ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

ამბოხება იწყება იმედით.
კასიან ანდორი[10]

გაიძვერა ერთი: ვარსკვლავური ომების ამბავი (ან განდევნილი ერთი: ვარსკვლავური ომების ამბავი) არის ანთოლოგიური ფილმი ვარსკვლავური ომების ფილმების სერიიდან. მისი რეჟისორია გარეთ ედვარდსი, ხოლო სცენარის ავტორები — კრის უაიცი და ტონი გილროი. ფილმი გამოვიდა 2016 წლის დეკემბერში.

მოქმედება ამ, რიგით პირველ ანთოლოგიურ ფილმში, მიმდინარეობს პერიოდში, რომელიც წინ უსწრებს ახალი იმედის მოვლენებს. სიუჟეტის მიხედვით, მცირე რაზმი იპარავს სიკვდილის ვარსკვლავის სქემებს, რათა ისინი ლეია ორგანას და ამბოხებულთა ალიანსს გადასცეს.

შინაარსი[]

გალენ ერსოს დაჭერა[]

სამუშაოები შეჩერებულია. უნდა დაბრუნდე.
―დირექტორი ორსონ კალან კრენიკი[10]

კრენიკი და მისი მოიერიშეები ლა'მუზე.

გალაქტიკური იმპერიის დაარსებიდან დაახლოებით 13 წელს ხელმძღვანელი ორსონ კრენიკი და მისი მოიერიშეები პლანეტა ლა'მუზე ეშვებიან. ისინი აპატიმრებენ მეცნიერ გალენ ერსოს, რათა აიძულონ, დაასრულოს მუშაობა სიკვდილის ვარსკვლავზე, კოსმოსურ სადგურზე, რომელსაც შეეძლება მთლიანი პლანეტების განადგურება. გალენის ცოლი, ლირა ერსო, მოკლულია მეუღლის დაცვის მცდელობისას. მათი ქალიშვილი, ჯინ ერსო, იმალება, სანამ მას მიაგნებს სო გერერა, პარტიზანების მეთაური, რომელიც გადაარჩენს და თან მიჰყავს.

ჯინი[]

გადის ცამეტი წელი და უკვე გაზრდილი ჯინ ერსო, ლიანა ჰალიკის ვინაობით, თავს ამოჰყოფს ვობანიზე მდებარე საპატიმრო ცენტრში. საკანში მასთან ერთად ულინ მასტერსიც აღმოჩნდება.

კაფრინის რკალის ავანპოსტზე ამბოხებულთა ალიანსის ოფიცერი კაპიტანი კასიან ანდორი ხვდება ვინმე ტივიკს, რომელმაც იმპერიული სატვირთო ხომალდიდან წინა დღეს გაქცეული პილოტისგან შეატყო, რომ ჯედადან მოპოვებული კაიბერ-ბროლების დახმარებით იმპერია ქმნის მძლავრ იარაღს. მას შემდეგ, რაც ანდორი ითანხმებს, ტივიკი უამბობს იმასაც, რომ ეს იარაღი არის "პლანეტების მკვლელი" და პილოტი ყველას ეუბნება, რომ იგი გამოაგზავნა გალენ ერსომ, სო გერერას ძველმა მეგობარმა.

განდგომილი იმპერიული პილოტი ბოდი რუკი ეძებს სო გერერას, ვინაიდან მას გალენ ერსოსგან უნდა გადასცეს საიდუმლო შეტყობინება — იმპერიის მიერ დიდი იარაღის შექმნის შესახებ. რუკი მის თავშესაფარს ჯედაზე მიაგნებს, მაგრამ სოს პარტიზანი მოიერიშეები — მათ შორის ბენთიკი — არ ენდობიან ბოდის და მას აპატიმრებენ. მართალია, ბოდი სოს უამბობს ყველაფერს, არც გერერა ენდობა. შესამოწმებლად, იგი რუკს ჩააგდებს საზარელ არსება ბორ გალიტთან, რის გამოც ბოდი დროებით კარგავს გონებას.

ტარკინი აკვირდება „სიკვდილის ვარსკვლავის“ მშენებლობას.

ჯინს იმპერიული საპყრობილედან ათავისუფლებს სამაშველო გუნდი „ბრავო“. მას ხვდებიან ამბოხებულთა მეთაურები — მონ მოთმა, ჯენ დოდონა, ბეილ პრესტორ ორგანა, დევიტს დრევენი და კასიან ანდორი. ისინი ერსოს დაითანხმებენ, შეახვედროს მათ გერერა, რომელსაც თავად მრავალი წლის წინ გაექცა. მიუხედავად იმისა, რომ ჯინს არწმუნებენ, თითქოს მისია სამაშველო ხასიათისაა, დრავენი კასიანს უბრძანებს, მოკლას გალენი, რათა იარაღი დაუსრულებელი დარჩეს. ჯინი, კასიანთან და გადაპროგრამებულ დროიდ K-2SO-თან ერთად, ამბოხებულთა U-ფრთებიანით ჯედასკენ მიემართება.

ჯალათიდან“ გუბერნატორი ტარკინი აკვირდება იმპერიის დიდი იარაღის, სიკვდილის ვარსკვლავის მნენებლობას და სუპერლაზერის მასზე მონტაჟს. ორსონ კრენიკთან საუბრისას იგი აღნიშნავს, რომ უკმაყოფილოა სატვირთო ხომალდის პილოტის გაქცევით, ვინაიდან უკანასკნელი ჯედაზე ავრცელებს სიკვდილის ვარსკვლავის არსებობის ცნობებს. იგი აფრთხილებს, რომ იმპერატორი ვერ მოითმენს პროექტის შეყოვნებას. თვლის რა, რომ ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას იარაღის შემოწმებით, ტარკინი მიანიშნებს, რომ მორიგ შეცდომას კრენიკს აღარ აპატიებენ.

ბრძოლა ჯედაზე[]

ბეიზ მალბუსი ჯედაზე ბრძოლის დროს.

ჯინი, K-2SO და კასიანი ჩადიან ჯედაზე, სადაც ანდორი გეგმავს პარტიზანების მოკავშირესთან შეხვედრას. დროიდი ხომალდზე რჩება, ხოლო ჯინი და კასიანი ქალაქში მიდიან მოკავშირის საძიებლად, მაგრამ აღმოჩნდებიან შეიარაღებული დაპირისპირების შუაგულში — სო გერერას პარტიზანებისა და იმპერიული ძალების შეტაკებაში. ჯინს და კასიანს გადაარჩენს ბრძანებების მიუხედავად დასახმარებლად მოსული K-2SO. იმპერიულ მოიერიშეებთან ბრძოლის შემდეგ კოლონა ბრუნდება ტითონის მოედანზე, სადაც ამბოხება მიმდინარეობს. დასახმარებლად ჩნდებიან დამატებითი ძალები. K-2SO-ს შეცდომით ჩათვლიან იმპერიულ დროიდად, რომელსაც პატიმრები გადაჰყავს. დროიდი ცდილობს, მხარი აუბას მათ და განასახიეროს იმპერიის წარმომადგენელი, თუმცა მისი ჩანაფიქრი მალევე წარუმატებელი აღმოჩნდება. სამეულს გადაარჩენენ ბრმა ჩირრუტ იმვე და დაქირავებული მებრძოლი ბეიზ მალბუსი — მცველები ჯედას ტაძრიდან, რომელსაც აყაჩაღებენ იმპერიული ძალები. იმპერიის ლაშქრის უკუქცევის შემდეგ მოდის პარტიზანების ჯგუფი ბენთიკის მეთაურობით, რომელიც იტაცებს ანდორს, ერსოს და მათ ახალ ნაცნობებს, ხოლო დროიდი ამ დროისთვის ხომალდში იმალება. ჯინი აცხადებს, რომ გალენ ერსოს შვილია, ამიტომ პარტიზანებს დაპატიმრებულები მიჰყავთ კადერას კატაკომბებისკენ.

გალენის გზავნილი და ჯედას განადგურება[]

ჯინი უყურებს გალენის ჰოლოგრამას.

