- „აჯანყება იწყება იმედით.“
- ―კასიან ანდორი
განდგომილი ერთი: ვარსკვლავური ომების ამბავი არის ანთოლოგიური ფილმი ვარსკვლავური ომების ფილმების სერიიდან. მისი რეჟისორია გარეთ ედვარდსი, ხოლო სცენარის ავტორები — კრის უაიცი და ტონი გილროი. ფილმი გამოვიდა 2016 წლის დეკემბერში.
მოქმედება ამ, რიგით პირველ ანთოლოგიურ ფილმში, მიმდინარეობს პერიოდში, რომელიც წინ უსწრებს ახალი იმედის მოვლენებს. სიუჟეტის მიხედვით, მცირე რაზმი იპარავს სიკვდილის ვარსკვლავის სქემებს, რათა ისინი ლეია ორგანას და აჯანყებულთა ალიანსს გადასცეს.
შინაარსი[]
გალენ ერსოს დაჭერა[]
- „სამუშაოები შეჩერებულია. უნდა დაბრუნდე.“
- ―დირექტორი ორსონ კალან კრენიკი
გალაქტიკური იმპერიის დაარსებიდან დაახლოებით 13 წელს დირექტორი ორსონ კრენიკი და მისი შტორმტრუპერები პლანეტა ლა'მუზე ეშვებიან. ისინი აპატიმრებენ მეცნიერ გალენ ერსოს, რათა აიძულონ, დაასრულოს მუშაობა სიკვდილის ვარსკვლავზე, კოსმოსურ სადგურზე, რომელსაც შეეძლება მთლიანი პლანეტების განადგურება. გალენის ცოლი, ლირა ერსო, მოკლულია მეუღლის დაცვის მცდელობისას. მათი ქალიშვილი, ჯინ ერსო, იმალება, სანამ მას მიაგნებს სო გერერა, პარტიზანების მეთაური, რომელიც გადაარჩენს და თან მიჰყავს.
ჯინი[]
გადის ცამეტი წელი და უკვე გაზრდილი ჯინ ერსო, ლიანა ჰალიკის ვინაობით, თავს ამოჰყოფს ვობანიზე მდებარე საპატიმრო ცენტრში. საკანში მასთან ერთად ულინ მასტერსიც აღმოჩნდება.
კაფრინის რგოლის ავანპოსტზე აჯანყებულთა ალიანსის ოფიცერი კაპიტანი კასიან ანდორი ხვდება ვინმე ტივიკს, რომელმაც იმპერიული სატვირთო ხომალდიდან წინა დღეს გაქცეული პილოტისგან შეატყო, რომ ჯედადან მოპოვებული კაიბერ-კრისტალების დახმარებით იმპერია ქმნის მძლავრ იარაღს. მას შემდეგ, რაც ანდორი ითანხმებს, ტივიკი უამბობს იმასაც, რომ ეს იარაღი არის "პლანეტების მკვლელი" და პილოტი ყველას ეუბნება, რომ იგი გამოაგზავნა გალენ ერსომ, სო გერერას ძველმა მეგობარმა.
განდგომილი იმპერიული პილოტი ბოდი რუკი ეძებს სო გერერას, ვინაიდან მას გალენ ერსოსგან უნდა გადასცეს საიდუმლო შეტყობინება — იმპერიის მიერ დიდი იარაღის შექმნის შესახებ. რუკი მის თავშესაფარს ჯედაზე მიაგნებს, მაგრამ სოს პარტიზანი შტორმტრუპერები — მათ შორის ბენთიკი — არ ენდობიან ბოდის და მას აპატიმრებენ. მართალია, ბოდი სოს უამბობს ყველაფერს, არც გერერა ენდობა. შესამოწმებლად, იგი რუკს ჩააგდებს საზარელ არსება ბორ გალიტთან, რის გამოც ბოდი დროებით კარგავს გონებას.
