![]() | ![]() |
აქ წარმოდგენილია გალაქტიკური ისტორიის ქრონოლოგია, რომელიც შეიცავს გალაქტიკის აღსანიშნავ მოვლენებს. ყველა თარიღის მითითებისას გამოყენებულია გალაქტიკური სტანდარტული კალენდის სისტემა.
რესპუბლიკამდელი ეპოქა[]
- დროის წარმოშობა
- მოხდა დიდი აფეთქება, რომლის შედეგად წარმოიშვა სამყარო.[1]
- დაახლ. 13,000,000,000 იბ
- წარმოიშვა გალაქტიკა.[1]
- დაახლ. 5,000,000,000 იბ
- გოროთ-პრაიმზე წარმოიშვა სიცოცხლე.[2]
- დაახლ. 10,000,000 იბ
- პლანეტა ესელესზე ვულკანების აქტიური მოქმედებაა.[3]
- დაახლ. 3,000,000 იბ
- პლანეტა ვინსოთს ეჯახება ასტეროიდი, რომელიც მასზე ცოცხალ არსებებს თითქმის მთლიანად ანადგურებს. გადარჩენილები საბოლოოდ განიცდიან ევოლუციას და გარდაიქმნებიან ჩევინებად.[4]
- დაახლ. 2,000,000 იბ
- ვუკიები გამოჩნდნენ პლანეტა კაშიიიკზე და ხეზე მცოცავებად იქცნენ.[4]
- დაახლ. 1,000,000 იბ
- დაახლ. 600,000 იბ
- ამ დროისთვის თავფეხიან-კიბოსნაირ ჰიბრიდთა, იბლიტონთა რასა, წარმოიშვა რენდორნ-2-ზე. მათ გაქვავებულ ფორმებს ასობით ათასი წლის შემდეგ შეისწავლის ტაიბერიუსის ქსენობიოლოგიის ინსტიტუტი.[6]
- დაახლ. 200,000 იბ
- ჟელები, ადამიანთა ადრეული წინაპრები, ტონგებს ებრძვიან პლანეტა ნოტრონზე (რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდება როგორც კორუსანტი) ბატონობისთვის. მიუხედავად დიდი ჟელის დაკარგვისა (ქალაქის, რომლის გავლენით მოგვიანებით დაიწერა ეპოსი ჩრდილის მეომრები), ჟელის ბატალიონები წარმატებით განდევნიან ტონგებს.[7]
- დაახლ. 100,000 იბ
- დაახლოებით ამ დროს ზეციერნი რამდენიმე მიღწევით გამოირჩევიან:[1] კილიკთა დახმარებით აგებულია სადგური ბალანსირი,[8] ამავე სადგურის დახმარებით წარმოიქმნა კორელიური სისტემა, ვულტარის სისტემა და მისი კოსმიური ტურბინი, ჰეიპსის გროვა და კათოლის ნაპრალი.[1] ზეციერთა მიერ ასევე აგებულია მაუს შავი ხვრელის გროვა, რომელშიც მოქცეულია ძალის რაობა აბელოთი.[8]
- კოლუმებმა შეძლეს ვარსკვლავთშორისი მოგზაურობის ათვისება. მათ აღმოაჩინეს დურო და ნოტრონი, რომელიც იმ დროისთვის უკვე ცნობილია როგორც კორუსანტი. თუმცა მათ არ მოსწონთ, რომ ადამიანთა და დუროსების ცივილიზაციები ვითარდებიან და უბრუნდებიან საკუთარ სამყაროს, კოლუმუსს.[9]
- დაახლოებით ამ დროს შარუები რაფას სისტემიდან და ცენტრალიიდან გამოდიან და აარგოს მსგავს პლანეტებზე მტკიცე პირამიდებს აშენებენ. თუმცა, ისინი აგრეთვე ქალაქებს მალავენ და უბრუნდებიან პრიმიტიულ მდგომარეობას, რათა ზეციერთა ყურადღება არ მიიქციონ.[1]
- ფრთოსანი თრანკილები პირველად ჩნდებიან კორუსანტის თავზე, სამხრეთისკენ ზამთრისთვის გადაფრენისას.[10]
- იწყება მუურშანტრის გადაშენება, რომლის დროს ნადგურდება ტორანიკის გრაგნილი, ხოლო მისი ნარჩენები მიმოფანტულია.[11]
- დაახლ. 90,000 იბ
- მეტროპოლისი, მოგვიანებით ცნობილი როგორც გალაქტიკური ქალაქი, ისეთ მასშტაბებს იძენს, რომ უწინდელ დონეებს ახლები ემატება. ათასობით წლის განმავლობაში ტრადიციად რჩება ერთი დონის უფრო ზემოთ ახლის დაშენება.[1]
- 57,000 იბ
- ჰუმანოიდი კოლონისტები ჩნდებიან პლანეტა უტაპაუზე.[12]
- დაახლ. 53,600 იბ
- რყევა, როგორც ეწოდა მიწისძვრების რამდენიმე საუკუნოვან სერიას, დაიწყო პლანეტა კუეშზე.[13]
- დაახლ. 53,300 იბ
- რყევა დასრულდა და კუეში გეოლოგიურად სტაბილური გახდა.[13]
- 36,453 იბ
- ამ დროისთვის მრავალი კუა, დარჩენილი ბირთვში, ტაითონზე, გადაშენებულია. ეს ერი, რაკატების შიშით, გადასახლდა დათომირზე. კუათა წარმომადგენლებმა რაკატებს ასწავლეს ძალის გამოყენება, მაგრამ კონფლიქტი წარმოიშვა როდესაც რაკატებმა სცადეს კუების უსასრულობის კარიბჭის ტექნოლოგიის მითვისება.[14]
- თო იორები — რვა დიდი პირამიდა—პირამიდა, მიმობნეული გალაქტიკაში — ამოქმედდა და იხმო ძალისადმი მგრძნობიარენი. მომლოცველნი თო იორებში შედიან. თო იორები სხვადასხვა სამყაროს ეწვევიან და სხვადასხვა ძალისადმი მგრძნობიარე თან მიჰყავთ, საბოლოოდ კი ტაითონისკენ მიემართებიან.[15]
- თო იორები იკრიბებიან მთავარ და უდიდეს თო იორთან. ამ დროს იწყება დიდი ძალის ქაირშხალი და თო იორის მგზავრები მიმობნეულნი არიან ტაითონზე. ტაითანები აყალიბებენ ჯე'დაიების ორდენს, ძალისადმი მგრძნობიარეთა ჯგუფს, რომელიც ცდილობს ძალის ნათელ (აშლას) და ბნელ (ბოგანს) მხარეებს შორის წონასწორობის დაცვას.