სანამ კასიანი და დანარჩენები საპყრობილეში იმყოფებიან, ჯინს მიიყვანენ სო გერერასთან. ჩირრუტი ამ დროს იმეორებს მანტრას "მე ვარ ძალასთან, ძალაა ჩემთან", ხოლო ბეიზი მის მისტიკურ მეთოდებს დასცინის. კასიანს ბეზრდება ჩირრუტის მოსმენა და იგი ცდილობს საპყრობილიდან გაქცევას. სო გაოგნებულია ჯინთან შეხვედრით, რადგან მრავალი წლის განმავლობაში არ უნახავს, მაგრამ ფიქრობს, რომ პილოტის შეტყობინება და ჯინის დაბრუნება ერთმანეთთან რაღაც კავშირშია და ხაფანგია, თუმცა ჯინი განუმარტავს, თუ რატომ ეძებს გალენს, ამიტომ გერერა მშვიდდება. ჯინი მას აგრეთვე ეუბნება, რომ ამ მისიიდან არაფრის მიღება სურს და მისი როლი აქ უკვე დასრულებულია. სოს არ სწამს, რომ ჯინს აღარ ადარდებს ამბოხებულთა მიზნები და სთავაზობს იმას, რაც შეაცვლევინებს გადაწყვეტილებას. სიკვდილის ვარსკვლავზე ამასობაში ტარკინი და კრენიკი ემზადებიან იარაღის ქალაქ ჯედაზე გამოსაცდელად, პროტოკოლი 13-ის თანახმად იქ მყოფი ყველა იმპერიული დანაყოფის ევაკუაციის შემდეგ. კრენიკი მოითხოვს მთვარის სრულ განადგურებას, მაგრამ ტარკინი გადაწყვეტილებას შეაცვლევინებს და ბრძანებს საცდელი გასროლის განხორციელებას, მცირე სიმძლავრით. გარდაუვალი საფრთხის მოახლოებისას კასიანი, ჩირრუტი და ბეიზი კვლავ საპყრობილეში იმყოფებიან. მეზობელ საკანში ისინი ბოდი რუკს ამჩნევენ და კასიანი მას ესაუბრება. ბორ გალიტის ზეგავლენის გამო პილოტი გონს მოსული ჯერ არ არის, თუმცა ანდორი ახსენებს გალენის სახელს და ბოდი სწორედ ამის შემდეგ იხსენებს ყველაფერს. სიკვდილის ვარსკვლავი სულ მალე დაარტყამს პლანეტას, ხოლო გერერა ამ დროს ჯინს უჩვენებს გალენის ჰოლოგრამას, რომელშიც უკანასკნელი შვილს თბილად მიმართავს და საუბრობს სიკვდილის ვარსკვლავის პროექტზე მუშაობის შესახებ. იგი აგრეთვე ამბობს, რომ განგებ შეიტანა დიზაინში ცვლილება, რათა რეაქტორი დაუცველი ყოფილიყო, ასე რომ, მისი განადგურება შესაძლებელია. იგი უამბობს ჯინს, რომ სტრუქტურების ნახაზები ინახება იმპერიულ მონაცემთა ბაზაში პლანეტა სკარიფზე. ჰოლოგრამის დასრულებამდე სიკვდილის ვარსკვლავიდან გამოშვებულია სხივი, რომელიც პლანეტაზე ნგრევას იწვევს.

ქალაქის განადგურების დაწყებისას პარტიზანები იწყებენ კატაკომბების დატოვებას. კასიანი, ჩირრუტი და ბეიზი ასევე ტოვებენ საკანს. ანდორი უკავშირდება K-2SO-ს, რომელიც ატყობინებს განადგურების მსვლელობის შესახებ და ხომალდით მათკენ მიემართება. ბეიზი კასიანის თხოვნით ათავისუფლებს ბოდის. კასიანი პოულობს ჯინს და ამცნობს, რომ ბოდისგან მამამისის ადგილსამყოფელის შესახებ შეიტყო. ჯინი გერერას სთხოვს მათთან ერთად გამგზავრებას, მაგრამ სო არჩევს იქ დარჩენას და დაღუპვას. კატაკომბების ნგრევა იწყება და ამ დროს ჩნდება U-ფრთებიანი. როდესაც ყველა იქაურობას ტოვებს, სო იხსნის სასუნთქ მოწყობილობას. ტალღა ანადგურებს კატაკომბებს. ხომალდი ჰიპერსივრცეში ხტება.

სიკვდილის ვარსკვლავის წარმატებული გამოცდის შემდეგ ტარკინი კრენიკს ახსენებს წინა წარუმატებლობებს, მაგრამ განრისხებული ორსონი ჰპირდება, რომ თავად გაუმკლავდება როგორც გაქცეულ ბოდის, ასევე იდუზე მყოფ ალიანსის პოტენციურ მხარდამჭერს. კასიანი ამბოხებულთა ალიანსის ბაზას უგზავნის შეტყობინებას ჯედას განადგურების შესახებ და გენერალ დრევენისგან მიიღებს ბრძანებას, გააგრძელოს გალენის მოკვლის გეგმის შესრულება. ხომალდი იდუსკენ მიემართება. გალენის გზავნილი განადგურებულია ჯედაზე ნგრევისას, ამიტომ ჯინი ვერ დაამტკიცებს მამის უდანაშაულობას. იგი გადაწყვიტავს, თავად გამოიხსნას გალენი და წარუდგინოს ალიანსს, რათა მისდამი ბრალდებები მოხსნან.

გალენის დაღუპვა და კრენიკის საუბარი ვეიდერთან[]

ვეიდერის და კრენიკის დაპირისპირება მუსტაფარზე.

კრენიკი მიემგზავრება იდუსკენ, სადაც აპირებს ამბოხებულთა მხარდამჭერის პოვნას. ჯინი და სხვები ასევე ჩადიან პლანეტაზე. კასიანი არ კლავს გალენს. კრენიკი იმუქრება, რომ მთელ გუნდს გაანადგურებს და გალენი, თანამშრომლების გადარჩენის მიზნით, აღიარებს, რომ დამნაშავეა. კრენიკი მაინც ხოცავს დანარჩენებს, ჯინი ჩნდება მამის დასახმარებლად, ხოლო დანარჩენი ამბოხებულები იწყებენ ბაზაზე შეტევას. გალენი დაჭრილია და შვილის ხელთ კვდება. ჯინი და ამბოხებულები მოგვიანებით პლანეტიდან იმპერიული მაქოთი გარბიან.

კრენიკი ტოვებს იდუს და მუსტაფარზე იდუმალ ბნელ ლორდ დართ ვეიდერს, მის სასახლეში ეწვევა. ვეიდერი გამოდის სამედიტაციო კამერიდან. იგი ამბობს, რომ სიკვდილის ვარსკვლავი იქცა მეტწილად პრობლემად, ვიდრე მისი გადაჭრის საშუალებად და უკმაყოფილოა კრენიკის წარუმატებლობით. თუმცა, ვეიდერი აცხადებს, რომ ჯედას და იდუს მოვლენების შემდეგ იმპერიული სუპერიარაღის საიდუმლო ცხადია. კრენიკი ჯედას მოვლენების განვითარებას აბრალებს ტარკინს. ვეიდერი გამოხატავს ვარაუდს, რომ ჯედას განადგურებას შეიძლება ეწოდოს მაღაროში მომხდარი აფეთქება, მაგრამ ერსოს ღალატი მაინც ემუქრება იმპერიის მიზნებს. იმპერატორი, მისი თქმით, გეგმების მიმდინარეობით კმაყოფილი უნდა დარჩეს და ამისთვის ყველაფერია გასაკეთებელი. კრენიკი ითხოვს მისთვის პროექტის კონტროლის უფლების შენარჩუნებას, რათა ტარკინს მასზე წვდომა არ ჰქონდეს. ბნელი ლორდი მას ახრჩობს ძალის მეშვეობით და უშვებს, აფრთხილებს რა, რომ სურვილები უნდა დაიოკოს.

ამბოხებულთა კრება და სკარიფზე გამგზავრება[]

ამბოხებები იწყება იმედით.
კასიან ანდორი[10]

ჯინი ალიანსის მიმართავს უმაღლესის სარდლობას თხოვნით, განახორციელონ შეტევა სკარიფზე.

იავინზე ამბოხებულთა ბაზას დაბრუნების შემდეგ ჯინი და ბოდი ესწრებიან ალიანსის საბჭოს შეკრებას, სადაც ჯინი ამბოხებულებს მიმართავს თხოვნით, გაემგზავრონ სკარიფზე და მოიპარონ სიკვდილის ვარსკვლავის გეგმები, რათა დაადგინონ, თუ სად მდებარეობს სუსტი წერტილი — რეაქტორის მოდული. ამბოხებულთა მეთაურები — მონ მოთმა, ჯენ დოდონა, ბეილ პრესტორ ორგანა, ტინრა პამლო, ნოვერ ჯებელი, ვასპ ვასპარი, დევიტს დრევენი, ადმირალი რადუსი და ანტონ მერიკი — ვერ თანხმდებიან. ზოგიერთი სენატორის აზრით, აუცილებელია ფლოტის დაშლა, ვინაიდან მხოლოდ ის დარჩენიათ, მტერს ჩაბარდნენ. მოთმა, ორგანა და რადუსი ცდილობენ, მხარე დაუჭირონ ჯინის გეგმას. მიუხედავად ამისა, გეგმის მოწინააღმდეგენი არ უჯერებენ გოგონას ნათქვამს, ვინაიდან არ არსებობს მტკიცებულებები — გალენ ერსო და სო გერერა დაღუპულები არიან, ხოლო ჰოლოგრამა განადგურებულია. პამლოს, ვასპარის და ჯებელის წინააღმდეგობით ჯინისთვის სამწუხარო გადაწყვეტილება მიღებულია.

უმოქმედობით გაოგნებულნი, ჯინი, კასიანი, K-2SO და მოხალისე ამბოხებულები ოპერაციას საკუთარ ხელში იღებენ. ისინი იტაცებენ მაქოს, რათა სკარიფზე შენახულ მონაცემებზე წვდომა თავად მოიპოვონ. აფრენამდე მათ უკავშირდება ამბოხებულთა სარდალი, რომელიც მათგან ვინაობის დასახელებას მოითხოვს. ბოდი რუკი მოულოდნელად იგონებს საძახისს "გაიძვერა ერთი". მაქო ტოვებს იავინს და სკარიფისკენ ალიანსის ნებართვის გარეშე მიემგზავრება.

სკარიფის ბრძოლა[]

დამცავი ფარი სკარიფის თავზე.

