ბროლის ვარსკვლავი არის ვარსკვლავური ომების ლეგენდების 1994 წლის რომანი, რომლის ავტორია ვონდა ნ. მაკინტაირი. წიგნი გამოიცა Bantam Spectra-ს მიერ. მასში მოვლენები მიმდინარეობს ენდორის ბრძოლიდან ათი წლის შემდეგ.
შეჯამება გამომცემლობისგან[]
პრინცესა ლეიამ დიდი დარტყმა მიიღო, როდესაც მისი სამი შვილი, ანაკინი და ტყუპები, ჯეინა და ჯეისენი, გაიტაცეს. ლეიას ურჩევენ, დაელოდოს შეტყობინებას გამოსასყიდზე, მაგრამ სანამ შვილი საფრთხეში არიან, დედისთვის ლოდინი ყველაზ რთულია და ლოდინისას უფრო რთულია, რომ ძალაში შვილებს ვერ გრძნობს.
საბოლოოდ, პრინცესას სხვა არაფერი დარჩენია. ის, ჩუბაკა და არტუ-დიტუ გამტაცებლებს ეძებენ, მათი კვალით კი მოხვდებიან დევნილების მწყობრიდან გამოყვანილ ხომალდზე, სადაც ყველაფერს შეიტყობს რილაოსგან, იდუმალი დევნილისგან, რაც უფრო მეტ კითხვას აჩენს. დევნილთა შვილებიც დაიკარგნენ და რილაო ფიქრობს, რომ იცის, თუ ვინ გაიტაცა: ძლევამოსილმა იმპერიელმა ოფიცერმა, ჰეთრირმა, რომელსაც იმპერიის უწინდელ დიდების დაბრუნების საკუთარი გეგმები აქვს.
ამასობაში ჰან სოლო და ლუკ სკაიუოკერი ასრულებენ საკუთარ მისიას პლანეტა კრსეიჰზე, სადაც იძიებენ დაკარგული ჯედაების საქმეს. კრსეიჰს საფრთხეს უქმნიან ახლოს მდებარე უნიკალურ სრულყოფილ ბროლად ქცეული ჩამქრალი ვარსკვლავის კვანტური ეფექტები. ეს ბროლის ვარსკვლავი წარმოშობს არეულობას ძალაში, აქვეითებს ლუკის შესაძლებლობებს და "ათასწლოვანი შავარდენის" ლეიასთან და მათ ბაზასთან კავშირს წყვეტს.
პლანეტაზე ჰანი და ლუკი აღმოაჩენენ ბროლად ქცეულ ვარსკვლავზე უფრო უცნაურ რამეს: ქარიზმატულ უცხომიწელ ვარუს, რომელსაც განკურნების საოცარი თვისებები აქვს და ფანატიკოსი მიმდევრები ჰყავს. შეუძლია ვარუს შებრალება? თუ მისი განკურნების თვისებების მიღმა ბნელი მიზნები იმალება? სანამ ლეია, ჩუბაკა და რილაო მთელ კოსმოსში ჰეთრირის ღალატის კვალს მიჰყვებიან, ლუკი და ჰანი ვარუს ბოროტი კულტის შესახებ ჭეშმარიტებასთან ახლოს არიან. საბოლოოდ, მათ ელის დიდი შეჯახება, რომელიც განსაზღვრავს არა მხოლოდ მათ და რესპუბლიკის ბედს, ასევე, იმას, გადარჩება თუ არა სამყარო.
უწყვეტობა[]
რომანში, როდესაც ლუკი აამოქმედებს მახვილს, იგი ანათებს ცისფრად. თუმცა, უკანასკნელი ბრძანების ბოლოს იგი პირველ ცისფერ მახვილს გადასცემს მარა ჯეიდს და თან ატარებს საკუთარი ძალებით აწყობილ მწვანე მახვილს.
მედია[]
გამოცემები[]
- ISBN 9780553089295;[3] ნოემბერი 1994; Bantam Spectra; აშშ, მაგარი ყდა[1]
- ISBN 9780553571745; ნოემბერი 1995; Bantam Spectra; აშშ, რბილი ყდა[4]
- ISBN 9780307796295; 28 ივნისი, 2011; Del Rey; აშშ, ელექტრონული წიგნი[5]
გარეკანების გალერეა[]
წყაროები[]
"ვარსკვლავური ომების გამოცემების ქრონოლოგია" — Star Wars Insider 23
- ვარსკვლავური ომები წლის მიხედვით: ვიზუალური ქრონიკა
- მკითხველის ძირითადი ცნობარი
- ვარსკვლავური ომები წლის მიხედვით: ვიზუალური ქრონიკა განახლებული გამოცემა
- ვარსკვლავური ომები წლის მიხედვით: ვიზუალური ისტორია, განახლებული და გაფართოებული გამოცემა
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1
"ახალი ჰორიზონტები" — Star Wars Adventure Journal 3
- ↑ მკითხველის ძირითადი ცნობარი
- ↑
ბროლის ვარსკვლავი StarWars.com Cargo Bay-ში (ორიგინალური საიტი უმოქმედოა)
- ↑
ბროლის ვარსკვლავი: ვარსკვლავური ომების ლეგენდები Penguin Random House-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული) (რბილი ყდა)
- ↑
ბროლის ვარსკვლავი: ვარსკვლავური ომების ლეგენდები Penguin Random House-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული) (ელექტრონული წიგნი)