- დაახლ. 35,000 იბ
- რაკატები, ძალის ბნელი მხარის დახმარებით შემუშავებული ტექნოლოგიით, ქმნიან უსასრულო იმპერიას, რომელიც ვრცელდება უცნობ რეგიონებვსა და გალაქტიკის დასავლეთ მხარეს.[16]
- 33,598 იბ
- პლანეტა კაშიიიკზე უსასრულო იმპერიის ტერაფორმირების კომპიუტერის ცენტრალურ სამართავი სისტემას უკანასკნელად უკავშირდებიან შემქმნელები.[17]
- 33,357 იბ
- კაშიიიკზე მდებარე ტერაფორმირების კომპიუტერი შეცდომით იწვევს პლანეტის ტყეთა ზრდას და ავრცელებს ვროშირის ხეებს.[17]
- დაახლ. 30,000 იბ
- რაკატას უსასრულო იმპერია ამ დროისთვის მოიცავს გალაქტიკის რამდენიმე სამყაროს. ისინი ანექსიით იპყრობენ სხვა კოსმოსური არსებების, მაგალითად, გრიების და კუების კუთვნილებას.[1]
- ალდერაანელი კილიკები ცდილობენ კორიბანის დაპყრობას, მაგრამ მათ უკუაქცევენ სითების რასის წარმომადგენლები.[1]
- კილიკები ალდერაანიდან,[1] ალსაკანიდან[18] და ძირითად, მთელი გალაქტიკიდან ქრებიან და იმალებიან უცნობ რეგიონებში; იმ დროის სწავლულთა აზრით, ამ გაქრობაზე პასუხიმსგებელნი არიან ზეციერნი.[1]
- დაახლ. 28,000 იბ
- მეფე ადასის კორიბანის სითებზე ბატონობის დასაწყისი.[19]
- დაახლ. 27,700 იბ
- კორიბანის სითების რასას ეწვევიან უსასრულო იმპერიის რაკატელები, თუმცა, გაიაზრებს რა, რა საფრთხეს ქმნიან ისინი, ადასი თავის ხალხთან ერთად მათ განდევნის.[1]
- რაკატელები ბრუნდებიან და კორიბანს ანადგურებენ, აქცევენ უდაბურად, რის გამოც სითების დიდი ნაწილი ზიოსტზე სახლდება. კორიბანი იქცევა რასის სამარხების წმინდა სამყაროდ.[19]
- რაკატებელების ძალაზე დაფუძნებული ტექნოლოგიით სითები მოიცავენ სხვა პლანეტებს, მაგალითად — სტიჯიენ-კალდერას, ხოლო ტუნდი იქცევა სით ერეტიკოსთა განდევნის ადგილად.[1]
- დაახლ. 27,500 იბ
- შემდგომი 1500 წლის განმავლობაში კორუსანტელი ადამიანები ინფრასინათლის სიჩქარით მოძრავ მძინარე ხომალდებს ავრცელებენ. ამ ხომალდებით ისინი გალაქტიკაში ადამიანებს უშვებენ. იმ პლანეტებს შორის, სადაც ადამიანები სახლდებიან, არის კუატი, მეტელოსი, ჩილა, ალდერაანი, დიდი კოროსი, რენდილი და ტიონის გროვა.[1] ადამიანები აგრეთვე უშვებენ კუატის მკვლევარს, რომელიც ახდენს ალსაკანის კოლონიზაციას.[20]
- დაახლ. 27,000 იბ
- დაახლ. 26,053 იბ
- მოროდინები ჩნდებიან ვარონატზე.[21]
- დაახლ. 26,000 იბ
- კუატი ამ დროისთვის უშვებს კოლონიზაციისთვის განკუთვნილ ხომალდებს. ადამიანების მიერ კოლონიზებულია აქსუმი, ტეპასი და ჰუმბარინი.[1]
- კატასტროფული პლანეტარული კონფლიქტებიდან მეოთხეს შემდეგ[22] ადრეული პერიოდის ნიკტოები პოულობენ მ'დვეშუუს ახალს და აარსებენ მ'დვეშუუს კულტს.[4] კულტი სწრაფ მოიცავს მთლიან კინტანს და ზეობს შემდეგი სამი ათწლეულის განმავლობაში.[22]
- ვერპინები იყპყრობენ როშის სისტემას.[4]
- 25,805 იბ
- 25,793 იბ
- 25,783 იბ
- ძალის ომები დასრულდა ძალის კატაკლიზმით. ჯე'დაიების ორდენის დარჩენილი წევრები აარსებენ ჯედაების ორდენს.[26]
- დაახლ. 25,200 იბ
- დაახლ. 25,150 იბ
- ზერ VIII იწყებს კრონულ შეტევებს, რომელთა მიზანია ტიონის ჰეგემონიის ჯიბის სამეფოთა დამორჩილება.[1]
- 25,130 იბ
- ზერის ვაჟი ზიმი კრონის ტახტზე ადის და იწყებს ლივიენური ლიგის დაპყრობას.[1]
- 25,127 იბ
- დესპოტი ზიმი ტიონის გროვის და ლივიური ლიგის აღების შემდეგ იწყებს სამეფოს გაფართოებას.[1]
- 25,126 იბ
- ზიმი თანიუმის სამყაროების აღებას იწყებს.[1]
- 25,125 იბ
- ზიმის იმპერია ტიონის გროვას მოედო.[1]
- 25,120 იბ
- ზიმი იწყებს იმპერიის სამხრეთით მდებარე კიირიუმის ზღვარის დაპყრობას.[1]
- 25,116 იბ
- დასრულდა ზიმის მიერ თანიუმის სამყაროთა დაპყრობა.[1]
- 25,102 იბ
- ზიმი თავს ესხმის პლანეტა კო-ვარის. ეს იწვევს კონფლიქტს ზიმსა და ჰატებს შორის.[1]
- 25,100 იბ
- კონფლიქტი ზიმსა და ჰატებს შორის გადამწყვეტ ფაზაში შედის; კოსაკ ინიჯიკ არ'დურვი ზიმს ითრევს ვონტორის პირველ და მეორე ბრძოლებში.[28]
- კოსაკი კლატუინელებს, ნიკტოებს და ვოდრანებს ითანხმებს ვონტორის შეთანხმების დადებაზე, რითაც უზრუნველყოფს მათ ერთგულებას და ვონტორის მესამე ბრძოლაში დახმარებას.[1]
