განდგომილი ერთი: ადაპტაცია 1 არის პირველი გამოშვება Marvel-ის კომიქსების ამავე სახელწოდების ადაპტაციიდან, რომელიც ეფუძნება ამავე სახელწოდების ფილმს. მისი ტექსტის ავტორია ჯოდი ჰაუსერი, ხოლო მხატვრები — ემილიო ლაისო და ოსკარ ბაზალდუა. კომიქსი გამოიცა 2017 წლის 5 აპრილს.
შეჯამება გამომცემლობისგან[]
აჯანყება მოვიდა! წლის უდიდესი ფილმი დიდი ეკრანიდან კომიქსის გვერდზე გადმოდის! ყველას მზერა მიქცეული იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლი აჯანყებისკენ, რომელიც შეიტყობს ახალი სუპერიარაღის, სიკვდილის ვარსკვლავის არსებობაზე. ახალი გმირები, ჯინ ერსო და კასინა ანდორი იწყებენ ახალი სუპერიარაღის გასანადგურებლად ნახაზების მოპარვის უიმედო მისიას. შეუერთდით მწერალ ჯოდი ჰაუსერის (ᲛᲐᲥᲡ ᲠᲐᲘᲓᲘ) და მხატვარ ემილიო ლაისოს (ᲕᲐᲠᲡᲙᲕᲚᲐᲕᲣᲠᲘ ᲝᲛᲔᲑᲘ: ᲬᲔᲚᲘᲬᲓᲔᲣᲚᲘ: ᲰᲔᲠᲙᲣᲚᲔᲡᲘ) ამ ამბავს, რომელიც წინ უსწრებს შემდგომ ეპიკურ საგას...
უწყვეტობა[]
გამოშვების პროლოგში მითითებულია „თხუთმეტი წლით ადრე“, რაც არის 15 იბ. აქ იგულისხმება ჯინ ერსოს დიალოგი ფილმიდან განდგომილი ერთი: ვარსკვლავური ომების ამბავი. მაგრამ, როგორც უთითებს ფილმთან დაკავშირებული მასალაები, მაგალითად, რომანი, საყმაწვილო რომანი და ვიზუალური ცნობარი, „თხუთმეტი წელი“ არის ერსოს მიერ დაახლოებით დათვლილი დრო, სინამდვილეში კი მოვლენები ვითარდება 13 წლით ადრე, რაც არის 13 იბ.[3]
მედია[]
გამოცემები[]
- UPC 759606086641; 5 აპრილი, 2017; Marvel Comics[1]
- 00111; გარეკანი A, ფილ ნოტო
- 00121; გარეკანი B, ჯონ ტაილერ კრისტოფერი
- 00131; გარეკანი C, Lucasfilm Ltd.
- 00141; გარეკანი D, ჯო კინონესი
- 00151; გარეკანი E, მაიკ მეიჰიუ
- 00161; გარეკანი F, ტერი დოდსონი, რეიჩელ დოდსონი
- 00171; გარეკანი G, ცარიელი
- 00116; გარეკანი H; ჯონ ტაილერ კრისტოფერი
- 00117; გარეკანი I; Lucasfilm Ltd.
- 00191; გარეკანი J; ჯონ ტაილერ კრისტოფერი
გარეკანების გალერეა[]
გამოჩენები[]
პერსონაჟები | ორგანიზმები | დროიდების მოდელები | მოვლენები | ადგილები |
ორგანიზაციები და წოდებები | გონიერი არსებები | ტრანსპორტი და გემები | იარაღები და ტექნოლოგია | სხვადასხვა |
პერსონაჟები
|
დროიდების მოდელები
მოვლენები
|
ადგილები
|
ორგანიზაციები და წოდებები
|
გონიერი რასები
|
ტრანსპორტი და გემები
|
იარაღები და ტექნოლოგია
|
სხვადასხვა
|
კრებულები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 ვარსკვლავური ომები: განდგომილი ერთი: ადაპტაცია (2017) #1 Marvel Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
- ↑ 2.0 2.1 ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ ფილმის განდგომილი ერთი: ვარსკვლავური ომების ამბავი მოვლენები ვითარდება იავინის ბრძოლამდე 0 წელს, ხოლო ვარსკვლავური ომები: განდგომილი ერთი: სრული ვიზუალური ცნობარი უთითებს, რომ პროლოგი ვითარდება 13 წლით ადრე ან მისი მოვლენების დროა პირდაპირ 13 იბ.
- ↑ ვარსკვლავური ომები: განდგომილი ერთი: სრული ვიზუალური ცნობარი