ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

გალაქტიკური სამოქალაქო ომი (4 იბ5 იბშ), იგივე რევოლუცია და აჯანყება, იყო გალაქტიკური დიდი კონფლიქტი, რომლის დროს რესპუბლიკის აღდგენის ალიანსი გალაქტიკაში დემოკრატიის აღდგენის მიზნით აჯანყების ფორმით ებრძოდა გალაქტიკური იმპერიის ძალებს. აჯანყების საწყისები შეიმჩნეოდა ჯერ კიდევ კლონების ომების დროს, როდესაც გალაქტიკური რესპუბლიკის და ჯედაების ორდენის ძალები დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციას დაუპირისპირდნენ. მას შემდეგ, რაც უზენაესი კანცლერი პალპატინის მიერ (რომელიც ფარულად სითი ლორდი დართ სიდიუსი იყო) რესპუბლიკა გარდაიქმნა იმპერია, ხოლო ჯედაების ორდენი განადგურდა, წარმოიშვა და იმპერიას დაუპირისპირდა აჯანყებულთა მრავალი დაჯგუფება. მათი ნაწილი გაერთიანდა და იქცა რესპუბლიკის აღდგენის ალიანსად.

ომის დაწყების ოფიციალური პერიოდია 4 იბ. აჯანყებულთა ალიანსი ჩამოყალიბდა იავინის ბრძოლამდე 2 წელს მონ მოთმას მიერ აჯანყებულთა ალიანსის გამოცხადებით. იავინის ბრძოლამდე 0 წელს ალიანსმა პირველი დიდი წარმატება მოიპოვა სიკვდილის ვარსკვლავის, იმპერიის პლანეტების გამანადგურებელი საბრძოლო სადგურინახაზების მოპოვებით. აჯანყებულთა ალიანსს ისინი ლუკ სკაიუოკერის და ჰან სოლოს დახმარებით გადასცა პრინცესა ლეია ორგანამ. ნახაზების შესწავლის შემდეგ აჯანყებულთა და იმპერიის ძალებს შორის მოხდა იავინის ბრძოლა, რომელშიც ლუკმა, სოლოს თანაშემწეობით, სიკვდილის ვარსკვლავი გაანადგურა. ამის შემდეგ ალიანსმა იმპერიაზე სხვა დარტყმები განახორციელა: თავდასხმა იმპერიის ძირითად საბრძოლო საშუალებათა ქარხანაზე, რამაც იმპერიას დიდი დარტყმა მიაყენა. ამის გამო მან წამოიწყო ალიანსის მთელ გალაქტიკაში დევნა, რასაც სათავეში ჩაუდგნენ დართ ვეიდერი, სითების ბნელი ლორდი და იმპერატორის მთავარი აღმასრულებელი პირი. ვეიდერის ძალებმა ალიანსს პლანეტა ჰოთზე მიაგნეს. ჰოთის ბრძოლამ ალიანსი აიძულა, დაეტოვებინა თოვლიანი პლანეტა და მისი ფლოტმა თავს მიმალვით უშველა.

გავიდა ექვსი თვე და იავინის ბრძოლიდან 4 წელს ალიანსმა შეიტყო მეორე სიკვდილის ვარსკვლავის არსებობის შესახებ (რაც, სინამდვილეში, მახე იყო). ალიანსის ძალები, იმ იმედით, რომ სადგურზე მოულოდნელ თავდასხმას განახორციელებდნენ, შეიკრიბნენ და მთლიანი ფლოტით სცადეს სიკვდილის ვარსკვლავის განადგურება. თუმცა, მათ ჩასაფრებაში ელოდებოდა დიდი იმპერიული ფლოტი და ოორივე ძალის შესაძლებლობები გამოვლინდა ენდორის ბრძოლაში. მის დროს სკაიუოკერი, რომელმაც შეიტყო, რომ ვეიდერი მისი მამა იყო, ბნელ ლორდს საბოლოო დუელში დაუპირისპირდა. იმპერატორმა სცადა, მოეკლა ნორჩი სკაიუოკერი, თუმცა ვეიდერში გაიღვიძა შვილისადმი გრძნობამ და მან სიდიუსი შახტში გადააგდო, რითაც აღსრულდა მისი, როგორც რჩეულის ბედი და სითებიც განადგურდნენ. ვეიდერი, კვლავ ანაკინად დაბრუნებული, დაიღუპა იმ ბრძოლისას მიღებული დაზიანებების გამო და სითების გალაქტიკაში ბატონობა დასრულდა. ალიანსმა ამასობაში მეორე სიკვდილის ვარსკვლავი გაანადგურა და იმპერია მიმოიბნა.

იმპერატორის დაღუპვის შემდეგ დარჩა ძალაუფლების ერთგვარი ვაკუუმი. მრავალი იმპერიელი მოფი და სხვა მეთაური ძალაუფლებისთვის იბრძოდა. სხვებმა იმპერიის რიგების დატოვება დაიწყეს და უბრალოდ მთავარსარდლებად იქცნენ. იმპერატორის დაღუპვის ამბის დაფარვის მიზნით გუბერნატორმა უბრიკ ადელჰარდმა ანოატის სექტორი რკინის ბლოკადის მიღმა დატოვა, რასაც სექტორში ამბოხი მოჰყვა. ერთი წლის შემდეგ იმპერია ახალ რესპუბლიკას, აჯანყებულთა ალიანსის მიერ ჩამოყალიბებულ ძალას, საბოლოო ბრძოლისას, შეეჯახა ჯაკუზე. თუმცა, მრჩეველ გალიუს რაქსის მეთაურობით იმპერია დამარცხდა და, შიდა დაპირისპირებების ფონზე, მისმა წინამძღოლმა, დიდმა ვეზირმა მას ამედამ, კაპიტულაცია გამოაცხადა. შანდრილაზე მან რესპუბლიკასთან ხელი მოაწერა გალაქტიკურ შეთანხმებას, რითაც კონფლიქტი ოფიციალურად დასრულდა და შეიზღუდა იმპერიის სამხედრო შესაძლებლობები, დაასრულა რა მისი აქტიური მოქმედება.

მართალია, სამოქალაქო ომი დასრულდა, დაცემული იმპერიის რიგებში ფრაქციულობამ იფეთქა — სხვადასხვა მხედართმთავარის მეთაურობით, აქა-იქ მიმოფანტული იმპერიული ნამსხვრევები არსებობას კვლავ განაგრძობდნენ. ახალმა რესპუბლიკამ შეადგინა ახალი დეკლარაცია, რომლის მიხედვით ნებისმიერი იმპერიელი ოფიციალური დამნაშავედ ითვლებოდა. ამას მოჰყვა ცივი ომი. თუმცა, მრავალი ყოფილი იმპერიული ოფიცერი, არისტოკრატი, ტექნოლოგი, მთავარსარდალი თუ ლოიალისტი, დაიმალა უცნობ რეგიონებში, სადაც მათ მიერ პალპატინის მიერ შემუშავებული გაუთვალისწინებლობის გეგმის ფარგლებში ჩამოყალიბდა პირველი ორდენი.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]