ჯინს იმპერიული საპყრობილედან ათავისუფლებს სამაშველო გუნდი „ბრავო“. მას ხვდებიან აჯანყებულთა მეთაურები — მონ მოთმა, ჯენ დოდონა, ბეილ პრესტორ ორგანა, დევიტს დრევენი და კასიან ანდორი. ისინი ერსოს დაითანხმებენ, შეახვედროს მათ გერერა, რომელსაც თავად მრავალი წლის წინ გაექცა. მიუხედავად იმისა, რომ ჯინს არწმუნებენ, თითქოს მისია სამაშველო ხასიათისაა, დრავენი კასიანს უბრძანებს, მოკლას გალენი, რათა იარაღი დაუსრულებელი დარჩეს. ჯინი, კასიანთან და გადაპროგრამებულ დროიდ K-2SO-თან ერთად, აჯანყებულთა U-ფრთებიანით ჯედასკენ მიემართება.
„ჯალათიდან“ გუბერნატორი ტარკინი აკვირდება იმპერიის დიდი იარაღის, სიკვდილის ვარსკვლავის მნენებლობას და სუპერლაზერის მასზე მონტაჟს. ორსონ კრენიკთან საუბრისას იგი აღნიშნავს, რომ უკმაყოფილოა სატვირთო ხომალდის პილოტის გაქცევით, ვინაიდან უკანასკნელი ჯედაზე ავრცელებს სიკვდილის ვარსკვლავის არსებობის ცნობებს. იგი აფრთხილებს, რომ იმპერატორი ვერ მოითმენს პროექტის შეყოვნებას. მიაჩნია რა, რომ ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას იარაღის შემოწმებით, ტარკინი მიანიშნებს, რომ მორიგ შეცდომას კრენიკს აღარ აპატიებენ.
ბრძოლა ჯედაზე[]
ჯინი, K-2SO და კასიანი ჩადიან ჯედაზე, სადაც ანდორი გეგმავს პარტიზანების მოკავშირესთან შეხვედრას. დროიდი ხომალდზე რჩება, ხოლო ჯინი და კასიანი ქალაქში მიდიან მოკავშირის საძიებლად, მაგრამ აღმოჩნდებიან შეიარაღებული დაპირისპირების შუაგულში — სო გერერას პარტიზანებისა და იმპერიული ძალების შეტაკებაში. ჯინს და კასიანს გადაარჩენს ბრძანებების მიუხედავად დასახმარებლად მოსული K-2SO. იმპერიულ შტორმტრუპერებთან ბრძოლის შემდეგ კოლონა ბრუნდება ტითონის მოედანზე, სადაც აჯანყება მიმდინარეობს. დასახმარებლად ჩნდებიან დამატებითი ძალები. K-2SO-ს შეცდომით ჩათვლიან იმპერიულ დროიდად, რომელსაც პატიმრები გადაჰყავს. დროიდი ცდილობს, მხარი აუბას მათ და განასახიეროს იმპერიის წარმომადგენელი, თუმცა მისი ჩანაფიქრი მალევე წარუმატებელი აღმოჩნდება. სამეულს გადაარჩენენ ბრმა ჩირრუტ იმვე და დაქირავებული მებრძოლი ბეიზ მალბუსი — მცველები ჯედას ტაძრიდან, რომელსაც აყაჩაღებენ იმპერიული ძალები. იმპერიის ლაშქრის უკუქცევის შემდეგ მოდის პარტიზანების ჯგუფი ბენთიკის მეთაურობით, რომელიც იტაცებს ანდორს, ერსოს და მათ ახალ ნაცნობებს, ხოლო დროიდი ამ დროისთვის ხომალდში იმალება. ჯინი აცხადებს, რომ გალენ ერსოს შვილია, ამიტომ პარტიზანებს დაპატიმრებულები მიჰყავთ კადერას კატაკომბებისკენ.