- ზიმს ვონტორზე იჭერენ. იგი ვარლზე კოსაკის საპყრობილეშია, თუმცა ტიონელებმა არ იციან, რომ იგი ჯერ ცოცხალია.[1]
- ბორტ ბელგოთს ავალებენ ჰიპერსივრცული შუქურების აგებას. მათ შორის არის ერთ-ერთი, შემდგომში ცნობილი როგორც ბელგოთის შუქურა. შუქურაზე გამოსახეს კოლუმი, კაკოდემონი და მოლატორი. იგი მდებარეობს პერლემურ სავაჭრო მარშრუტზე. (დაახლოებით)[1]
- 25,096 იბ
- ზიმის იმპერიამ, წინამძღოლის დაკარგვის მიუხედავად, დაასრულა კიირიუმის ზღვარის დაპყრობა.[1]
ექსპანსიონისტური ეპოქა[]
- 25,053 იბ
- 25,000 იბ
- დაარსდა პერლემიური სავაჭრო მარშრუტი, რითაც კორუსანტი დააკავშირა ოსუსსა და ტიონის გროვას.[1]
- განისაზღვრა კორელიური გზა, რითაც ჩამოყალიბების მდგომარეობაში მყოფ რესპუბლიკაში კორელიის დომინირება აღინიშნა; კორელიური გზა ქმნის ნაჭრის სამხრეთ ზღვარს.[1]
- რესპუბლიკის მზვერავები ოსუსზე ჯედაების ორდენს უკავშირდებიან. ოსტატი ჯედაი ჰოუნ ტაიერი რესპუბლიკაში დაბრუნებულ მზვერავებს მიჰყვება. რამდენიმეკვირიანი საუბრების შემდეგ ორდენი რესპუბლიკას ერთგულებას შეჰფიცებს.[29]
- ჰიპერძრავის შემუშავების შემდეგ დედოფალი რანა დუროსიდან კოლონიზატორების გამგზავრებას თანხმდება; კოლონიის ერთ-ერთი სამყაროა პლანეტა ნეიმოიდია,[1] რომელიც დუროსებმა ქლა კ'კჰაანის მეთაურობით აითვისეს. (დაახლოებით)[30]
- ჯედაი სარ აგორნი პადავანად იყვანს კოუპ შაიკრილს, რომელიც გადადის ძალის ბნელ მხარეზე. (დაახლოებით)[19]
- 24,500 იბ
- ჯედაების ორდენსა და ორდენის საწინააღმდეგ ძალის ბნელი მხარის მხარისადმი მიდრეკილ ლეტოუს ლეგიონებს შორის მოხდა პირველი დიდი განხეთქილება. ლეგიონების წინამძღოლი ზენდორი თავდაპირველად ითხოვდა ჯედაებისთვის მიუღებელი ძალის მეთოდების შემსწავლელი აკადემიის გახსნის უფებას. უარის მიღების შემდეგ მან პლანეტა ლეტოუზე ლეგიონები დააარსა, რასაც მოჰყვა ჯედაების მხრიდან მათთვის ომის გამოცხადება.[31]
- განხეთქილებისას ზენდორი კოლუმუსზე დაიღუპა და კონფლიქტი ჯედაების მიერ ლეტოუს დაპყრობიდან მცირე დროის შემდეგ დასრულდა.[31]
- ზენდორის დაღუპვის შემდეგ ლეგიონების ახალი წინამძღოლი არდენ ლინი იპოვა ოსტატმა ჯედაი ოდრისტა პინამ. იგი ლინს ირკალამდე[31] (უცნობ რეგიონებში)[32] ფარულად გაჰყვა და იქ შეეტაკა, საბოლოოდ კი — ხმალი გააგდებინა. არ სურდა რა დამარცხების აღიარება, ლინმა მიმართა თავის ყველაზე მძლავრ გრძნობებს — სიბრაზესა და სევდას, ზენდორისადმი სიყვარულსა და სასოწარკვეთას იმის გამო, რაც მათ, მისი აზრით, უსამართლოდ წაართვეს. მან გამოიყენა კაში მერის თილისმა და პინას სამართებელი აქცია ნამსხვრევებად, რომელთა მეშვეოვით პინა სასიკვდილოდ დაჭრა. თუმცა, მორიქროს ტექნიკის გამოყენებით პინამ დაღუპვამდე ლინის გული შეაჩერა.[31]
- 24,000 იბ
- ტიონური ომის დასაწყისი: ტიონელები ერთიანებიან დესევროს და ტიონის საპატიო კავშირის სახით და თავს ესხმიან რესპუბლიკას, ანადგურებენ რა პერლემელებს. რესპუბლიკა ბირთვის გემთსაშენებზე იწყებს საომარი ხომალდების დამზადებას, მაგრამ ტიონელები პირდაპირ რესპუბლიკის შუაგულს ურტყამენ და მრავალ სამყაროს ბომბავენ. რესპუბლიკა ბირთვის მრავალ სამყაროში მათ კონტრშეტევით უკუაქცევს, რასაც დაახლოებით ერთი საუკუნის განმავლობაში მოჰყვება მრავალი თავდასხმა თუ კონტრთავდასხმა.[31]
- 23,900 იბ
- დაახლ. 23,643 იბ
- პლანეტა აფრეიდესი გადის მნიშვნელოვანი ვულკანური აქტიურობის პერიოდს. ამის შედეგად მრავალი ათასეული წლის შემდეგ ადგილობრივი ნიადაგი კვლავ ნაყოფიერია.[33]
- დაახლ. 22,800 იბ
- მზვერავი ჯედაი მიჰყვება ძალის ხმას უცნობი რეგიონებისკენ, სადაც აღმოაჩენს ბროლებით სავსე ილუმის სისტემა. ილუმის მთვარე ჯედაების ორდენისთვის იქცა მნიშვნელოვან რელიგიურ სამყაროდ.[1]
- დაახლ. 22,000 იბ
- პლანეტა ნუბიაზე ხდება სხვადასხვა რასით დასახლება.[34]
- 20,100 იბ
- ამ დროისთვის კოლონიების და შიდა რგოლის დიდი ნაწილი დასახლებულია.[1]
დიდი მანიფესტის პერიოდი[]
- 20,000 იბ
- იწყება დიდი მანიფესტის პერიოდი, რომლის დროს გალაქტიკური რესპუბლიკა ფართოვდება და ხდება ნაჭრის დიდი კოლონიზაცია.[1]
