- „არ არსებობს თავაზიანობა, მხოლოდ პოლიტიკაა.“
- ―შივ პალპატინი
გალაქტიკური სენატი, იგივე გალაქტიკური კონგრეგი, რესპუბლიკის კონგრესი ან რესპუბლიკის სენატი, იყო გალაქტიკური რესპუბლიკის მმართველი უწყება. მასში შედიოდნე გალაქტიკის მრავალი პლანეტის წარმომადგენელი სენატორები. ყველა მათგანი ექვემდებარებოდა უზენაეს კანცლერს, რომელსაც ამომრჩევლები ირჩევდნენ. სენატის მთავარი ფუნქცია იყო სხვადასხვა სამყაროს შორის უთანხმოებათა გადაწყვეტა და რესპუბლიკის სამართავად კანონებისა და რეგულაციების შემუშავება
გალაქტიკური იმპერიის პერიოდში გალაქტიკური სენატი გარდაიქმნა ცერემონიულ საკანონმდებლო ასამბლეად, რომელსაც იმპერიული სენატი ეწოდა. იგი მეტწილად სუსტი იყო, ვინაიდან მის წევრებს იმპერატორ შივ პალპატინის გადაწყვეტილებათა გასაჩივრება არ შეეძლოთ. იავინის ბრძოლამდე პალპატინმა ოფიციალურად დაითხოვა სენატი.
ენდორის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ აჯანყებულთა ალიანსი გარდაიქმნა ახალ რესპუბლიკად. მისი ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება იყო რესპუბლიკის სენატის აღდგენა, რაც მოხდა ჩანდრილაზე, ახალი რესპუბლიკის პირველი დედაქალაქის პლანეტაზე. ახალი ტრადიციის მიხედვით, დედაქალაქი მუდმივად იცვლიდა ადგილმდებარეობას, ისევე, როგორც ახალი სენატი.
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
- უილიამ შექსპირის „მუქარის მოჩვენება“: ვარსკვლავური ომები, ნაწილი პირველი
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ფრიმეიკერების თავგადასავლები — გაქცევა კორუსანტიდან (ჩნდება ჰოლოგრამის სახით)
- LEGO Star Wars: The Skywalker Saga