გალენის გზავნილი და ჯედას განადგურება[]
სანამ კასიანი და დანარჩენები საპყრობილეში იმყოფებიან, ჯინს მიიყვანენ სო გერერასთან. ჩირრუტი ამ დროს იმეორებს მანტრას "მე ვარ ძალასთან, ძალაა ჩემთან", ხოლო ბეიზი მის მისტიკურ მეთოდებს დასცინის. კასიანს ბეზრდება ჩირრუტის მოსმენა და იგი ცდილობს საპყრობილიდან გაქცევას. სო გაოგნებულია ჯინთან შეხვედრით, რადგან მრავალი წლის განმავლობაში არ უნახავს, მაგრამ ფიქრობს, რომ პილოტის შეტყობინება და ჯინის დაბრუნება ერთმანეთთან რაღაც კავშირშია და ხაფანგია, თუმცა ჯინი განუმარტავს, თუ რატომ ეძებს გალენს, ამიტომ გერერა მშვიდდება. ჯინი მას აგრეთვე ეუბნება, რომ ამ მისიიდან არაფრის მიღება სურს და მისი როლი აქ უკვე დასრულებულია. სოს არ სწამს, რომ ჯინს აღარ ადარდებს აჯანყებულთა მიზნები და სთავაზობს იმას, რაც შეაცვლევინებს გადაწყვეტილებას. სიკვდილის ვარსკვლავზე ამასობაში ტარკინი და კრენიკი ემზადებიან იარაღის ქალაქ ჯედაში გამოსაცდელად, პროტოკოლი 13-ის თანახმად იქ მყოფი ყველა იმპერიული დანაყოფის ევაკუაციის შემდეგ. კრენიკი მოითხოვს მთვარის სრულ განადგურებას, მაგრამ ტარკინი გადაწყვეტილებას შეაცვლევინებს და ბრძანებს საცდელი გასროლის განხორციელებას, მცირე სიმძლავრით. გარდაუვალი საფრთხის მოახლოებისას კასიანი, ჩირრუტი და ბეიზი კვლავ საპყრობილეში იმყოფებიან. მეზობელ საკანში ისინი ბოდი რუკს ამჩნევენ და კასიანი მას ესაუბრება. ბორ გალიტის ზეგავლენის გამო პილოტი გონს მოსული ჯერ არ არის, თუმცა ანდორი ახსენებს გალენის სახელს და ბოდი სწორედ ამის შემდეგ იხსენებს ყველაფერს. სიკვდილის ვარსკვლავი სულ მალე დაარტყამს პლანეტას, ხოლო გერერა ამ დროს ჯინს უჩვენებს გალენის ჰოლოგრამას, რომელშიც უკანასკნელი შვილს თბილად მიმართავს და საუბრობს სიკვდილის ვარსკვლავის პროექტზე მუშაობის შესახებ. იგი აგრეთვე ამბობს, რომ განგებ შეიტანა დიზაინში ცვლილება, რათა რეაქტორი დაუცველი ყოფილიყო, ასე რომ, მისი განადგურება შესაძლებელია. იგი უამბობს ჯინს, რომ სტრუქტურების ნახაზები ინახება იმპერიულ მონაცემთა ბაზაში პლანეტა სკარიფზე. ჰოლოგრამის დასრულებამდე სიკვდილის ვარსკვლავიდან გამოშვებულია სხივი, რომელიც პლანეტაზე ნგრევას იწვევს.
