ეს სტატია აღწერს აღნიშნული თემის კანონიკურ ვერსიას.  დააწკაპუნეთ აქ, რათა მოხვდეთ ჰოლოპედიაში წარმოდგენილ თემის ლეგენდარულ ვერსიაზე. 
Queicon.png
სტატიის სახელწოდება სავარაუდოა
მიუხედავად იმისა, რომ სტატია ეფუძნება კანონიკურ ინფორმაციას, სახელწოდება სავარაუდოა.

იავინის ბრძოლის შემდეგ, გალაქტიკური სამოქალაქო ომის დროს, დაიწყეს კალენდარული სისტემის გამოყნება, რომელიც ნულოვანი წელიწადის სახით იყენებდა აღნიშნულ ბრძოლას. აქედან მიმდინარეობდა გალაქტიკური ისტორიის აღრიცხვა. ბრძოლის შემდგომი თარიღები აღინიშნებოდა როგორც იბშ (იავინის ბრძოლის შემდგომი), ხოლო მანამდე განვითარებული — როგორც იბ (იავინის ბრძოლამდელი).[1]

ისტორია[edit | edit source]

კალენდარული სისტემის აქტიური გამოყენება დაიწყეს ახალი რესპუბლიკის ეპოქაში. იგი გამოიყენებოდა რუკებზე, რომელთა შემდგენელი, როგორც თვლიდნენ, იყო ითორიანი მხატვარი გემიტ ჩონდი. რუკებზე აღნიშნულ ადგილებთან დაკავშირებული მოვლენები მითითებული იყო. მათი დიდი ნაწილი შეიცავდა ცნობებს სკაიუოკერების ოჯახის ხსეენბით. თავად ჩონდი ამ ადგილებში ნამყოფი არ ყოფილა. ითვლებოდა, რომ ყველა რუკა შედგენილი იყო მოგზაურების მონათხრობის საფუძველზე, ვინაიდან მშობლიური სამყარო მხატვარს არასოდეს დაუტოვებია.[1]

მსგავსი დათარიღების სისტემა იყო ლოთალური კალენდარი, რომელშიც აღნიშნული იყო მრავალი თარიღი, მათ შორის ყველაზე ადრეული იყო 3277 იბ.[2]

კადრს მიღმა[edit | edit source]

სისტემა ვარსკვლავური ომები კანონის ფარგლებში პირველად ჩნდება Star Wars: Card Trader-ის ბარათზე R2-D2 - ჯაბას იალქნებიანი კარჭაპი. მასზე მითითებულია, რომ ჰატ ჯაბასგან ჰან სოლოს გადარჩენის წელია 3 იბშ.[3] 2016 წელს გამოცემულ ენციკლოპედიაში ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი ავტორი ემილ ფორჩენი განმარტავს იბ/იბშ სისტემას და მას პირველად უწოდებს გალაქტიკურ კალენდარს.[1] კალენდრის წინა ვერსია ვარსკვლავური ომების ლეგენდების უწყვეტობაში გამოჩნდა West End Games-ის 1996 წლის როლური თამაშის თანმხლებ წიგნში Star Wars: The Roleplaying Game, მეორე გამოცემა, რედაქტირებული და გაფართოებული, რომლის ავტორია ბილ სმითი.[4]

ჰოლოპედიაში ამჟამად გამოიყენება იბ/იბშ სისტემა — როგორც ლეგენდების, ასევე კანონთან დაკავშირებული სტატიების შემთხვევაში.

წყაროები[edit | edit source]

შენიშვნები და სქოლიო[edit | edit source]

სხვა ენები
Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.