არ იციან, რომ ჩვენ მივფრინავთ. არ გველიან. თუკი დაშვებას მოვახერხებთ, კიდევ გავრისკავთ, შემდეგ კვლავ და კვლავ, სანამ გავიმარჯვებთ ან შანსები ამოგვეწურება.
―ჯინ ერსო გაიძვერა ერთის წევრებს[10]

როდესაც რაზმი სკარიფზე ჩადის, იწყებენ დაშვების ნებართვის კოდის გადაცემას, იმ იმედით, რომ მისი მოქმედების ვადა ჯერ არ ამოწურულა. საბედნიეროდ, კოდი მოქმედია და ჯგუფი გადის დამცავ ფარს. პლანეტაზე დაშვებისას, მისიის დაწყებამდე, ჯინი გუნდს მიმართავს და მის წევრებში იმედის გამოღვიძებას ცდილობს, ამბობს რა, რომ მიუხედავად მათი სიმცირისა, მოულოდნელად ყველაფერი შეიძლება მოხდეს. კასიანი ჯგუფს სთავაზობს, სამხედროების ყურადღება მიიქციონ მათზე იერიშით, ამასობაში კი, როგორც დარწმუნებულია, ისინი ციტადელში შეაღწევენ და გეგმებს მოიძიებენ. იმ დროს, როდესაც ჯინი, კასინი და K-2SO მონაცემთა ბაზაში დიზაინების გეგმებს ეძებენ, ჯგუფის სხვა წევრები სამხედროების ყურადღების მისაქცევად ყუმბარებს აფეთქებენ.

ჯინი და კასინი, გადაცმულები ინსპექტორებად, K-2SO-თან ერთად, აღწევენ ციტადელში, სადაც დროიდი იმავე მოდელის იმპერიული დროიდის მეხსიერებაში აღწევს, რათა მოიპოვოს გეგმების საცავის ადგილმდებარეობა. კრენიკის ბრძანებით, აფეთქებების შემდეგ, სიტუაციაში გასარკვევად გადის გარნიზონი. ტარკინს ამნცნობენ, რომ ამბოხებულებმა სკარიფზე შეაღწიეს. იგი ვარაუდობს, რომ მათ სწორედ სიკვდილის ვარსკვლავის გეგმების მოპოვება სურთ. გრანდ-მოფი ვეიდერს ამცნობს ორბიტული სადგურის მშენებლობის პროგრესის დეტალებს, შემდეგ კი სადგურის ჰიპერსივრცეში გაშვებას ბრძანებს.

ჯინი, K-2SO და კასიანი შედიან ბაზაზე.

იავინზე ამბოხებულებს ამცნობენ სკარიფზე მიმდინარე ბრძოლის შესახებ. სანამ ამის შესახებ თავად საბჭოში შეიტყობენ, ადმირალი რადუსი უკვე აგზავნის ფლოტს გაიძვერა ერთის მხარდასაჭერად. გაიძვერა ერთის წევრები ამასობაში ებრძვის მოიერიშეებს, ხოლო ბოდი უკავშირდება სკარიფის იმპერიულ შტაბ-ბინას, გადასცემს მცდარ ინფორმაციას, იწვევს უწესრიგობას და რაზმს აძლევს მეტი ტაქტიკური უპირატესობის საშუალებას. გარნიზონი არეულობის შემქმნელი რაზმის წინააღმდეგ უშვებს AT-ACT-ებს.

რადუსის ფლოტი წითელი და ოქროს ესკადრილიები ფლოტის დაცვას იწყებს, ხოლო ლურჯი ესკადრილია გაიძვერა ერთის დასახმარებლად მიემართება. რამდენიმე X-ფრთებიანი და ერთი U-ფრთებიანი აღწევენ დამცავი ფარის მიღმა, რომელიც მალევე იხურება, რასაც რამდენიმე პილოტის ეწირება. კასიანი უკავშირდება ბოდის და სთხოვს, დაუკავშირდეს ფლოტს, რათა რამე საშუალებით გაიხსნას ფარი და მოხდეს გეგმების გადაცემა. ბოდი სახმელეთო ძალებს სთხოვს, მთავარი გადამრთველი იპოვნონ, რათა მან შეძლოს ფლოტთან საკომუნიკაციო კოშკის მეშვეობით დაკავშირება.

ამბოხებულთა სამხედროები ეშვებიან სკარიფზე. ფლოტი იწყებს ფარზე წარუმატებლად შეტევას. ამბოხებულთა X-ფრთებიანი ებრძვიან TIE-გამანადგურებლებს, ორივე მხარეს მნიშვნელოვანი დანაკარგებით. ჯინი პოულობს გეგმებს კოდური სახელწოდებით "ვარსკვლავური მტვერი", რომელიც მისმა მამამ პროექტს განგებ მიანიჭა — ამბოხებულთა დასახმარებლად. K-2SO კარს კეტავს მოიერიშეთა შემოჭრამდე, შემდეგ კი იძულებულია, მათზე იერიში განახორციელოს. განადგურებამდე იგი ისე კეტავს საცავის კარს, რომ მოიერიშეები მასში შეღწევას ვერ ახერხებენ და ჯინს გეგმების მოსაპოვებლად საკმარისი დრო რჩება. კრენიკს ამცნობენ საცავში ნებართვის გარეშე შეღწევის შესახებ და იგი შემთხვევის ადგილზე პირადად მიდის. ჯინი და კასიანი საცავიდან მონაცემებს ფიზიკურად იღებენ, რის შემდეგ მათ თავს კრენიკი ესხმის. იგი ესვრის კასიანს და უკანასკნელი დაჭრილი ეცემა.

კასიანი და ჯინი დაღუპვამდე.

ჩირრუტი მოკლულია მას შემდეგ, რაც მთავარ გადამრთველს იყენებს და რუკს მაქოდან მონაცემთა გაგზავნის საშუალებას აძლევს. Y-ფრთებიანის ესკადრილია ჯონ ვანდერის მეთაურობით ვარსკვლავურ ნაღმოსანს მრავალ იონურ ტორპედას უშენს და იგი მწყობრიდან გამოჰყავს.

რუკი შეძლებს ფლაგმან „სიღრმესთან“ დაკავშირებას და რადუსის ძალებს სთხოვს რამე ძალით დამცავი ფარის გათიშვას, რათა მოხდეს გეგმების გადაცემა. მაგრამ მის მაქოს მოხვდება თერმული ყუმბარა, რომელიც ყველაფერს ანადგურებს. რადუსი, რომელმაც მოასწრო რუკის შეტყობინების მიღება, სწრაფად ამუშავებს ფარის გათიშვის გეგმას.

საბოლოოდ, რადუსი ბრძანებს, ფიზიკურად დაარტყან "უროსთავიანის" კლასის კორვეტით გათიშულ ვარსკვლავურ ნაღმოსანს. შედეგად, იგი ეჯახება მეორე ვარსკვლავურ ნაღმოსანს და იწვევს ჯაჭვურ რეაქციას. შედეგად სამივე გემი ნადგურდება. ბეიზი, ჩირრუტის თავგანწირვით შთაგონებული, იმეორებს მეგობრის სიტყვებს "მე ვარ ძალასთან, ძალაა ჩემთან", მაგრამ იღუპება ნასროლი ყუმბარით. ერთ-ერთი დამანგრეველი ეჯახება დამცავ ფარს და თიშავს მას. კრენიკი მისდევს და ჯინს ციტადელის კოშკზე კუთხეში მოაქცევს, მაგრამ დაჭრილი კასიანი მას ესვრის და მძიმედ დაჭრის. ჯინი წარმატებით გადასცემს მონაცემებს სხვა ამბოხებულებს და კასიანთან ერთად იქაურობს ლიფტით ტოვებს.

ვეიდერი უყურებს გაქცეულ „ტანტივი IV“-ს.

ტარკინი სიკვდილის ვარსკვლავზე ჩადის და ახორციელებს გასროლას სკარიფზე არსებული ბაზის მისამართით, იმ იმედით, რომ გეგმები მტრის ხელში არ აღმოჩნდება. დიდი აფეთქება აგრეთვე კილომეტრებზე ვრცელდება და, როგორც ჩანს, გამოიწვევს ყველას და ყველაფრის განადგურებას. ჯინი და კასიანი ხედავენ, რომ ვერ გაიქცევიან, ამიტომ ჩერდებიან სანაპიროზე. უკანასკნელ წამებში კასიანი ჯინს ეუბნება, რომ მამა მისით იამაყებდა. აფეთქების ტალღა მათ უახლოვდება და ანადგურებს ყველაფერს, მათ შორის — ბაზასაც.

დაცემულ მებრძოლთა პატივგების შემდეგ რადუსი ფლოტს უბრძანებს ჰიპერსივრცეში ნახტომის განხორციელებას, მაგრამ მათ ამ დროს ვეიდერის ხომალდი აჩერებს. სითი ლორდი იწყებს ყველა სამხედროების განადგურებას, თუმცა ისინი ასწრებენ გეგმების ჩანაწერის „ტანტივი IV“-ზე გადატანას.

საიდუმლო მისია ტატუინზე[]

„ტანტივი IV“-ზე პრინცესა ლეია ორგანას გადასცემენ მოპარულ გეგმებს. იგი ამბობს, რომ ამბოხებას იმედი გაუჩნდა. „ტანტივი IV“ ჰიპერსივრცეში ქრება.

