
გალაქტიკური ქრონოლოგია არის სამყაროს შიდა ვიდეოების სერია, რომელიც უკავშირდება ვიდეოთამაშს Star Wars: The Old Republic. ეს ვიდეობი ქვეყნდებოდა საიტზე StarWarsTheOldRepublic.com, ჯედაების არქივების ბაზის მონაცემთა სახით. მათი მთხრობელია ოსტატი ჯედაი ნოსტ-დურალი.
თხრობა შებრუნებული თანმიმდევრობით მიმდინარეობს და იწყება კორუსანტული შეთანხმებით, შემდეგ კი გრძელდება მანამდე მიმდინარე მოვლენებით. იგი მოიცავს ჯედაების სამოქალაქო ომის და ძველი სითების ომების პერიოდებს. დაუსრულებელი თავები აღწერენ რესპუბლიკის ჩამოყალიბებას, მეორე დიდ განხეთქილებას, თხრობა კი მთავრდება რესპუბლიკამდელ პერიოდში ტაითონზე ძალის აღმოჩენით.
ქრონოლოგია 12-ის შემდეგ 2011 წლის დასაწყისში სხვა ვიდეოების წარმოება შეწყდა, ვინაიდან მასალა თამაშს უკვე ნაკლებად უკავშირდებოდა.[1]
ვიდეოები[]
- ქრონოლოგია 1: კორუსანტული შეთანხმება
- ქრონოლოგია 2: მანდალორული ბლოკადა გარღვეულია
- ქრონოლოგია 3: მანდალორელთა დაბრუნება
- ქრონოლოგია 4: იმპერია სტრატეგიას ცვლის
- ქრონოლოგია 5: ბოთავუის ბრძოლა
- ქრონოლოგია 6: სითების იმპერიის შეტევა
- ქრონოლოგია 7: მშვიდობა რესპუბლიკაში?
- ქრონოლოგია 8: ჯედაების სამოქალაქო ომი
- ქრონოლოგია 9: მანდალორული ომები
- ქრონოლოგია 10: ეგზარ კუნის ომი
- ქრონოლოგია 11: სითების იმპერიის აღორძინება
- ქრონოლოგია 12: დიდი ჰიპერსივრცული ომი
გამოუქვეყნებელი ვიდეოები[]
- ქრონოლოგია 13: პირველი ბნელი სითი ლორდები კორიბანზე
- ქრონოლოგია 14: ჯედაების მეორე დიდი განხეთქილება
- ქრონოლოგია 15: ჯედაები უერთდებიან რესპუბლიკას
- ქრონოლოგია 16: რესპუბლიკის დაარსება
- ქრონოლოგია 17: ჯედაების ორდენის ჩამოყალიბება
- ქრონოლოგია 18: ძალის ომი ტაითონზე
- ქრონოლოგია 19: ძალა აღმოჩენილია ტაითონზე
დამატებითი ბმულები[]
Galactic Timeline The Old Republic Holonet-ში (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)