- ეტი IV დასახლებულია ცენტრალური სამყაროებიდან გაქცეული რესპუბლიკის დისიდენტების მიერ.(დაახლოებით)[1]
- პლანეტა მეტელოსი ცდილობს, შექმნას ჰიპერსივრცული მარშრუტი, ცნობილი როგორც მეტელოსის სავაჭრო მარშრუტი, რომელიც მას აკავშირებს კორუსანტთან და მიემართება დასავლეთისკენ, ორუტუროზე.[34]
- დაიბადა რონი ვან ვასაკი. (დაახლოებით)[35]
- დაახლ. 19,997 იბ
- პლანეტა ნეონაზე იცვლება ჰავა, რაც მოქმედებს პლანეტის ზედაპირზე. ეს ადგილობრივი რასის განადგურებას იწვევს.[36]
- დაახლ. 19,000 იბ
- პლანეტა კამინოზე იცვლება ჰავა. პლანეტის ყინულოვანი მარაგი დნება და კამინოს ხმელეთის მასები შემდეგი ორასი წლის განმავლობაში იფარება წყლით.[1]
- 18,780 იბ
- შოუკენის შპილი, უმაღლესი შპილო, რომელიც აღწევს ქვედა ორბიტამდე და უკვე 9000 წელია, რაც არსებობს, განადგურებულია.[1]
- 18,000 იბ
- ამ დროისთვის დაარსდა ხომალდების და მომსახურების ბიურო.[1]
ინდექტას ეპოქა[]
- 17,018 იბ
- ინდექტას ეპოქის დასაწყისი.[31]
- იწყება პირველი ალსაკანური კონფლიქტი, რასაც მოჰყვება ალსაკანისა და კორუსანტის დაპირისპირება თოთხმეტი ათასი წლის განმავლობაში. ალსაკანის მოკავშირეები, ღერძის სამყაროები, ბრუნვის დიდ კომპანიებს არ აძლევენ სამხრეთით გაფართოების საშუალებას, ხოლო სავაჭრო კონგლომერატებს ეხმარებიან დუროსი სავაჭრო ბარონები და თავად რესპუბლიკა, კორუსანტის სახით.[31]
- რესპუბლიკის ძალები იმყრობენ პლანეტა ვირუჯანსის.[31]
- 17,012 იბ
- ალსაკანის ძალები ათავისუფლებენ ვირუჯანსის.[31]
- დაახლ. 17,000 იბ
- განდგომილი არკანიანი მეცნიერები მთელ რიგ ზექსტოებს ასახლებენ კუერმიის სისტემაში, სადაც პლანეტა კუერმიას გარდაქმნიან ულამაზეს ადგილად და ზექსტოების გენეტიკური მანიპულირებით იწვევენ კუერმიელთა წარმოშობას.[37]
- 16,921 იბ
- მოხდა კესის ბრძოლა, რესპუბლიკისა და ალსაკანის ერთადერთი შეიარაღებული დაპირისპირება ალსაკანის ადრეული კონფლიქტების პერიოდში.[31]
- 16,820 იბ
- მოხდა პორუს-ვიდას პირველი ალყა.[31]
- დაახლ. 16,800 იბ
- მოხდა ბელასკოს ალყა.[31]
- 16,782 იბ
- პლანეტა ობროა-სკაიზე დაარსდა სელებრატუსის არქივი.[1]
- დაახლ. 16,700 იბ
- ალსაკანის პირველი კონფლიქტი დასრულდა ხომალდების და მომსახურების ბიუროს ძალების მხრიდან მშვიდობის ინიციატივით და იძულებით — ბიურო იმუქრებოდა, რომ შეზღუდავდა წვდომას ჰიპერსივრცულ შუქურებზე.[31]
- დაახლ. 16,200 იბ
- დაიწყო ალსაკანის მეორე კონფლიქტი.[31]
- დაახლ. 16,100 იბ
- მოხდა პორუს-ვიდას მეორე ალყა.[31]
- დაახლ. 16,000 იბ
- ჩატარდა ალსაკანის მეორე კონფლიქტის გაიზერის კამპანია.[31]
- დაახლ. 15,600 იბ
- ჩატარდა ალსაკანის მეორე კონფლიქტის ბირთვის კამპანიები.[31]
- 15,500 იბ
- წარმოიშვა დუინუოგვუინის დავა: რესპუბლიკის მზვერავები მერქანას მახლობლად წააწყდნენნ დუინუოგვუინებს ანუ ვარსკვლავურ დრაკონებს და გამოიწვიეს მათი რისხვა. დრაკონები თავს დაესხნენ კორუსანტს, გამოიწვიეს არეულობა,[31] მაგრამ უზენაესი კანცლერი ფილორეანი, აღმოაჩინა რა, რომ ისინი გონიერები იყვნენ, დაუკავშირდა მათ და მათი ფილოსოფოს ბორზ'მატ'ოს მეშვეობით მშვიდობას მიაღწია.[34]
- ფილორეანმა და ბორზ'მატ'ომ ერთად დააარსეს კორუსანტის უნივერსიტეტი.[34]
- 15,480 იბ
- აბიანზე მოხდა სტრონციუმის თავდასხმა.[31]
- დაახლ. 15,400 იბ
- დასრულდა ალსაკანის მეორე კონფლიქტი.[31]
კაიმუდონის ეპოქა (15,000 იბ-11,987 იბ)[]
- დაახლ. 15,000 იბ
- დაიწყო კაიმუდონის ეპოქა.[1]
- იაბლარის ანომიდები უერთდებიან რესპუბლიკას.[38]
- დასრულდა ჰატების კატაკლიზმები. ამ დროისთვის ჰატების პლანეტა ვარლი და სხვა კოლონიები უსიცოცხლოდ დარჩენილი უდაბური ადგილებია. ამის გამო ჰატები საცხოვრებლად გადადიან ევოკარზე.[1]
- Galactic Senate რესპუბლიკის ფლოტის აღდგენას ითხოვს.[31]
- კრემლევიანური ომი (რომლის შედეგად იუუზან-ვონგები მოედნენ საკუთარი გალაქტიკის მრავალ პლანეტას, შემდეგ კი შიდა დაპირისპირება წამოიწყეს) დასრულდა. მათმა მშობლიურმა პლანეტა იუზან'ტარმა ამ რასას წაართვა ძალის გამოყენებას შესაძლებლობა.[12]