შემადგენლობა[]

ტიპით [+/–]

მსახიობები გუნდი

მსახიობები

  • ფელისიტი ჯოუნსიჯინ ერსო[1]
  • დიეგო ლუნა — კაპიტანი კასინ ანდორი[1]
  • ალან ტუდიკიK-2SO[1]
  • დონი იენიჩირრუტ იმვე[1]
  • ძიან ვენიბეიზ მალბუსი[1]
  • ბენ მენდელსონი — ხელმღვანელი ორსონ კრენიკი[1]
  • გაი ჰენრი — გუბერნატორი ტარკინი[1]
  • ფორესტ უიტეკერისო გერერა[1]
  • რიზ აჰმედიბოდი რუკი[1]
  • მადს მიკელსენიგალენ ერსო[1]
  • ჯიმი სმიტსიბეილ პრესტორ ორგანა[1]
  • ალისტერ პეტრიგენერალი დრევენი[1]
  • ჟენევიევ ო'რაილიმონ მოთმა[1]
  • ბენ დენიელსი — გენერალი მერიკი[1]
  • პოლ კესი — ადმირალი რადუსი[1]
  • სტივენ სტენტონი — ადმირალ რადუსის გახმოვანება[1]
  • იენ მალელინი — გენერალი დოდონა[1]
  • ფარეს ფარესი — სენატორი ვასპარი[1]
  • ჯონათან არისი — სენატორი ჯებელი[1]
  • შერონ დანკან-ბრიუსტერი — სენატორი პამლო[1]
  • სპენსერ უაილდინგი და დენიელ ნაპრუდართ ვეიდერი[1]
  • ჯეიმზ ერლ ჯოუნსი — დართ ვეიდერის გახმოვანება[1]
  • ინგვილდ დეილა — პრინცესა ლეია[1]
  • ენტონი დენიელსიC-3PO[1]
  • ვალინ კეინილირა ერსო[1]
  • ბო გედსდონი — ჯინი პატარაობისას[1]
  • დოლი გედსდონი — ჯინი ბავშვობისას[1]
  • დანკან პაუსერჟანტი მელში[1]
  • ჯორდან სტივენსიკაპრალი ტონკი[1]
  • ბაბუ კისეილეიტენანტი სეფლა[1]
  • ეიდან კუკი"ორი მილი"[1]
  • დენიელ მეისიტივიკი[1]
  • ენდი დე ლა ტური — გენერალი ჰარსტ რომოდი[1]
  • ტონი პიტსი — კაპიტანი პტერო[1]
  • მარტინ გორდონივანე[1]
  • ერიკ მაკლენანიამბოხებულთა ტექნიკოსი #1[1]
  • რობინ პირსიამბოხებულთა ტექნიკოსი #2 [1]
  • ფრენსის მეჯირუხი ამბოხებული[1]
  • ბრონსონ უები — ამბოხებული[1]
  • ტიმ ბეკმანი — კაპიტანი ანტილესი[1]
  • ჯერალდინ ჯეიმზილურჯი სამი[1]
  • არიონ ბაკარელურჯი ოთხი[1]
  • საიმონ ფარნაბილურჯი ხუთი[1]
  • დრიუ ჰენლიწითელი მეთაური[1]
  • ანგუს მაკინესიოქროს ლიდერი[1]
  • გები ვონგიოქროს ცხრა[1]
  • რიჩარდ გლოვერიწითელი თორმეტი[1]
  • ტობი ჰეფერმანილურჯი რვა[1]
  • რიჩარდ კანინგემი — გენერალი რამდა[1]
  • ჯეკ როთი — ლეიტენანტი ადემა[1]
  • მაიკლ გულდი — ადმირალი გორინი[1]
  • რუფუს რაიტი — ლეიტენანტი კასიდო[1]
  • მაიკლ შეიფერი — გენერალი კორსინი[1]
  • ჯეფ ბელიმეორე ლეიტენანტი ფრობი[1]
  • ჯეიმზ ჰარკნესირიგითი ბასტერენი[1]
  • დერეკ არნოლდიპაო[1]
  • მეტ რიპი — კაპრალი როსტოკი[1]
  • ნიკ კელინგტონიბისტანი[1]
  • მაიკლ ნერდონი — ფარის კარის უცნობი ოფიცერი[1]
  • ნათან პლანტი — დროიდი[1]
  • კრისტოფერ პატრიკ ნოლანიალდერაანელი მცველი[1]
  • მაიკლ სმაილი — ექიმი ევაზანი[1]
  • უორიკ დეივისიუიტიფ კიუ-ბი[1]
  • დი ტეილსიL-1[1]
  • რუთ ბელი — უცნობი მიმტანი ჯედადან #1[1]
  • მეი ბელი — უცნობი მიმტანი ჯედადან #2[1]
  • ანგუს რაიტიუროსთავის კაპიტანი[1]
  • კით დანფი — პილოტი[1]
  • ალან რაშტონიინჟინერი #1[1]
  • რობერტ ბენედეტი-ჰოლიინჟინერი #2[1]
  • რიჩარდ ფრანკლინიინჟინერი #3[1]
  • უესტონ გევინიინჟინერი #4[1]
  • ნიკ ჰობსი — უცნობი ინჟინერი #5[1]
მითითების გარეშე
  • ჩარლი აკინი — მედესანტე
  • რასელ ბალოგირალო სარელი[1]
  • ბენჯამინ ბენიტესი — ამბოხებული პილოტი #1[1]
  • რემ ბერგმანი — სიკვდილის ვარსკვლავის ტექნიკოსი #2[11]
  • ართურ ლ. ბერნსტაინი — მოიერიშე[1]
  • ვიქტორ ბოთა — სამხედრო
  • ეიდან კალამანი — სოფლის მოსახლე[1]
  • დეივიდ ჩაილდსი — ამბოხებულთა მედესანტე
  • ბერნ კოლაკო — დაშვების პერსონალის წევრი და მოიერიშე[1]
  • ანგუს კუკიუცნობი მექანიკოსი[1]
  • საბინ კროსენი — ჯედას მოსახლე
  • მეთიუ დეილიუზენაესი ქურუმი[1]
  • ზარინ დალასიზალ დინესი
  • პრინს დეივი — ჯედას მოსახლე
  • ნიკ დეივისონი — იმპერიული ოფიცერი #1 და გუნდის წევრი[1]
  • ჯეიმი დელფი — იმპერიული მცველი
  • ნედ დენეიპატიმარი[1]
  • გარეთ ედვარდსი — ამბოხებულთა მოიერიშე[12]
  • დენიელ ეგანი — უცნობი მილიციელი[1]
  • დენ იუსტონიფარსინ კაპელი[1]
  • კერი ფიშერი — პრინცესა ლეია (საარქივო აუდიო)
  • ჯეიკ ფრენსისი — ამბოხებული მედესანტე[1]
  • სკოტ ფრეიზერი — ტექნიკოსი[1]
  • ლუკ ჰემპტონი — მოიერიშე
  • სემ ჰანოვერი — იმპერიული ოფიცერი[1]
  • ბენჯამინ ჰარტლიჰარბ ბინლი[1]
  • ჯეიმზ ჰენრი-ტომასი — ამბოხებულთა ოფიცერი[1]
  • ჯ. დეივიდ ჰინცი — იმპერიული მეთაური[1]
  • ლუკ ჰოუპი — ამბოხებულთა უცნობი ტექნოსი[1]
  • დოლი იაგდეოინჟინერი[1]
  • ჯეკსონ ჯეიმზი — მამაკაცი უდაბნოდან
  • დანკან ჯებეტი — ტექნიკოსი
  • რაიან ჯონსონი — სიკვდილის ვარსკვლავის ტექნიკოსი #1[11]
  • ატილა ჯ. კერეკესი — ამბოხებულთა უცნობი მედესანტე[1]
  • გერი კილი — იმპერიული ოფიცერი #3, იმპერიული ტექნიკოსი და TIE-ს პილოტი[1]
  • კენი ლი — ბნელი ქურუმი და ბაზრის გამყიდველი
  • კამილ ლემიეშევსკი — ამბოხებულთა ნარკოდილერი და პილოტი
  • ტაირონ ლავი — წამყვანი მედესანტე[1]
  • ჟან-პოლ მორისი — მექანიკოსი
  • კრის მერჩანტიდაპყრობილი ამბოხებული პილოტი[1]
  • შია შიჰოკო ნაგაიჰუიკა სილიუ[1]
  • ემესონ ნვოლიეპარტიზანი[1]
  • ჰიუ ო'ბრაიენი — იმპერიული ოფიცერი #4[1]
  • ჯემ კაი ოლსენი — ჯედას მოსახლე[1]
  • იუნის ოლუმიდე — ამბოხებულთა ამბოხების მეთაური[1]
  • მაკ პიეტოვსკი — საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სამხედრო #1[1]
  • ჰარი პაიკი — მიმტანი ჯედადან #3[1]
  • ანდრეი სატალოვი — იმპერიული ოფიცერი #5[1]
  • პოლ შარკი — ექიმი ევაზანი
  • ჯერარდ სმითი — ამბოხებული მებრძოლი ჯედადან
  • ტიმ სტაფორდი — მოიერიშე[1]
  • მეთიუ სტარლინგირიგითი კალფორი[1]
  • მორგან სტრებლერი — მოიერიშე[1]
  • ალბერტ ტენგიანგბერ ტრელი[1]
  • ვინს ტეილორი — X-ფრთებიანის პილოტი #1[1]
  • ჯონი ტოპინგი — დუბლიორი
  • ტონი ტოსტი — იმპერიული ოფიცერი #6[1]
  • სეზერ უნვერი — საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სამხედრო #2[1]
  • სემ ვან დერ ვეგტეჰუმანოიდი[1]
  • ჯიმი ვიR2-D2[1]
  • ნიკ უოლტერსი — მოიერიშე
  • დეივიდ უაიტჰოლი — დუბლიორი
  • გერი უიტა — უცნობი როლი[13]
  • იენ უაიტიმოროფი
  • პოლ უესტონიფეინ ვანი
  • სემ უილკინსონი — X-ფრთებიანის პილოტი #3[1]
  • ბორიანა უილიამსიქალი[1]
  • დიონ უილიამსიუიონ დილემსი
  • ჰიუ ვუნ-სინიგენერალ დრავენის ადიუტანტი
  • სტინ იანგი — უცნობი ოფიცერი[1]
  • ენდრიუ ზოგრაფოსი — X-ფრთებიანის პილოტი #2[1]
  • დეივიდ ფორმანიპედრინ გოლი[1]


