ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

გამჟღავნებები (2022) 1 არის ცალკეული კანონიკური კომიქსი. მისი ტექსტის ავტორია მარკ გუგენჰაიმი, ხოლო მხატვრები — სალვადორ ლაროკა, პაკო მედინა და სხვები. გამოშვება გამოიცა Marvel Comics-ის მიერ, 2022 წლის 23 ნოემბერს.

შეჯამება გამომცემლობისგან[]

ᲯᲘᲚᲓᲝᲖᲔ ᲛᲝᲜᲐᲓᲘᲠᲔᲗᲐ ᲝᲛᲘᲡ შემდეგ იყო ᲐᲚᲘᲡᲤᲔᲠᲘ ᲑᲐᲢᲝᲜᲝᲑᲐ...ახლა, ᲤᲐᲠᲣᲚ ᲘᲛᲞᲔᲠᲘᲐᲨᲘ, კი'რამ გალაქტიკა ძირამდე შეარყია!...მაგრამ რა ელის აჯანყებას? იმპერიას? რა როლი აქვთ ჯილდოზე მონადირეებს? და როგორ არის დოქტორი აფრა? იხილეთ გმირთა და გაიძვერათა მომავლის შემდეგი ნაბიჯი შორეულ, შორეულ გალაქტიკაში, როდესაც ᲛᲐᲠᲙ ᲒᲣᲒᲔᲜᲰᲐᲘᲛᲡ (ᲰᲐᲜ ᲡᲝᲚᲝ ᲓᲐ ᲩᲣᲑᲐᲙᲐ) შეუერთდება მთელი რიგი მხატვრების, რათა გიამბოთ მქუხარე ამბავი, რომელიც დიდი ხანი არ დაგავიწყდებათ! ᲕᲐᲠᲡᲙᲕᲚᲐᲕᲣᲠᲘ ᲝᲛᲔᲑᲘᲡ მომავლის გზა აქ იწყება!

შესავალი[]

ᲒᲐᲛᲟᲦᲐᲕᲜᲔᲑᲔᲑᲘ
გალაქტიკაში დიდი ბრძოლების დროა, გმირები და ბოროტები კი მასში უპირატესობისთვის იბრძვიან. ლუკ სკაიუოკერი, ლეია ორგანა, ლენდო კალრისიანი და აჯანყებულთა ალიანსი მრავალ პლანეტაზე გალაქტიკური იმპერიის დამხობას ცდილობენ, ხოლო ბოროტი ლორდი დართ ვეიდერი ეძებს მათ, ვინც იმპერიას წინ აღუდგება.

ვეიდერს ეხმარებიან საბე — მისი დაკარგული საყვარლის, პადმე ამიდალას ყოფილი მოახლე ქალი — და ბაილერტ ველენსი, რომელიც ვეიდერმა იმპერიის რიგებში საბრძოლველად შეიყვანა. სანამ უცნობი რჩება, თუ ვისი ერთგულია სინამდვილეში საბე, ველენსი კვლავ ეჯახება ყოფილ თანამზრახველ ტ'ონგას და მის ჯილდოზე მონადირეთა გუნდს.

მაგრამ ყველაზე სახიფათოა ჩანაფიქრი კრიმინალური სინდიკატ ალისფერი გარიჟრაჟის წინამძღოლ ლედი კი'რასი, რომელიც გეგმავს გაბედულ დარტყმას, რითაც გაანადგურებს სითებს და იმპერიას ძალაუფლებას გამოსტაცებს. თუმცა, კი'რამ არ იცის, რომ იგივე გეგმა აქვს მარადიულ ნაპერწკალს, არქაულ ტექნოლოგიას, რომელიც პატრონებს სითების მსგავს უნარებს ანიჭებს…და შეპყრობილი ჰყავს არქეოლოგი დოქტორი ჩელი აფრა.

ყველა ეს, ერთი შეხედვით, ერთმანეთისგან განსხვავებული ძაფები, სინამდვილეში ერთ ნაქსოვად იკვრება, რომლის განჭვრეტა შეუძლია მხოლოდ ᲥᲡᲔᲚᲝᲕᲐᲜᲘ ᲭᲐᲝᲑᲘᲡ ᲗᲕᲐᲚᲡ….

გარეკანების გალერეა[]

გამოჩენები[]

[დამალვა/ჩვენება]
ტიპის მიხედვით
 
პერსონაჟები ორგანიზმები დროიდების მოდელები მოვლენები ადგილები
ორგანიზაციები და წოდებები გონიერი არსებები ტრანსპორტი და გემები იარაღები და ტექნოლოგია სხვადასხვა

პერსონაჟები

დროიდების მოდელები

მოვლენები

ადგილები

ორგანიზაციები და წოდებები

გონიერი რასები

ტრანსპორტი და გემები

იარაღები და ტექნოლოგია

სხვადასხვა

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 1.17 1.18 1.19 Marvel-TemplateLogo ᲕᲐᲠᲡᲙᲕᲚᲐᲕᲣᲠᲘ ᲝᲛᲔᲑᲘ: ᲒᲐᲛᲟᲦᲐᲕᲜᲔᲑᲔᲑᲘ 1 (2022) #1 Marvel Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  2. მოვლენების განვითარება კომიქსში გამჟღავნებები 1 ხდება ღრუბლების ქალაქიდან გაქცევის შემდეგ, ჰან სოლოს გადარჩენამდე. როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი, ამ მოვლენათა განვითარების დროა 3 იბშ და 4 იბშ.

გარე ბმულები[]

სხვა ენებზე
Advertisement