ქალაქის განადგურების დაწყებისას პარტიზანები იწყებენ კატაკომბების დატოვებას. კასიანი, ჩირრუტი და ბეიზი ასევე ტოვებენ საკანს. ანდორი უკავშირდება K-2SO-ს, რომელიც ატყობინებს განადგურების მსვლელობის შესახებ და ხომალდით მათკენ მიემართება. ბეიზი კასიანის თხოვნით ათავისუფლებს ბოდის. კასიანი პოულობს ჯინს და ამცნობს, რომ ბოდისგან მამამისის ადგილსამყოფელის შესახებ შეიტყო. ჯინი გერერას სთხოვს მათთან ერთად გამგზავრებას, მაგრამ სო არჩევს იქ დარჩენას და დაღუპვას. კატაკომბების ნგრევა იწყება და ამ დროს ჩნდება U-ფრთებიანი. როდესაც ყველა იქაურობას ტოვებს, სო იხსნის სასუნთქ მოწყობილობას. ტალღა ანადგურებს კატაკომბებს. ხომალდი ჰიპერსივრცეში ხტება.
სიკვდილის ვარსკვლავის წარმატებული გამოცდის შემდეგ ტარკინი კრენიკს ახსენებს წინა წარუმატებლობებს, მაგრამ განრისხებული ორსონი ჰპირდება, რომ თავად გაუმკლავდება როგორც გაქცეულ ბოდის, ასევე იდუზე მყოფ ალიანსის პოტენციურ მხარდამჭერს. კასიანი აჯანყებულთა ალიანსის ბაზას უგზავნის შეტყობინებას ჯედას განადგურების შესახებ და გენერალ დრევენისგან მიიღებს ბრძანებას, გააგრძელოს გალენის მოკვლის გეგმის შესრულება. ხომალდი იდუსკენ მიემართება. გალენის გზავნილი განადგურებულია ჯედაზე ნგრევისას, ამიტომ ჯინი ვერ დაამტკიცებს მამის უდანაშაულობას. იგი გადაწყვიტავს, თავად გამოიხსნას გალენი და წარუდგინოს ალიანსს, რათა მისდამი ბრალდებები მოხსნან.
გალენის დაღუპვა და კრენიკის საუბარი ვეიდერთან[]
კრენიკი მიემგზავრება იდუსკენ, სადაც აპირებს აჯანყებულთა მხარდამჭერის პოვნას. ჯინი და სხვები ასევე ჩადიან პლანეტაზე. კასიანი არ კლავს გალენს. კრენიკი იმუქრება, რომ მთელ გუნდს გაანადგურებს და გალენი, თანამშრომლების გადარჩენის მიზნით, აღიარებს, რომ დამნაშავეა. კრენიკი მაინც ხოცავს დანარჩენებს, ჯინი ჩნდება მამის დასახმარებლად, ხოლო დანარჩენი აჯანყებულები იწყებენ ბაზაზე შეტევას. გალენი დაჭრილია და შვილის ხელთ კვდება. ჯინი და აჯანყებულები მოგვიანებით პლანეტიდან იმპერიული მაქოთი გარბიან.
კრენიკი ტოვებს იდუს და მუსტაფარზე იდუმალ ბნელ ლორდ დართ ვეიდერს, მის სასახლეში ეწვევა. ვეიდერი გამოდის სამედიტაციო კამერიდან. იგი ამბობს, რომ სიკვდილის ვარსკვლავი იქცა მეტწილად პრობლემად, ვიდრე მისი გადაჭრის საშუალებად და უკმაყოფილოა კრენიკის წარუმატებლობით. თუმცა, ვეიდერი აცხადებს, რომ ჯედას და იდუს მოვლენების შემდეგ იმპერიული სუპერიარაღის საიდუმლო ცხადია. კრენიკი ჯედას მოვლენების განვითარებას აბრალებს ტარკინს. ვეიდერი გამოხატავს ვარაუდს, რომ ჯედას განადგურებას შეიძლება ეწოდოს მაღაროში მომხდარი აფეთქება, მაგრამ ერსოს ღალატი მაინც ემუქრება იმპერიის მიზნებს. იმპერატორი, მისი თქმით, გეგმების მიმდინარეობით კმაყოფილი უნდა დარჩეს და ამისთვის ყველაფერია გასაკეთებელი. კრენიკი ითხოვს მისთვის პროექტის კონტროლის უფლების შენარჩუნებას, რათა ტარკინს მასზე წვდომა არ ჰქონდეს. ბნელი ლორდი მას ახრჩობს ძალის მეშვეობით და უშვებს, აფრთხილებს რა, რომ სურვილები უნდა დაიოკოს.