გამოჩენები[]

[დამალვა/ჩვენება]
ტიპის მიხედვით
 
პერსონაჟები არსებები დროიდების მოდელები მოვლენები ადგილები
ორგანიზაციები და წოდებები გონიერი რასები ტრანსპორტი იარაღი და ტექნოლოგია სხვადასხვა

პერსონაჟები

  • 4D6-J-A7 (პირველი გამოჩენა)
  • ფასიო აბლუნდი (პირველი გამოჩენა)
  • მაიტუს ადემა (პირველი გამოჩენა)
  • ჯელის ანდიტი (პირველი გამოჩენა)
  • კასიან ჯერონ ანდორი (პირველი გამოჩენა)
  • რეიმუს ანტილესი
  • უეჯ ანტილესი (მხოლოდ ხმა)
  • ჯიმონ არბმაბი (პირველი გამოჩენა)
  • სირო არგონი (პირველი გამოჩენა)
  • პონდა ბაბა
  • ვოან ბარსო (პირველი გამოჩენა)
  • არო ბასტერენი (პირველი გამოჩენა)
  • ბენთიკი (პირველი გამოჩენა)
  • ჰარბ ბინლი (პირველი გამოჩენა)
  • ბისტანი
  • კეისინ ბოგი (პირველი გამოჩენა)
  • დენბიტ ბრანი (პირველი გამოჩენა)
  • C1-10P „ჩოპერი“
  • C2-B5
  • C-3PO
  • კაიტკენი (პირველი გამოჩენა)
  • იოშ კალფორი (პირველი გამოჩენა)
  • კასიდო (პირველი გამოჩენა)
  • ესკრო კასრიჩი (პირველი გამოჩენა)
  • იორტ კანვოლი (პირველი გამოჩენა)
  • ტობიქს ჩესერი (პირველი გამოჩენა)
  • ტორიუს ქორდი (პირველი გამოჩენა)
  • რის კლაიოსი (პირველი გამოჩენა) (მხოლოდ გამანადგურებელი)
  • დობიას კოლ-ტრატენი (პირველი გამოჩენა)
  • ჯერემოხ კოლტონი
  • ბანდვინ კორი (პირველი გამოჩენა)
  • შაეფ კორსინი (პირველი გამოჩენა) (პირველად ნახსენებია როგორც კორსინი)
  • დატჩი კრილი (პირველი გამოჩენა) (მხოლოდ გამანადგურებელი)
  • უიტიფ კიუ-ბი (პირველი გამოჩენა)
  • D4-R4B (პირველი გამოჩენა)
  • DT-5537 (პირველი გამოჩენა)
  • ბროუნ დანურსი (პირველი გამოჩენა)
  • ჰაქსენ დელტო (პირველი გამოჩენა)
  • კენტ დიზლინგი (პირველი გამოჩენა)
  • უიონ დილემსი (პირველი გამოჩენა)
  • ზალ დინესი
  • ჯენ დოდონა
  • დევიტს დრევენი (პირველი გამოჩენა)
  • გარვენ დრეისი
  • რობიჩ დაგსინი (პირველი გამოჩენა) (მხოლოდ გამანადგურებელი)
  • მენის დარენი (პირველი გამოჩენა)
  • ედრიო (პირველი გამოჩენა)
  • გალენ უოლტონ ერსო
  • ჯინ ერსო
  • ლირა ერსო
  • ესსი (პირველი გამოჩენა)
  • კორნელიუს ევაზანი
  • სალ ფენსორდი (პირველი გამოჩენა)
  • ბიზერ ფორტუნა (პირველი გამოჩენა)
  • დასტილ ფორელი (პირველი გამოჩენა)
  • ფრობი (პირველი გამოჩენა)
  • G2-1B7 (პირველი გამოჩენა)
  • პედრინ გაული (პირველი გამოჩენა)
  • ნაილს გავლა (პირველი გამოჩენა)
  • ჯელდინ გერამსი (პირველი გამოჩენა)
  • სო გერერა
  • კილი გიმი (პირველი გამოჩენა)
  • უონა გობანი (პირველი გამოჩენა)
  • ვარდა გოჯუნი (პირველი გამოჩენა)
  • ტორგ გომერი (პირველი გამოჩენა)
  • იუვუდ გორი (პირველი გამოჩენა)
  • გორინი (პირველი გამოჩენა)
  • ბაკამ გრაფისი (პირველი გამოჩენა)
  • კალუმ გრამი (პირველი გამოჩენა)
  • ვანგოს გრეკი (პირველი გამოჩენა)
  • ბორ გალიტი (პირველი გამოჩენა)
  • კოლინ ჰაკელია (პირველი გამოჩენა)
  • ტოდს ჰალვაქსი (პირველი გამოჩენა)
  • კეპინ ჰარინარი (პირველი გამოჩენა)
  • ნიკ ჰეფო (პირველი გამოჩენა)
  • უზენაესი ქურუმი (პირველი გამოჩენა)
  • ჩირრუტ იმვე (პირველი გამოჩენა)
  • ვალდიდ ინედი (პირველი გამოჩენა)
  • ნოვერ ჯებელი (პირველი გამოჩენა)
  • ტოშმა ჯეფკინი (პირველი გამოჩენა)
  • ბოზედენ ჯიმსი (პირველი გამოჩენა)
  • ლერენ ჯომა (პირველი გამოჩენა)
  • ომიშა ჯოიო (პირველი გამოჩენა)
  • K-2SO
  • KMD-RA-71 (პირველი გამოჩენა)
  • K-OHN (პირველი გამოჩენა)
  • ფარსინ კაპელი (პირველი გამოჩენა)
  • ობი-ვან კენობი (მხოლოდ ირიბი ხსენება)
  • ჩაფ კორუსი (პირველი გამოჩენა)
  • ორსონ კალან კრენიკი
  • LU-28 (ნახსენებია პირველად)
  • როდმა მადელი (პირველი გამოჩენა)
  • ბეიზ მალბუსი (პირველი გამოჩენა)
  • ბრეის მარკო (პირველი გამოჩენა) (მხოლოდ გამანადგურებელი)
  • ჯავ მეფრანი (პირველი გამოჩენა)
  • რუსკოტ მელში (პირველი გამოჩენა) (პირველად ნახსენებია როგორც მელში)
  • ანტოკ მერიკი (პირველი გამოჩენა)
  • რასეტ მილიო (პირველი გამოჩენა)
  • ფარნს მონსბი (პირველი გამოჩენა)
  • მოროფი (პირველი გამოჩენა, ამავე დროის მოვლენების აღწერა: გაიძვერა ერთი: ვარსკვლავური ომების ამბავი, რომანი)
  • მონ მოთმა
  • ულინ მასტერსი (პირველი გამოჩენა)
  • ნოზო ნაიტაანი (პირველი ვიზუალური გამოჩენა)
  • ტოშდორ ნაი (პირველი გამოჩენა)
  • ჰეს ობიტი (როგორც სათამაშო იღბლიანი ჰეზ ობლუბიტი)
  • საისიდ ოკი (პირველი გამოჩენა)
  • ვლექს ონოპინი (პირველი გამოჩენა)
  • პიტ ონორანი (პირველი გამოჩენა)
  • კადო ოკუონი (პირველი გამოჩენა)
  • ბეილ ორგანა
  • ლეია ორგანა
  • შივ პალპატინი (მხოლოდ ხსენება)
  • ტინრა პამლო (პირველი გამოჩენა)
  • პაოდოკ'დრაბა'ტაკატი (პირველი გამოჩენა)
  • სილვანი ფესტი (პირველი გამოჩენა)
  • ჯეკ ტონო პორკინსი (მხოლოდ გამანადგურებელი)
  • ტემ პოსლა (პირველი გამოჩენა)
  • დანსტიგ პტერო (პირველი გამოჩენა)
  • მილტონ პუტნა (პირველი გამოჩენა)
  • R2-BHD (პირველი გამოჩენა)
  • R2-D2
  • R3-M2 (პირველი გამოჩენა)
  • R3-S1 (პირველი გამოჩენა)
  • R5-K6
  • R5-SK1 (პირველი გამოჩენა)
  • რადუსი (პირველი გამოჩენა)
  • სოტორუს რამდა (პირველი გამოჩენა)
  • ბარიონ რენერი (პირველი გამოჩენა)
  • წითელი თორმეტი(პირველი გამოჩენა)
  • ტუნდა რესი (პირველი გამოჩენა)
  • პარილ რიტა (პირველი გამოჩენა)
  • ჰერსტ რომოდი (პირველად ნახსენებია როგორც ჰერსტი)
  • ბოდი რუკი (პირველი გამოჩენა)
  • სერჩილ როსტოკი (პირველი გამოჩენა)
  • სა'კალა (ნახსენებია პირველად) (მხოლოდ ირიბი ხსენება)
  • ტაიდუ სეფლა (პირველი გამოჩენა)
  • შოლანი (პირველი გამოჩენა)
  • ჰუიკა სილიუ (პირველი გამოჩენა)
  • პენდრა სილიუ (პირველი გამოჩენა)
  • კალბი სპერადო (პირველი გამოჩენა)
  • გარნ სტიუერი (პირველი გამოჩენა)
  • რალო სარელი
  • ჰერა სინდულა (მხოლოდ ხსენება)
  • ნეიმენ ტაკამენი (პირველი გამოჩენა) (მხოლოდ გამანადგურებელი)
  • უილჰაფ ტარკინი
  • ლივან ტენზა (პირველი გამოჩენა)
  • ნესტა ტერმი (პირველი გამოჩენა)
  • ანსინ თობელი (პირველი გამოჩენა)
  • უელეა ტიმკერი (პირველი გამოჩენა)
  • ტივიკი (პირველი გამოჩენა)
  • ტივიკის და (ნახსენებია პირველად)
  • TK-62 (ნახსენებია პირველად)
  • TK-1016 (პირველი გამოჩენა)
  • TK-14057 (პირველი გამოჩენა)
  • TK-32028 (პირველი გამოჩენა) (მხოლოდ ხმა)
  • TK-40121 (პირველი გამოჩენა)
  • ჰეფ ტობერი (პირველი გამოჩენა)
  • სტორდან ტონკი (პირველი გამოჩენა)
  • გეილ ტორგი
  • ანგბერ ტრელი (პირველი გამოჩენა)
  • გავრა უბრენტო (პირველი გამოჩენა)
  • ლურჯი ესკადრილიის უცნობი პილოტი (პირველი გამოჩენა)
  • ფლოტის უცნობი სამხედრო (პირველი გამოჩენა)
  • უცნობი ამბოხებული ადამიანი (პირველი გამოჩენა)
  • უცნობი ამბოხებული ტექნიკოსი მამაკაცი (პირველი გამოჩენა)
  • უცნობი პატიმარი (პირველი გამოჩენა)
  • უცნობი ამბოხებული სამხედრო პოლიციელი (პირველი გამოჩენა)
  • ფარის კარის უცნობი ოფიცერი (პირველი გამოჩენა)
  • სანაპიროს სამხედროთა რაზმის უცნობი მეთაური (პირველი გამოჩენა)
  • „ტანტივი IV-ის“ უცნობი თანაშემწე პილოტი (პირველი გამოჩენა)
  • ამეს ურავანი (პირველი გამოჩენა)
  • უიონი (პირველი გამოჩენა)
  • დართ ვეიდერი
  • კრაიდენ ვალდასი (პირველი გამოჩენა)
  • ჯონ ვანდერი
  • ვანე (პირველი გამოჩენა)
  • ფეინ ვანი (პირველი გამოჩენა)
  • ვასპ ვასპარი (პირველი გამოჩენა)
  • ევაან ვერლეინი (მხოლოდ გამანადგურებელი)
  • ტენზიგო უიმსი (პირველი გამოჩენა)
  • გეზდო ვულკობი (პირველი გამოჩენა) (მხოლოდ გამანადგურებელი)
  • ატიკო რედი (პირველი გამოჩენა)
  • XX-25900 (ნახსენებია პირველად)
  • მაგვა იარო (პირველი გამოჩენა)
  • გუჩ იდრომა (პირველი გამოჩენა)
  • ანჟ ზავორი