- აკვალები და კუარები იბრძვიან სამოქალაქო ომში, მაგრამ ერთიანებდებიან, როდესაც ანდოზე ეშვება უცხო გემი. გაერთიანებული აკვალიშები კლავენ მკვლევარებს, იპყრობენ მათ ხომალდს და, შემდგომი შესწავლის შედეგად, მის ასლებს ქმნიან.[4]
- რამდენიმე ათწლეულის შემდეგ აკვალიშები იწყებენ დამპყრობლურ კამპანიას, მაგრამ მათ რესპუბლიკის ძალები აჩერებენ.[4]
- დარტაგში, მოგვიანებით ნეკროპოლისში, პირველად სახლდებიან ცალკეული რელიგიური ორდენის წარმომადგენლები, რომელთა აზრით ცენტრალური სამყაროების კულტურები ერთმანეთს ზედმეტად დაემსგავსნენ. ისინი პლანეტას ცალკეულ კულტურებად დაჰყოფენ და ადგილს უთმობენ ნებისმიერ სხვა კულტურასაც.[39]
- 14,743 იბ
- მოხდა ჰერგლიკების ჩახშობა; ამ მოვლენას შეეწირა პლანეტა ტომო-რეთის კალიგინური ავტომატები.[1]
- დაახლ. 14,500 იბ
- კომენორის გზის კამპანიამ გამოიწვია მესამე ალსაკანური კონფლიქტი.[31]
- 14,450 იბ
- მოხდა რუკაპარის წმენდა, ბრძოლა, რომლის დროს ქალაქ რუკაპარის ალსაკანური მოზაიკები რესპუბლიკამ გაანადგურა.[31]
- 14,300 იბ
- დაახლ. 14,000 იბ
- დაახლ. 13,800 იბ
- მეოთხე ალსაკანური კონფლიქტის დასრულება.[31]
- 13,649 იბ
- იწყება დროგედას დაცვა.[31]
- 13,220 იბ
- იწყება მანაანის დაპყრობა.[31]
- დაახლ. 13,200 იბ
- დასრულდა მეოთხე ალსაკანური კონფლიქტი.[31]
- დაახლ. 13,050 იბ
- მეხუთე ალსაკანური კონფლიქტის დაწყება.[31]
- დაახლ. 13,000 იბ
- 12,980 იბ
- ადმირალი ჰირკენი ჩრდილოეთის დამოკიდებულ მხარეებში იცავს ალსაკანის კოლონიებს. ეს კამპანია იქცა კონფლიქტის გარდამტეხ წერტილად.[31]
- 12,720 იბ
- პლანეტა პელაგონზე ტაპანის მომავალ სექტორში პირველად ჩავიდნენ დიდი ხომალდები და კოლონისტებმა დაიწყეს რეგიონის სხვა პლანეტებზე დასახლებაც.[36]
- დაახლ. 12,700 იბ
- დაახლ. 12,293 იბ
- დოქტორ ბერამშის ექსპედიცისას მიმდინარეობს პლანეტა ტანდუნ III-ის შესწავლა.[43]
- დაახლ. 12,000 იბ
- ითორიანთა მზიდავი ხომალდები პირველად უკავშირდებიან რესპუბლიკას.[1]
- პლანეტა ორდ-მანტელზე ჩადიან კორელიელები და იგი იქცევა საარტილერიო წერტილად/რეგიონულ დეპოდ, სადაც მოგვიანებით მოხდა დიდი ჩრდილოური ლაშქრობა.[1]
- გინდაინიდან იწყება უტმიან პაბოლის მარშრუტის გაყვანა, რითაც ერთმანეთს შეუერთდებიან რესპუბლიკა და ჰატების სივრცე.[1]
- ჰადიუს კორდენი, წარმატებული ვაჭარი კორულაგიდან, საოჯახო საქმიანობას გარდაქმნის კომპანიად კორდენის ეკიპირება და კვლევა. მის საქმიანობას წარმოადგენს გალაქტიკის შორეული აღმოსავლეთისკენ მიმავალი კოლონისტების ეკიპირება.[41]
პიუს დეას ეპოქა (11,987 იბ-10,966 იბ)[]
- 11,987 იბ
- უზენაესი კანცლერი პერს'ლია თანამდებობას ტოვებს პიუს დეას, რელიგიური სექტის მხრიდან ზეწოლის შემდეგ. პიუს დეას მიერ კანცლერად დანიშნულია კონტისპექსი, ადამიანთა მიმდევარი. მისი არჩევით დაიწყო პიუს დეას ეპოქა.[31]
- 11,965 იბ
- კონტისპექს I-ის განკარგულებით იწყება ჰატების სივრცეში სამხედრო ძალების შეჭრა (რასაც ეწოდება პიუს დეას პირველი ლაშქრობა). ეს ლაშქრობა არის პირველი პიუს დეას ლაშქრობების მთელ რიგში, რომელთა მიზანია პიუს დეას მზარდი გალაქტიკური რესპუბლიკის ფონზე უცხომიწელთა რასების შევიწროება.[31]
- 11,947 იბ
- კონტისპექს I ტოვებს უზენაესი კანცლერის თანამდებობას. მის ადგილს იკავებს კონტისპექს II.[31]
- 11,939 იბ
- კონტისპექს II-ის განკარგულებით იწყება პიუს დეას მესამე ლაშქრობა, ჰატების სივრცის მორიგი დაპყრობა.[31]
- 11,933 იბ
- ჯედაების ორდენი იმალება ოსუსზე. მან გაწყვიტა კავშირი პიუს დეას მიერ მართულ რესპუბლიკასთან, რამაც გამოიწვია ჯედაების დისკვალიფიკაცია. პიუს დეას ერთგული ჯედაები ქმნიან საზარელი მზერის ორდენს და სახლდებიან პლანეტა გარნზე.[31]
- 11,920 იბ
- დაიწყო ჰატების წინააღმდეგ პიუს დეას მეოთხე ლაშქრობა.[31]
- 11,884 იბ
- დაიწყო პიუს დეას მეშვიდე ლაშქრობა, იგივე დიდი ჩრდილოური ლაშქრობა. მისი სამიზნე იყო გალაქტიკის ჩრდილოეთ მცხოვრები ზაბრაკების და სხვა რასები.[31]
- დაახლ. 11,820 იბ