აჯანყებულთა კრება და სკარიფზე გამგზავრება[]
- „აჯანყებები იწყება იმედით.“
- ―კასიან ანდორი
იავინზე აჯანყებულთა ბაზას დაბრუნების შემდეგ ჯინი და ბოდი ესწრებიან ალიანსის საბჭოს შეკრებას, სადაც ჯინი აჯანყებულებს მიმართავს თხოვნით, გაემგზავრონ სკარიფზე და მოიპარონ სიკვდილის ვარსკვლავის გეგმები, რათა დაადგინონ, თუ სად მდებარეობს სუსტი წერტილი — რეაქტორის მოდული. აჯანყებულთა მეთაურები — მონ მოთმა, ჯენ დოდონა, ბეილ პრესტორ ორგანა, ტინრა პამლო, ნოვერ ჯებელი, ვასპ ვასპარი, დევიტს დრევენი, ადმირალი რადუსი და ანტონ მერიკი — ვერ თანხმდებიან. ზოგიერთი სენატორის აზრით, აუცილებელია ფლოტის დაშლა, ვინაიდან მხოლოდ ის დარჩენიათ, მტერს ჩაბარდნენ. მოთმა, ორგანა და რადუსი ცდილობენ, მხარე დაუჭირონ ჯინის გეგმას. მიუხედავად ამისა, გეგმის მოწინააღმდეგენი არ უჯერებენ გოგონას ნათქვამს, ვინაიდან არ არსებობს მტკიცებულებები — გალენ ერსო და სო გერერა დაღუპულები არიან, ხოლო ჰოლოგრამა განადგურებულია. პამლოს, ვასპარის და ჯებელის წინააღმდეგობით ჯინისთვის სამწუხარო გადაწყვეტილება მიღებულია.
უმოქმედობით გაოგნებულნი, ჯინი, კასიანი, K-2SO და მოხალისე აჯანყებულები ოპერაციას საკუთარ ხელში იღებენ. ისინი იტაცებენ მაქოს, რათა სკარიფზე შენახულ მონაცემებზე წვდომა თავად მოიპოვონ. აფრენამდე მათ უკავშირდება აჯანყებულთა სარდალი, რომელიც მათგან ვინაობის დასახელებას მოითხოვს. ბოდი რუკი მოულოდნელად იგონებს საძახებელს „განდგომილი“. მაქო ტოვებს იავინს და სკარიფისკენ ალიანსის ნებართვის გარეშე მიემგზავრება.
სკარიფის ბრძოლა[]
- „არ იციან, რომ ჩვენ მივფრინავთ. არ გველიან. თუკი დაშვებას მოვახერხებთ, კიდევ გავრისკავთ, შემდეგ კვლავ და კვლავ, სანამ გავიმარჯვებთ ან შანსები ამოგვეწურება.“
- ―ჯინ ერსო განდგომილი ერთის წევრებს
როდესაც რაზმი სკარიფზე ჩადის, იწყებენ დაშვების ნებართვის კოდის გადაცემას, იმ იმედით, რომ მისი მოქმედების ვადა ჯერ არ ამოწურულა. საბედნიეროდ, კოდი მოქმედია და ჯგუფი გადის დამცავ ფარს. პლანეტაზე დაშვებისას, მისიის დაწყებამდე, ჯინი გუნდს მიმართავს და მის წევრებში იმედის გამოღვიძებას ცდილობს, ამბობს რა, რომ მიუხედავად მათი სიმცირისა, მოულოდნელად ყველაფერი შეიძლება მოხდეს. კასიანი ჯგუფს სთავაზობს, სამხედროების ყურადღება მიიქციონ მათზე შეტევით, ამასობაში კი, როგორც დარწმუნებულია, ისინი ციტადელში შეაღწევენ და გეგმებს მოიძიებენ. იმ დროს, როდესაც ჯინი, კასინი და K-2SO მონაცემთა ბაზაში დიზაინების გეგმებს ეძებენ, ჯგუფის სხვა წევრები სამხედროების ყურადღების მისაქცევად ყუმბარებს აფეთქებენ.