არსებები

დროიდების მოდელები

მოვლენები

  • კლონთა ომები (მხოლოდ ხსენება)
  • იმპერიული ეპოქა
    • გალენ ერსოს დაჭერა (პირველი გამოჩენა)
    • გალაქტიკური სამოქალაქო ომი
      • სკარიფის ბრძოლა
      • სო გერერას პარტიზანების კამპანიები
        • ამბოხება ჯედაზე (პირველი გამოჩენა)
        • მისია ტამსი-პრაიმზე (ნახსენებია პირველად) (მხოლოდ ირიბი ხსენება)
      • ერსოს გათავისუფლება
      • მისია კაფრინის რკალში (პირველი გამოჩენა)
      • ოპერაცია „ნაპრალი“ (პირველი გამოჩენა)
        • ბრძოლა ჯედაზე (პირველი გამოჩენა)
        • ჯედას დანგრევა (პირველი გამოჩენა)
        • მისია იდუზე (პირველი გამოჩენა)
      • საიდუმლო მისია ტატუინზე
  • ჯედაების დიდი წმენდა (მხოლოდ ხსენება)

ადგილები

  • გალაქტიკა
    • ცენტრალური სამყაროები (მოგონებებიდან)
    • ექსპანსიის რეგიონი
      • თანდის სექტორი (პირველი გამოჩენა)
        • კაფრინის სისტემა (პირველი გამოჩენა)
          • კაფრინის ასტეროიდული რკალი (პირველი გამოჩენა)
            • კაფრინის რკალი (პირველი გამოჩენა)
              • მონაკვეთი ცხრა (პირველი გამოჩენა)
    • შუა რგოლის ტერიტორიები
      • ბრიქსის სექტორი
        • ვობანის სისტემა
          • ვობანი (პირველი გამოჩენა)
            • იმპერიული სადამსჯელო ცენტრი და შრომა-გასწორების ბანაკი LEG-817 (პირველი გამოჩენა)
              • საკნების ბლოკი 4227 (ნახსენებია პირველად)
      • ავტონომიური ქვესექტორები (პირველი გამოჩენა)
        • ტერაბის სექტორი (პირველი გამოჩენა)
          • ჯედას სისტემა (პირველი გამოჩენა)
            • ჯედა (პირველი გამოჩენა)
              • კადერას კატაკომბები (პირველი გამოჩენა)
              • ჯედა (პირველი გამოჩენა)
                • გათავისუფლების გუმბათი (პირველი გამოჩენა)
                • წმინდა კვარტალი (პირველი გამოჩენა)
                • განსჯის გზა (პირველი გამოჩენა)
                • კაიბერის ტაძარი (პირველი გამოჩენა)
                • ტაითონის მოედანი (პირველი გამოჩენა)
              • ჯედას კაიბერის მაღაროები (ნახსენებია პირველად)
    • გარე რგოლის ტერიტორიები
      • აბრიონის სექტორი
        • სკარიფის სისტემა
          • სკარიფი
            • იმპერიული უსაფრთხოების კომპლექსი
              • ციტადელის კოშკი
                • სკარიფის საცავი (პირველი გამოჩენა)
              • დასაჯდომი პლატფორმა ცხრა (პირველი გამოჩენა)
              • პლატფორმა რვა (ნახსენებია პირველად)
              • პლატფორმა ხუთი (ნახსენებია პირველად)
              • პლატფორმა თოთხმეტი (პირველი გამოჩენა)
              • პლატფორმა ათი (ნახსენებია პირველად)
              • პლატფორმა თორმეტი (ნახსენებია პირველად)
              • პლატფორმა ორი (ნახსენებია პირველად)
      • ატრავისის სექტორი
      • ბერიზის სექტორი (პირველი გამოჩენა)
        • იდუს სისტემა (პირველი გამოჩენა)
          • იდუ (პირველი გამოჩენა)
            • იდუს ენერგიის გადამამუშავებელი ლაბორატორია (პირველი გამოჩენა)
              • იდუს ფრენების სადგური (პირველი გამოჩენა)
      • გორდიანის ზღვარი
        • იავინის სისტემა
          • იავინ-4
            • ვეტიინი
              • მასასების ტყეები
                • დიდი ტაძარი
          • იავინ-პრაიმი
      • რაიობალოს სექტორი
        • ლა'მუს სექტორი
          • ლა'მუ
            • ერსოების საცხოვრებელი (პირველი გამოჩენა)

