გალაქტიკის ზღვარი 4 არის Marvel-ის მეოთხე გამოშვება კანონიკური კომიქსების სერიიდან ვარსკვლავური ომები: გალაქტიკის ზღვარი. მასში წარმოდგენილი ამბის ავტორი არის ითენ საკსი, ხოლო მხატვარი — უილ სლაინი. გამოშვება გამოიცა 2019 წლის 31 ივლისს.
შეჯამება გამომცემლობისგან[]
ᲝᲠᲘ ᲑᲝᲠᲝᲢᲔᲑᲘᲓᲐᲜ ᲣᲐᲠᲔᲡᲘ! სანამ ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲝᲠᲓᲔᲜᲘᲡ ᲬᲘᲗᲔᲚᲘ ᲛᲫᲕᲘᲜᲕᲐᲠᲔᲑᲘᲡ ელიტური შტორმტრუპერები სულ უფრო ახლოვდებიან, ᲙᲔᲜᲓᲝᲡ და მის გუნდს ძარცვისთვის დრო ეწურებათ. მაგრამ რა კავშირი აქვს იდუმალ მოგებას ᲓᲝᲥᲢᲝᲠ ᲐᲤᲠᲐᲡ 30 წლის წინანდელ მისიასთან? საიდუმლო მხოლოდ დოკ-ონდარმა იცის და მის დასაცავად შეიძლება, მოკლას კიდეც!
შესავალი[]
ნაწილი 4 5-დან ᲐᲕᲐᲜᲞᲝᲡᲢᲘ „ᲨᲐᲕᲘ ᲨᲞᲘᲚᲘ“ კონტრაბანდისტების, ვაჭრების და გალაქტიკის ყველა კუთხიდან მოსული მოგზაურის პორტია — შავ ბაზარზე წარმატების მოპოვებას ყველა ცდილობს. იდუმალი დოკ-ონდარი ყველგან არის ცნობილი, როგორც ყველაზე ღირებული არტეფაქტების კოლექციონერი და ვაჭარი. ამასობაში დამნაშავეთა სამეული — რომელშიც შედიან ᲙᲔᲜᲓᲝ, ᲠᲔᲛᲔᲥᲡᲘ და ᲕᲣᲠᲝ — ეძებს ᲥᲐᲨᲘᲣᲜᲘᲡ ლეგენდარულ ᲮᲛᲐᲚᲡ, რომლის შიში თავად დოკ-ონდარსაც აქვს...და მათ მოიფიქრეს, როგორ მოატყუონ ითორიანი. კენდო აპირებს, პირველი ორდენის ბლოკადისგან თავის დასაღწევად დაიქირავოს ჰონდო ონაკა. მაგრამ კენდომ ჯერ არ იცის, რომ ჰონდო შეკრულია დონ-ონდართან. და ის, რომ დოკ და ჰონდოს ხმალთან რაღაც აკავშირებთ — და განდგომილ არქეოლოგ ᲓᲝᲥᲢᲝᲠ ᲐᲤᲠᲐᲡᲗᲐᲜ! |
მედია[]
გამოცემები[]
- UPC 759606093557; 31 ივლისი, 2019; Marvel Comics[1]
- 00411; გარეკანი A; ტომი ლი ედვარდსი
- 00421; გარეკანი B; სტეისი ლი
გარეკანების გალერეა[]
გამოჩენები[]
პერსონაჟები | ორგანიზმები | დროიდების მოდელები | მოვლენები | ადგილები |
ორგანიზაციები და წოდებები | გონიერი არსებები | ტრანსპორტი და გემები | იარაღები და ტექნოლოგია | სხვადასხვა |
პერსონაჟები
|
ორგანიზმები
დროიდების მოდელები
|
მოვლენები
|
ადგილები
|
ორგანიზაციები და წოდებები
|
გონიერი რასები
ტრანსპორტი და გემები
|
იარაღები და ტექნოლოგია
|
სხვადასხვა
|
კრებულები[]
- ვარსკვლავური ომები: გალაქტიკის ზღვარი, რბილყდიანი კრებული
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 ვარსკვლავური ომები: გალაქტიკის ზღვარი (2019) #4 Marvel Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
- ↑ შავი შპილის მოვლენები იწყება ძალის გამოღვიძების პარალელურად, შემდეგ კი ვითარდება ერთი თვის შემდეგ, როდესაც წინააღმდეგობა ბატუუზე ფეხს იკიდება. ისინი მთავრდება რამდენიმე კვირის შემდეგ, როდესაც პირველი ორდენი პლანეტას იპყრობს და იწყება ბატუუს ბრძოლა. ვინაიდან ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, რომ ნახსენები ფილმის და ბატუუს ბრძოლის მოვლენების თარიღებია 34 იბშ, ყველაფერი, რაც შედის Galaxy's Edge-ის და დაკავშირებულ მედიაში, ბატუუს ბრძოლის ჩათვლით ან ფილმის და ბრძოლის შუალედური მოვლენების ასახვით, აღწერს იავინის ბრძოლიდან 34 წელს მიმდინარე მოვლენებს.