- მეექვსე ალსაკანური კონფლიქტის დაწყება. ალსაკანები დუროსებთან, ჰერგლიკებთან და ჰატებთან ერთად პიუს დეას რესპუბლიკას არტყამენ, თუმცა, კონფლიქტში რესპუბლიკა იმარჯვებს.[31]
- 11,791 იბ
- დაიწყო პიუს დეას მეათე ლაშქრობა, იგივე ველურეთის ლაშქრობა.[31]
- 11,708 იბ
- დასრულდა ტაპანის სექტორის კოლონიური ეპოქა და დაიწყო თორმეტი სამეფოს ეპოქა.[36]
- 11,707 იბ
- დაიწყო პიუს დეას მეთერთმეტე ლაშქრობა ჰერგლიკების წინააღმდეგ.[31]
- 11,660 იბ
- დაიწყო პიუს დეას მეთორმეტე ლაშქრობა ზარაკინების და ტეირასანების წინააღმდეგ.[31]
- რესპუბლიკის ძალები იწყებენ ზარაკინა III-ის დაბომბვას. პლანეტის ზედაპირი იქცევა დასხივებულ ვერანებად, ზარაკინები კი გარბიან და მომთაბარე ცხოვრებას იწყებენ.[44]
- 11,600-იანები, იბ
- რესპუბლიკის მოქალაქეები, რომლებიც გაექცნენ პიუს დეას, სახლდებიან პლანეტა პრეფსბელტ IV-ზე.[31]
- 11,591 იბ
- იწყება პიუს დეას მეთხუთმეტე ლაშქრობა, რომლის სამიზნეა ბარაგვინები.[31]
- 11,198 იბ
- იწყება პიუს დეას ოცდამესამე ლაშქრობა, რომლის სამიზნეა ბოთანები და ლანიკები.[31]
- დაახლ. 11,100 იბ
- ცენტრალურ სამყაროებსა და კოლონიებში იწყება ინკვიზიციები. შეწყდა ჯედაების ორდენის დისკვალიფიკაცია.[31]
- 11,057 იბ
- დაიწყო პიუს დეას ოცდამეოთხე ლაშქრობა, რომლის სამიზნეა ჰატები.[31]
- 10,970-იანები, იბ
- განდგომილი ადმირალი პერს პრადო აღმოაჩენს პრეფსბელტ IV-ს, სადაც შემდგომში ფლოტის სხვა გამდგომილი ოფიცრებიც იმალებიან და პიუს დეას დამხობას გეგმავენ.[31]
- 10,967 იბ
- გადადგომა: ჩნდება გადადგომის მოძრაობა, პიუს დეასგან განდგომილი ფრაქცია, რომელიც უარს ამბობს პიუს დეას იდეაოლოგიაზე. მისი მოკავშირეები ხდებიან ალსაკანები, კაამასები და ჯედაების ორდენი. პიუს დეას შიგნიდან იხლიჩება და რწმენის ერთგულნი ებრძვიან მისგან განდგომილებს. ასე დაიწყო მეშვიდე ალსაკანური კონფლიქტი.[31]
- გადადგომების ძალები ერთგულებს ეჯახებიან ფონდორზე, იქსტლარზე და კირილიაზე. მათთან ერთად იბრძვიან ჯედაები, ალსაკანები, დუროსები, ჰერგლიკები და ჰატები.[31]
- 10,966 იბ
- ხომალდების და მომსახურების ბიურო რესპუბლიკის ფლოტის ნავიკომპიუტერებს გამანადგურებელი კოდებით აზიანებს. ამის გამო პიუს დეას ხომალდები ჰიპერსივრცეში მოულოდნელად და სამუდამოდ იკარგებიან.[31]
- უკვინის ბრძოლისას გადადგომების ძალები ანადგურებიან პიუს დეას დარჩენილ ხომალდებს. ჯედაები სინთარას ალზე იჭერენ კონტისპექს XIX-ეს. კაამასზე გასამართლების შემდეგ მას პატიმრობას მიუსჯიან.[31]
დუქტავისის ეპოქა (10,966 იბ-9000 იბ)[]
- 10,966 იბ
- დიდი ოსტატი ბილ დუკტავისი ხდება უზენაესი კანცლერი. ამ დაწინაურებით აღინიშნება პიუს დეას ეპოქა და იწყება დუქტავისის ეპოქა.[31]
- 10,000 იბ
- ისტორიკოსი ვისენდი ადგენს გალაქტიკის ოცი საოცრების სიას ნაშრომისთვის არტურუმ გალაქტინუმი, რომელიც ეძღვნება რესპუბლიკის შექმნის წლისთავს.[1]
- რაილოთი გალაქტიკური რესპუბლიკის ნაწილი ხდება. (დაახლოებით)[1]
- გრანები იწყებენ საკუთარი ისტორიის აღწერას. (დაახლოებით)[4]
- ამუუდი თოკოსის კოლონისტებისთვის იქცა რელიგიურ თავშესაფრად. (დაახლოებით)[1]
- მოხდა კუმაურის იმპერიის უთანხმოება რესპუბლიკასთან. იმპერიამ გამოიყენა მძლავრი სახაზო ხომალდები, თუმცა დამარცხდა. (დაახლოებით)[31]
- პლანეტა ახალი პლიმპტო და მისი ნოსორელი მკვიდრები აღმოაჩინეს კორელიელმა ვაჭრებმა. (დაახლოებით)[34]
- მადილონის აღმოჩენა. იგი იქცევა ჰიპერძრავების მსხვილ მწარმოებლად. (დაახლოებით)[41]
- 9757 იბ
- რესპუბლიკის რაკეტმზიდავები მონაწილეობენ ჰერგლიკის მეორე მტრობაში.[42]
- 9400-იანები იბ
- პლანეტარული ფარების გამოყენება გალაქტიკაში ვრცელდება.[31]
- 9349 იბ
- კორდენების ოჯახი ოფიციალური გახდა კორდენების დიდგვაროვანების სახლი.[41]
- 9200-იანები იბ
- პლანეტარული ტურბოლაზერების პირველი გამოყენება.[31]
რაიანიტუსის ეპოქა (9000 იბ-8000 იბ)[]
- 9000 იბ
საბტერას პერიოდი (8000 იბ-7000 იბ)[]
- 8000 იბ
- საბტერას პერიოდი დაიწყო.[1]
- დაიწყო მერების და ტელტიორების ომები.