ორგანიზაციები და წოდებები

  • ადმინისტრატორი
  • რესპუბლიკის აღდგენის ალიანსი
    • ალიანსის კაბინეტი (პირველი გამოჩენა) (პირველად ნახსენებია როგორც საბჭო)
      • ალიანსის სამოქალაქო მთავრობა (პირველი გამოჩენა)
        • განათლების მინისტრი
        • ფინანსთა მინისტრი (პირველი გამოჩენა)
        • მრეწველობის მინისტრი (პირველი გამოჩენა)
    • ალიანსის უმაღლესი სარდლობა
      • კანცლერი
    • ალიანსის შეიარაღებული ძალები
      • ამბოხებულთა ალიანსის სამხედრო ფლოტი
        • ამბოხებულთა ალიანსის ვარსკვლავური გამანადგურებლების სარდლობა (პირველი გამოჩენა)
        • ამბოხებულთა ფლოტის სარდლობა
        • ამბოხებულთა ალიანსის ვარსკვლავური გამანადგურებლების კორპუსი
          • ლურჯი ესკადრილია
            • ლურჯი რვა
            • ლურჯი ხუთი
            • ლურჯი ოთხი (პირველი გამოჩენა)
            • ლურჯი მეთაური
            • ლურჯი ცხრა
            • ლურჯი სამი
          • ოქროს ესკადრილია
            • ოქროს მეთაური
            • ოქრო ცხრა (პირველი ვიზუალური გამოჩენა)
            • ოქრო სამი (მხოლოდ გამანადგურებელი)
          • მწვანე ესკადრილია
          • ამბოხებულთა პილოტი
          • წითელი ესკადრილია
            • წითელი ხუთი
            • წითელი მეთაური
            • წითელი თორმეტი (პირველი გამოჩენა)
          • ტიერფონის ყვითელი ასები (მხოლოდ ემბლემა)
      • ჯგუფი „მასასი“
      • ამბოხებულთა ალიანსის დაზვერვის სამსახური
        • ანდორის რაზმი (პირველი გამოჩენა)
        • ფულკრუმი
        • დაზვერვის ოფიცერი (პირველი გამოჩენა)
        • მასალების ანალიტიკოსი (პირველი გამოჩენა)
      • ალიანსის ჯარი
        • ამბოხებულთა ალიანსის სპეციალური ძალები
          • სამაშველო რაზმი „ბრავო“
          • ამბოხებული მედესანტეები (პირველი გამოჩენა)
          • სპეცდანიშნულების ძალების მონადირეთა ქვედანაყოფი
          • ველური პირობების მებრძოლი
        • ამბოხებულთა სამხედრო
      • ალიანსის ოფიცერი
      • ამბოხებულთა ტექნიკოსი
      • გაიძვერა ერთი (პირველი გამოჩენა)
        • ამბოხებულთა კომანდო
        • სერჟანტი
      • რადიოდაზვერვა (პირველი გამოჩენა)
    • პარტიზანები
      • მღვიმის ანგელოზები (პირველი გამოჩენა)
    • ამბოხებულთა მორიგე
  • მკვლელი
  • ჯილდოზე მონადირე
  • ნეტარი სახის საძმო (პირველი გამოჩენა)
  • ცენტრალური იზოპტერა (პირველი გამოჩენა)
  • ბელადი
  • ტორიბოტას კლანი (პირველი გამოჩენა)
  • დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაცია (მხოლოდ ირიბი ხსენება)
    • კასიან ანდორის ამბოხებულთა ჯგუფი (ნახსენებია პირველად) (მხოლოდ ირიბი ხსენება)
  • საბჭოს წევრი
  • ნახევართავიანები (პირველი გამოჩენა)
  • უილების მიმდევრები (პირველი გამოჩენა)
  • დოქტორი
  • ერსოების ოჯახი
  • ყალთაბანდი (მხოლოდ ხსენება)
  • ფორტუნების ოჯახი
  • გალაქტიკური იმპერია
    • იმპერატორის სამეფო გვარდია
    • გალაქტიკური იმპერატორი (მხოლოდ ხსენება)
    • გუბერნატორი
    • გრანდ-მოფი
    • იმპერიული სახმელეთო რაზმი (პირველი გამოჩენა)
    • იმპერიული შეიარაღებული ძალები
      • იმპერიული ჯარი
        • 71-ე GAV ბატალიონი (პირველი გამოჩენა)
        • იმპერიული საბრძოლო მემანქანე
          • AT-ACT-ის მემანქანე (პირველი გამოჩენა)
          • იმპერიული მოიერიშე ტანკის პილოტი
        • ელიტური ჯავშნიანი ქვედანაყოფი „იმპერიული უროები“ (პირველი გამოჩენა)
          • პირველი სერჟანტი
        • მოიერიშეთა კორპუსი
          • სანაპირო დაცვის მოიერიშე
          • უდაბნოს მოიერიშე
          • სკარიფის საბრძოლო ჯგუფი (პირველი გამოჩენა)
            • სანაპიროს სამხედროთა უცნობი რაზმი (პირველი გამოჩენა)
            • საცავის უსაფრთხოების კონტინგენტი (პირველი გამოჩენა)
          • მოიერიშე
            • მოიერიშე მეთაური
        • სახმელეთო სარდლობა (პირველი გამოჩენა)
        • საბრძოლო მანქანის მეთაური
          • იმპერიული მოიერიშე ტანკის მეთაური (პირველი გამოჩენა)
      • იმპერიული დაზვერვა
        • მოწინავე იარაღების კვლევის იმპერიული შეიარაღებული ძალების დეპარტამენტი
          • ხელმძღვანელი
          • ტარკინის ინიციატივა
            • მოიერიშეთა 975-ე გარნიზონი (პირველი გამოჩენა)
            • სიკვდილის სამხედრო (პირველი გამოჩენა)
              • კრენიკის გვარდიის ესკადრილია (პირველი გამოჩენა)
            • კაიბერ-ბროლების კვლევის გუნდი (პირველი გამოჩენა)
      • იმპერიული ფლოტი
    • იმპერიელ ოფიცერთა კორპუსი
    • იმპერიული უსაფრთხოების ბიურო
    • იმპერიული სენატი (მხოლოდ ხსენება)
  • კარის ოფიცერი (პირველი გამოჩენა)
  • გრენადერი
  • უილების მცველები (პირველი გამოჩენა)
  • უზენაესი ქურუმი (პირველი გამოჩენა)
  • ორგანების სახლი
    • ალდერაანის კონსულის უსაფრთხოების ძალები
    • პირველი თავმჯდომარე
    • პრინცესა
    • ვიცე-მეფე
  • ინსპექტორი გენერალი (პირველი გამოჩენა)
  • ჯედაი (როგორც ქანდაკება)
  • დაქირავებული მეომარი
  • მინისტრი
  • ოფიცერი
  • ფირმისტი (პირველი გამოჩენა)
  • მომლოცველი (პირველი გამოჩენა)
  • ქურუმი
  • რიგითი
  • ონდერონის სამეფო სასამართლო (მხოლოდ ემბლემა)
  • დივერსანტი
  • მეცნიერი
  • სკაიუოკერების ოჯახი
  • სითი
  • რაზმის მეთაური (პირველად ნახსენებია როგორც ესკადრილიის მეთაური)
  • ტექნიკოსი

გონიერი რასები

ტრანსპორტი და გემები

იარაღი და ტექნოლოგია

  • რაბი (მხოლოდ ხსენება)
  • ჯავშანი
  • აუდიოსენსორი (პირველი გამოჩენა)
  • ბაქტას კამერა
  • ხელკეტი
  • ბლასტერი
    • ბლასტერული შაშხანა
      • მბრუნავი ბლასტერული ქვემეხი ვალკი TAU-6-23 „წისქვილი“ (პირველი გამოჩენა)
    • ბლასტერული პისტოლეტი
    • ბლასტერული შაშხანა
      • ბლასტერული შაშხანა A-300 (პირველი გამოჩენა)
      • შაშხანა A310 (პირველი გამოჩენა)
      • მოიერიშე შაშხანა (პირველი გამოჩენა)
      • ბოილერული შაშხანა
      • ბლასტერული შაშხანა DH-17 (პირველი გამოჩენა)
      • მძიმე ბლასტერული შაშხანა DLT-19
      • მძიმე ბლასტერული შაშხანა DLT-19D (პირველი გამოჩენა)
      • ბლასტერული შაშხანა E-11
      • ბლასტერული კარაბინი E-11D (პირველი გამოჩენა)
      • ორლულიანი ბლასტერული შაშხანა E-22
    • მძიმე ავტომატური ქვემეხი (პირველი გამოჩენა)
      • ავტომატური ქვემეხი MWC-35c „სტატაკოს გაელვება“ (პირველი გამოჩენა)
    • იონური ბლასტერი
      • ავტომატური იონური ბლასტერი M-45
    • მსუბუქი ავტომატური ბლასტერი
      • მსუბუქი ავტომატური ბლასტერი T-21
    • თავისუფალი კონფიგურაციის ბლასტერი
      • პისტოლეტი A180
        • ჯინ ერსოს ბლასტერი (პირველი გამოჩენა)
      • კონფიგურირებადი მძიმე ბლასტერული პისტოლეტი A280-CFE (პირველი გამოჩენა)
        • კასიან ანდრორის ბლასტერი (პირველი გამოჩენა)
    • ავტომატური ბლასტერი
    • სნაიპერის შაშხანა
      • სნაიპერული შაშხანა DH-447 (პირველი გამოჩენა)
  • ენერგოარბალეტი
    • სინათლის არბალეტი (პირველი გამოჩენა)
      • ჩირრუტის სინათლის არბალეტი (პირველი გამოჩენა)
  • დამშიფრავი ცილინდრი
  • კომლინკი
  • საკომუნიკაციო ანტენა
  • კომპიუტერი
    • დასამიზნებელი კომპიუტერი
  • კიბერნეტიკა
    • ნეირობოქსული ზედაპირი (პირველი გამოჩენა)
  • მონაცემთა ბარათი
  • ამრეკლი ფარი
    • პლანეტარული ფარი
  • დროიდი
  • ელექტრომუხტიანი კვერთხი (პირველი გამოჩენა)
  • ელექტრონული მთარგმნელი
  • ძრავა
    • ინფრასინათლის ძრავა
  • ბოჭკოვანი ბაწარი
  • ენერგოლახვარი
  • გალვენური ლულა
  • სინათლის ღერო
  • ჭურვი
    • მსხვრევადი ყუმბარა
      • ნამსხვრევების ჭურვი C-25 (პირველი გამოჩენა)
  • ჰოლოგრამა
  • ჰოლომაგიდა
  • ჰიპერსივრცული გადამცემი (ნახსენებია პირველად)
  • ჰიპერსივრცული გადამყვანი რკალი (როგორც თოჯინა)
  • საიდენტიფიკაციო ბარათი (პირველი გამოჩენა)
  • სამგანაჭერიანი ტყვია-წამლის და ხელსაწყოების ჯიბე IM-40
  • იონური ტორპედო
  • კაიბერ-ბროლის სათავსი
  • ლაზერი
    • ლაზერული ქვემეხი
      • მძიმე ლაზერული ქვემეხი H-s1 (პირველი გამოჩენა)
      • ლაზერული ქვემეხი KX9
      • ლაზერული ქვემეხი L-s1
  • სინათლის მახვილი
  • მაკროდურბინდი
  • მაკროსკოპი
  • მაგნაბოქლომი (პირველი გამოჩენა)
  • ცივი იარაღი
    • კვერთხი
      • ჩირრუტის კვერთხი (პირველი გამოჩენა)
  • რაკეტის გამშვები
    • სარაკეტო დანადგარი HH-12 (პირველი გამოჩენა)
  • ტენიანობის დამჭერი
    • ტენიანობის დამჭერი GX-8
  • ოფიცრის დისკი
  • პირადი საიდენტიფიკაციო ტრანსპონდერი
  • ფოტორეცეპტორი
  • პროტონული ყუმბარა
    • პროტონული ყუმბარა VL-61/79 (პირველი გამოჩენა)
  • კვადდურბინდი
    • ოთხმაგი დურბინდი Q4-E (პირველი გამოჩენა)
    • ოთხმაგი ელექტროდურბინდი QD4.4 (პირველი გამოჩენა)
    • ოთხმაგი დურბინდი TE1.3 (პირველი გამოჩენა)
  • რეაქტორი (მხოლოდ ხსენება)
  • რეფლეკი
  • სერვოსახელურის მარწუხი (პირველი გამოჩენა)
  • ნიჩაბი
  • მზის პანელი
  • აკუსტიკური ასაფეთქებელი
  • სუპერიარაღი
    • სუპერლაზერი
      • სუპერლაზერი Mk I
  • თერმული სავენტილაციო ხვრელი (მხოლოდ ხსენება)
  • ხმის კოდირების მოწყობილობა
    • ხმის კოდირების მოწყობილობა 55VH (პირველი გამოჩენა)

