინი შემდგომ კრიზის სახლის ლედი გახდა, ისევე, როგორც პლანეტის რეგენტი. თუმცა, ბო-კატანმა თანამდებობა დაკარგა, როდესაც ახალი მმართველი, გალაქტიკური იმპერატორი, პალპატინი და კლანი საქსონი მანდალორს დაეუფლნენ.
რესპუბლიკის მიერ მანდალორის ოკუპაციის პერიოდში მთავრობა გარდაიქმნა გალაქტიკურ იმპერიად და ძალადობის ახალი ტალღა მთელ პლანეტას მოედო. იავინის ბრძოლამდე 2 წელს კროუნესტელი კლანი რენი იმპერიას დაუპირისპირდა, რის გამოც მას კლან საქსონის ერთგულები განუდგნენ. შედეგად მანდალორი კიდევ ერთ სამოქალაქო ომში გაეხვია. ამ ომის დროს კრიზი შეხვდა გრაფინია ურსა რენს და საბინ რენს. ისინი ეძებდნენ მანდალორელს, რომელიც ღირსი იქნებოდა ბნელი მახვილის და მანდ'ალორის წოდების ტარების. რენების თანხმობით, კრიზმა აიღო იარაღი და სათავეში ჩაუდგა მანდალორელთა ახალ გამათავისუფლებელ მოძრაობას.
დიდი წმენდის შემდეგ მანდალორი დაეცა და მოფი გიდეონი დაეუფლა ბნელ მახვილს. იავინის ბრძოლიდან დაახლოებით 9 წელს კრიზი ეძებდა მოფს მახვილის და, საბოლოოდ, მანდალორის დასაბრუნებლად.
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: აღნიშნეთ სეზონი — "შეჯიბრი ამოჭრაში"- LEGO Star Wars: The Skywalker Saga (DLC)
- Disney Magic Kingdoms
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2
ვარსკვლავური ომები: მანდალორელი — "თავი 19: ახალმოქცეული"
- ↑ 2.0 2.1
Bo-Katan Encyclopedia-ში (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
- ↑ 3.0 3.1 3.2
Bo-Katan Kryze Databank-ში (არქივის ბმული)
- ↑ ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: პერსონაჟების ენციკლოპედია: შეუერთდი ბრძოლას!
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "ამაღლება"
- ↑
Rebels Recon #2.19: Inside "The Mystery of Chopper Base" | Star Wars Rebels ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული) (საიტი: StarWars.com)
- ↑ 7.0 7.1 7.2 ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: მანდალორის გმირები
- ↑
ვარსკვლავური ომები: მანდალორელი — "თავი 18: მანდალორის მაღაროები"
- ↑
"Eminence" Episode Gallery StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
- ↑
ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "უკანონო"
- ↑
ვარსკვლავური ომები: მანდალორელი — "თავი 11: მემკვიდრე"
- ↑
Mandalore Databank-ში (არქივის ბმული)
- ↑ სრული ვარსკვლავური ომები
დამატებითი ბმულები[]
Bo-Katan Kryze ვიკიპედიაში
Admiral Ackbar stars in animated 'Star Wars' — USA Today (September 13, 2011) (არქივის ბმული დაარქივების თარიღი December 9, 2012) (პირველად ნახსენები როგორც ბო-კატანი)