- პლანეტა მალასტერი შეუერთდა გალაქტიკურ რესპუბლიკას.[1]
- ელრუდი კოლონიზებულია გალაქტიკური რესპუბლიკის მიერ.[46]
- გოროთ-პრაიმი ნაპოვნია კორელიელი მეკობრეების მიერ.[2]
- ვარსკვლავი კოლუ ფართოვდება. მასში ექცევა პლანეტა კლაკ'დორ I. (დაახლოებით)[22]
- 7811 იბ
- მოხდა უეიმენსის ქარიშხალი — გალაქტიკური რესპუბლიკის და უეიმენსის ხელმომწერების კონფლიქტი. გამარჯვებულმა რესპუბლიკამ მექანიკოსის დების ენერგოგენერატორის ტექნოლოგიის მორგებით შექმნა უფრო მძლავრი ტურბოლაზერული შეიარაღება.[31]
- 7700-იანები იბ
- ვერპინი ოსტატი ლინს სკატრუ პირველად იყენებს ელამ პროცესს ენერგოგენერატორებში, რითაც უეიმენსის ტექნოლოგია კიდევ უფრო უმჯობესდება. ამ პროცესის დროს შეიქმნა თავდაცვისთვის სასარგებლო ფარების ტექნოლოგია.[31]
- 7500-იანები იბ
- ელამი პროცესის სრულყოფა და, შედეგად — ფარების ტექნოლოგიის და აღდგენის.[31]
- 7348 იბ
- სივრცის თორმეტი სამეფოს ეპოქა დასრულდა სარდალ ში ტაპანის მიერ გამაერთიანებელი ომის დაწყებით, რომლითაც იგი რეგიონის სამყაროების თავმოყრას ცდილობდა.[36]
- 7328 იბ
- გამაერთიანებელი ომი დარულდა შინდრას რიდის ბრძოლით და ტაპანიმ სივრცე გააერთიანა ტაპანის იმპერიის ქვეშ. ახალი მთავრობა პროკოპიაზე ჩამოყალიბდა. იმპერიის დაარსებიდან მცირე დროის შემდეგ ესტალის კუნძულზე დაარსდა ში ტაპანის უნივერსიტეტი.[36]
- 7308 იბ
- ტაპანის იმპერიამ მრლსსტზე (რომელიც მანამდე რესპუბლიკის და ტაპანის მზვერავებმა იპოვეს) დააარსა საუნივერსიტეტო სისტემა.[36]
- 7003 იბ
- მეორე დიდი განხეთქილება დაიწყო რამდენიმე ბნელი ჯედაის ჯედაების ორდენის წასვლით.[47]
მანდერონის პერიოდი (7000 იბ-5000 იბ)[]
- 7000 იბ
- მერების და ტელტიორების ომების დასასრული. (დაახლოებით)
- ტრანდოშა შეუერთდა გალაქტიკურ რესპუბლიკას.
- დეთკა გროშის ძალისხმევით კორიბანზე[1], მისი გამეფების შემდეგ, დაიწყო სამოქალაქო ომი.[48]
- დაიწყო მანდერონის პერიოდი.[1]
- მეორე დიდი განხეთქილების შემდეგ იწყება ასწლიანი წყვდიადი.[19]
- ტონგი მანდალორ პირველი მიმდევრებს მიუძღვის რუნიდან ახალი პლანეტისკენ, რომელსაც ისინი მოგვიანებით, მის პატივსაცემად, მანდალორს უწოდებენ. (დაახლოებით)[1]
- რესპუბლიკის მზვერავები აღმოაჩენენ კუერმიულ სისტემას, რომელშიც კუერმიელებს ათვისებული აქვთ მრავალი პლანეტა. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ კუერმიელები გალაქტიკური საზოგადოების აქტიური წევრები ხდებიან.[39]
- სითების ბიბლიოთეკა ვიშას ტუვანი არკანიაზე დაარსდა.[4]
- 6950 იბ
- დათკა გროშის რეჟიმი დასრულდა მისი ლიკვიდატორთა მიერ მოკვლით.[48]
- 6900 იბ
- 6740 იბ
- მაიგიტოს კრისტალების სამყარო ნაპოვნია რესპუბლიკის მიერ.[1]
- 6700-იანები იბ
- მანდალორელების ძალისხმევით ფენელარების განადგურება მოჰყვა მათი პლანეტის, ფენელის დაპყრობას. მანდალორელები ითვისებენ ფენერალების საბრძოლო ტექნოლოგიას.[31]
- 6100-იანები იბ
- პლანეტა ტლენი უდაბური ხდება. ამ დროისთვის, მანდალორელების და ტლენელების მრავალსაუკუნოვანი კონფლიქტის შედეგად, იგი დაცლილია უკანასკნელებისგან.[31]
- 6100 იბ
- პლანეტა სალიუკემაის პირველი კოლონიზაცია.[1]
- დაახლ. 6000 იბ
- 5975 იბ
- კელ დორების მშობლიური პლანეტა დორინი უერთდება რესპუბლიკას.[19]
- დაახლ. 5500 იბ
- 5451 იბ
- პათანდრული მძვინვარება მოხდა მანდალორელი ჯვაროსნების მიერ რესპუბლიკის დასახლებებზე თავდასხმისას.[31]
- დაახლ. 5300 იბ
- ჯედაების ორდენი პლანეტა მუსტაფარზე საწვრთნელ ცენტრს აარსებს.[1]
- 5130-იანები იბ
- მოხდა შეჭრები ნაკატზე, მანდალორელთა მიერ წამოწყებული სასაზღვრო კონფლიქტი.[31]
- 5103 იბ
- 5100 იბ
- სითების ბნელი ლორდი მარკა რაგნოსის მიერ ტენებრი დანიშნულია ნათემის მმართველად. ტენებრი ხდება ლორდი ვიშიეიტი.[49]
- 5010 იბ
- ტეტა ადის პლანეტა დიდი კოროსის სამეფო ტახტზე. მალე, კოროსის სისტემის შვიდი სამყაროს გასაერთიანებლად, მისი ძალისხმევით დიდი გამაერთიანებელი ომები.[1]
მანდერონის შემდგომი პერიოდი (5000 იბ-4000 იბ)[]
- 5000 იბ
- დასრულდა გამაერთიანებელი ომები. კოროსის სისტემა გაერთიანდა იმპერატორ ქალ ტეტას.[1]
- ბელსავისზე დაიწყო გამყინვარება. (დაახლოებით)
- მარკა რაგნოსის აღსასრული. ტახტის გამო მოხდა დუელი ერთმანეთის მოწინააღმდეგე ლუდო კრესშსა და ნაგა სადაუს შორის. რაგნოსის ძალის აჩრდილი ამ ყველაფერს დაჰყურებს, ხოლო სადაუ იმარჯვებს და ხდება სითების ახალი ბნელი ლორდი.[50]
- დიდი ჰიპერსივრცული ომი — გალაქტიკური რესპუბლიკისა და სითების იმპერიის გალაქტიკური კონფლიქტი იწყება ორი ნორჩი მზვერავის, გევ და ჯორი დარაგონების გამოჩენით, მას შემდეგ, რაც ისინი შემთხვევით გაიცნობენ სითებს.[1]