სხვადასხვა

მუსიკა[]

მედია[]

პოსტერების გალერეა[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.000 1.001 1.002 1.003 1.004 1.005 1.006 1.007 1.008 1.009 1.010 1.011 1.012 1.013 1.014 1.015 1.016 1.017 1.018 1.019 1.020 1.021 1.022 1.023 1.024 1.025 1.026 1.027 1.028 1.029 1.030 1.031 1.032 1.033 1.034 1.035 1.036 1.037 1.038 1.039 1.040 1.041 1.042 1.043 1.044 1.045 1.046 1.047 1.048 1.049 1.050 1.051 1.052 1.053 1.054 1.055 1.056 1.057 1.058 1.059 1.060 1.061 1.062 1.063 1.064 1.065 1.066 1.067 1.068 1.069 1.070 1.071 1.072 1.073 1.074 1.075 1.076 1.077 1.078 1.079 1.080 1.081 1.082 1.083 1.084 1.085 1.086 1.087 1.088 1.089 1.090 1.091 1.092 1.093 1.094 1.095 1.096 1.097 1.098 1.099 1.100 1.101 1.102 1.103 1.104 1.105 1.106 1.107 1.108 1.109 1.110 1.111 1.112 1.113 1.114 1.115 1.116 1.117 1.118 1.119 1.120 1.121 1.122 1.123 1.124 1.125 1.126 1.127 1.128 1.129 1.130 1.131 1.132 1.133 1.134 1.135 1.136 1.137 1.138 1.139 1.140 1.141 1.142 გაიძვერა ერთი: ვარსკვლავური ომების ამბავი, ტიტრები
  2. გაიძვერა ერთი ბრიტანეთში გამოვა 15 დეკემბერს (24 ოქტომბერი, 2016). empireonline.com. Empire. არქივირებულია ორიგინალიდან, თარიღი: January 4, 2019.
  3. StarWars.com გარეთ ედვარდსი და გერი უიტა ვარსკვლავური ომების დამოუკიდებელი ფილმის გუნდში StarWars.com (შენახული ვერსიის ბმული)
  4. გაიძვერა ერთი 133 წუთიანი იქნება! (27 ნოემბერი, 2016). starwarsnewsnet.com. Star Wars News Net. არქივირებულია ორიგინალიდან, თარიღი: September 21, 2018.
  5. 2016 წლის მხატვრული ფილმების მიმოხილვა (23 მაისი, 2017). filmla.com. FilmL.A.. არქივირებულია ორიგინალიდან, თარიღი: July 31, 2017.
  6. გაიძვერა ერთი: ვარსკვლავური ომების ამბავი (2016). boxofficemojo.com. Internet Movie Database. არქივირებულია ორიგინალიდან, თარიღი: September 27, 2020.
  7. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი
  8. ვარსკვლავური ომები: გაიძვერა ერთი: სრული ვიზუალური ცნობარი
  9. ვარსკვლავური ომები: გაიძვერა ერთი: სრული ვიზუალური ცნობარი უთითებს, რომ ფილმის პროლოგის მოვლენები ვითარდება სიკვდილის ვარსკვლავის ნახაზების მოპოვებამდე 13 წლით ადრე. ვინაიდან ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთიტებს, რომ ამ მისიის განხორციელების თარიღია 0 იბ, გაიძვერა ერთის პროლოგის ძირითად მოვლენათა განვითარების დროა 13 იბ.
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 გაიძვერა ერთი: ვარსკვლავური ომების ამბავი
  11. 11.0 11.1 StarWars.com SWCE 2016: მომავალი რეჟისორების განხილვის ბლოგი StarWars.com (შენახული ვერსიის ბმული)
  12. გაიძვერა ერთი: 13 გამხელა რეჟისორ გარეთ ედვარდსისგან (3 იანვარი, 2017). empireonline.com. Empire Online. არქივირებულია ორიგინალიდან, თარიღი: July 29, 2020.
  13. TwitterLogo.svg გერი უიტა (@garywhitta) Twitter-ზე. „ვმონაწილეობ, მაგრამ გპირდებით, ვერ შეამჩნევთ.“ (შენახული ვერსიის ბმული)
Rogue One Logo.png
რომანები კატალიზატორი: გაიძვერა ერთი: რომანი (აუდიოწიგნი) · რომანი (აუდიოწიგნი) · საყმაწვილო რომანი (აუდიოწიგნი) · ამბოხებულთა აღზევება (აუდიოწიგნი) · უილების მცველები
კომიქსები გაიძვერა ერთი — ადაპტაცია: 1 · 2 · 3 · 4 · 5 · 6 · რბილყდიანი კრებული
კასიანის და K-2SO-ს სპეციალური გამოშვება · გრაფიკული რომანი
ნაწილობრივი ადაპტირება გაიძვერა ერთის საიდუმლო მისია
კადრს მიღმა მხატვრობა
ცნობარები და ენციკლოპედიები პროფილების და პოსტერების წიგნი · ამბოხებულთა დოსიე · სრული ვიზუალური ცნობარი · Entertainment Weekly-ს სრული ცნობარი · ოფიციალური საკოლექციო გამოცემა · ოფიციალური მოხსენება მისიაზე
სხვა გაფერადების ხელოვნება · წიგნი და მოდელი · ნაწებების სრული ენციკლოპედია · AT-ACT-ის სასაჩუქრო წიგნი და ხის მოდელი · სიკვდილის ვარსკვლავის სასაჩუქრო წიგნი და ხის მოდელი
სათამაშო წიგნები საუნდტრეკი · LEGO · სათამაშოების ხაზი
რედ.
StarWarsOpeningLogo.svg
ვარსკვლავური ომების საგა წინაისტორიები: ფარული მუქარა · კლონთა იერიში · სითების შურისძიება
ორიგინალურები: ახალი იმედი · იმპერიის საპასუხო დარტყმა · ჯედაის დაბრუნება
გაგრძელება: ძალის გამოღვიძება · უკანასკნელი ჯედაი · სკაიუოკერის აღზევება
ცალკეული ფილმები კანონი: კლონთა ომები · გაიძვერა ერთი · სოლო · დროიდების ამბავი · გაიძვერების ესკადრილია · ტაიკა ვაიტიტის ფილმი · კევინ ფაიგის ფილმი · 2025 წლის ფილმი · 2027 წლის ფილმი · უსათაურო ტრილოგია · ფილმების უსათაურო სერია
ლეგენდები: სადღესასწაულო გამოშვება · გულადების ქარავანი · ბრძოლა ენდორისთვის
მხატვრული ტელესერიალები მანდალორელი · ბობა ფეტის წიგნი · ობი-ვან კენობი · ანდორი · ახალი რესპუბლიკის მეთვალყურეები · ასოკა · მსახური · ლენდო · ძირითადი გუნდი
ანიმაციური ტელესერიალები კანონი: კლონთა ომები · ამბოხებულები · ბედისწერის ძალები · წინააღმდეგობა · თავგადასავლების გალაქტიკა · უვარგისი პარტია · ხედვები · არსებების გალაქტიკა · გალაქტიკური მეგობრები · თქმულებები ჯედაებზე · ნორჩი ჯედაების თავგადასავლები
ლეგენდები: დროიდები · ევოკები · კლონთა ომები
სხვა მედია აუდიოსპექტაკლები · წიგნები · კომიქსები · მულტიმედიური პროექტები · პაროდიული ნამუშევრები · როლური თამაშები · თემატური პარკების ატრაქციონები · ვიდეოთამაშები
გაუქმებული დამნაშავეთა სამყარო
რედ.
Advertisement