- დასრულდა მანდერონის პერიოდი.[1]
- სადაუ იწყებს დიდ ჰიპერსივრცულ ომს, იმ იმედით, რომ რესპუბლიკას დაიპყრობს. იგი თავს ესხმის რესპუბლიკის მთავარ წერტილებს, ჰიპერმარშრუტ დარაგონების ბილიკის გაყოლებაზე მდებარე კორუსანტს და კოროსის სისტემებს.[1]
- შენდება ბნელი მთიბავი. (დაახლოებით)
- მეფე ადასის ჰოლოკრონი იკარგება აშას-რიზე მისი მფლობელის, ლორდ გარუს დაღუპვის შემდეგ.[51]
- სადაუს ძალები, საბოლოოდ, უკუქცეულია, როდესაც აღმოჩნდება, რომ ისინი ილუზიებით შეიქმნა და სადაუ ბრუნდება სითების იმპერიაში, სადაც მას ესხმის ლუდო კრესში.[1]
- კრესშის ფლოტის განადგურების შემდეგ სადაუ გარბის და ემალება რესპუბლიკის ფლოტსაც. ახალ საცხოვრებლად იგი ირჩევს მთვარე იავინ-4.[1]
- სითების ხომალდი ნიშანი ავარიულად ეშვება პლანეტა კეშზე. მისი ეკიპაჟი იქცევა სითების დაკარგულ ტომად, ხოლო მომასწავებელი მოსროლილია მომავალში და ჩნდება იავინის ბრძოლიდან დაახლოებით 41 წელს.[52]
- უზენაესი კანცლერი პალტიმო გასცემს ბუნდოვან კალდერაში შეჭრის ბრძანებას, რათა იქ განადგურდნენ დარჩენილი სითები.[1]
- ზეახალი ვარსკვლავი ჩნდება მოდელის სექტორში და წარმოშობს დინ-პულსარს. (დაახლოებით)[1]
- დუროსი მზვერავები პოულობენ პლანეტა ადნერემს. (დაახლოებით)[53]
- ჩილაზე გამყინვარება ჩაივლის. მისი ზედაპირი იფარება მყინვარებით და ჩისები იმალება მიწის სიღრმეებში (დაახლოებით)[18]
- კარიდას აკადემიის სიმბოლო ამოიჭედება მთვარე კარიდას და მას ეწოდება მასკოტის მთვარე. (დაახლოებით)[54]
- დაარსდა ვარსკვლავური შეთქმულება. (დაახლოებით)
- 4999 იბ
- ვიშიეიტი ნათემაზე, თავის მშობლიურ პლანეტაზე, იხმობს იმპერიის დარჩენილ ლორდებს და ყველას იმორჩილებს. იგი ატარებს სითების მაგიის რიტუალს. ნათემას რიტუალით პლანეტიდან მთლიანად ქრება ძალის გავლენა. ამრიგად, მასზე იღუპება ყველა, გარდა ვიშიეიტისა. ის უკვდავებას იძენს და ხდება სითი იმპერატორი — უსასრულოდ ძლევამოსილი.[49]
- აბრალებს რა ნათემას განადგურებას ჯედაებს, სითი იმპერატორი იმპერიის დარჩენილ წარმომადგენლებთან ერთად სითების სივრცეს ტოვებს.[49]
- 4985 იბ
- რავილან როთი კეშირებით დასახლებულ სოფელს წამლავს ციანოგენის სილიკატით, რათა დაკარგული ტომი მიიმხროს და კეშიდან გაქცევა აიძულოს, თუმცა სილა კორსინი სხვა სოფლებსაც წამლავს და როთს ამ კვლას აბრალებს. როთს და ორმოცდაჩვიდმეტ დარჩენილ წმინდასისხლიან სითს სიკვდილით სჯიან.[55]
- 4980 იბ
- სითები ჩადიან დრომუნდ-კაასზე, სადაც სითი იმპერატორი აარსებს სითების აღდგენილ იმპერიას.[49]
- 4975 იბ
- დაარსდა ზეცის შვილი მოხეტიალეების ჯგუფი.
- იარუ კორსინი დაიღუპა ცოლის, სილას მიერ წამოწყებული ამბოხისას. მისი ქალიშვილი ნიდა ხდება დიდი ლორდი.[56]
- 4960 იბ
- დაიბადა ნიდა კორსინის ვაჟი, დონელანი.[57]
- დაახლ. 4904 იბ
- გრანდ-მოფ ოდილ ვაიკენის საბოლოო კამპანია უცხომიწელთა წინააღმდეგ დასრულდა მისი დაღუპვით.[58]
- 4896 იბ
- ნიდა კორსინის, როგორც სითების დაკარგული ტომის დიდი ლორდის, 79 წლიანი მმართველობა დასრულდა მისი აღსასრულით.[59]
- 4800 იბ
- დაიწყო განკების ხოცვა-ჟლეტები: სუნელის ძვირფასი მადნეულის, რილის აღმოჩენის შემდეგ პორპორიტებს შორის დაიწყო სისხლიანი ომი სუნელისთვის. სხვადასხვა ფრაქცია, დაქირავებული განკების დახმარებით გადაწყვიტავს პორპორიტების დაცვას, მაგრამ განკები პორპორიტებს ანადგურებენ და საკუთარ რიგებში ულმობელ კვლას იწყებენ.[9]
- 4789 იბ
- ოსტატი მხტომელი ბარკინი რესპუბლიკის რეაქტიულ მხტომებელს მეთაურობს განკების ხოცვა-ჟლეტებში.[42]
- 4775 იბ
- განკების ხოცვა-ჟლეტები დასრულდა რაინდი ჯედაების და მრავალი საომარი დროიდი ჯაგერნაუტის ჩარევით. ეს დროიდები აიწყო კანცლერ ვოკატარას დაკვეთით, რესპუბლიკის განკების წინააღმდეგ ბრძოლისთვის.[42]
- დაახლ. 4645 იბ
- სითი ლორდი დართ დრირი ოდესერ-ფოსტინზე აარსებს ოდესერ-ფოსტინის სითების აკადემიას, რომლის სიღრმეში აშენებს საიდუმლო ტაძარს. იქ იგი მალავს თავის ჰოლოკრონს.[60]
- 4606 იბ
- სითი ლორდი კელ'ეთ ური სითმა იმპერატორმა მოკლა ნათელი მხარის შესახებ ერესისთვის. მისი ცხედარი დაიკრძალა ბნელ ტაძარში, დრომუნდ-კაასზე.[61]
- დაახლ. 4600 იბ
- დაახლოებით ამავე დროს ჯედაები დუინუოგვუინ უილლმ ლივინის მეთაურობით ტეია IV-ზე აარსებენ ტეიანის პრაქსეუმ.[62]
- 4598 იბ
- შეიქმნა შავი კოდექსის ბირთვი.[28]
წყაროები[]
- ვარსკვლავური ომები: ჯადოქრობის მიღმა
- პერსონაჟების ახალი ძირითადი ცნობარი
შენიშვნები და სქოლიო[]