ჯინი და კასინი, გადაცმულები ინსპექტორებად, K-2SO-თან ერთად, აღწევენ ციტადელში, სადაც დროიდი იმავე მოდელის იმპერიული დროიდის მეხსიერებაში აღწევს, რათა მოიპოვოს გეგმების საცავის ადგილმდებარეობა. კრენიკის ბრძანებით, აფეთქებების შემდეგ, სიტუაციაში გასარკვევად გადის გარნიზონი. ტარკინს ამნცნობენ, რომ აჯანყებულებმა სკარიფზე შეაღწიეს. იგი ვარაუდობს, რომ მათ სწორედ სიკვდილის ვარსკვლავის გეგმების მოპოვება სურთ. გრანდ-მოფი ვეიდერს ამცნობს ორბიტული სადგურის მშენებლობის პროგრესის დეტალებს, შემდეგ კი სადგურის ჰიპერსივრცეში გაშვებას ბრძანებს.
იავინზე აჯანყებულებს ამცნობენ სკარიფზე მიმდინარე ბრძოლის შესახებ. სანამ ამის შესახებ თავად საბჭოში შეიტყობენ, ადმირალი რადუსი უკვე აგზავნის ფლოტს განდგომილი ერთის მხარდასაჭერად. განდგომილი ერთის წევრები ამასობაში ებრძვის შტორმტრუპერებს, ხოლო ბოდი უკავშირდება სკარიფის იმპერიულ შტაბ-ბინას, გადასცემს მცდარ ინფორმაციას, იწვევს უწესრიგობას და რაზმს აძლევს მეტი ტაქტიკური უპირატესობის საშუალებას. გარნიზონი არეულობის შემქმნელი რაზმის წინააღმდეგ უშვებს AT-ACT-ებს.
რადუსის ფლოტი წითელი და ოქროს ესკადრილიები ფლოტის დაცვას იწყებს, ხოლო ლურჯი ესკადრილია განდგომილი ერთის დასახმარებლად მიემართება. რამდენიმე X-ფრთებიანი და ერთი U-ფრთებიანი აღწევენ დამცავი ფარის მიღმა, რომელიც მალევე იხურება, რასაც რამდენიმე პილოტის ეწირება. კასიანი უკავშირდება ბოდის და სთხოვს, დაუკავშირდეს ფლოტს, რათა რამე საშუალებით გაიხსნას ფარი და მოხდეს გეგმების გადაცემა. ბოდი სახმელეთო ძალებს სთხოვს, მთავარი გადამრთველი იპოვონ, რათა მან შეძლოს ფლოტთან საკომუნიკაციო კოშკის მეშვეობით დაკავშირება.
აჯანყებულთა სამხედროები ეშვებიან სკარიფზე. ფლოტი იწყებს ფარზე წარუმატებლად შეტევას. აჯანყებულთა X-ფრთებიანი ებრძვიან TIE-გამანადგურებლებს, ორივე მხარეს მნიშვნელოვანი დანაკარგებით. ჯინი პოულობს გეგმებს კოდური სახელწოდებით "ვარსკვლავური მტვერი", რომელიც მისმა მამამ პროექტს განგებ მიანიჭა — აჯანყებულთა დასახმარებლად. K-2SO კარს კეტავს შტორმტრუპერთა შემოჭრამდე, შემდეგ კი იძულებულია, მათზე იერიში განახორციელოს. განადგურებამდე იგი ისე კეტავს საცავის კარს, რომ შტორმტრუპერები მასში შეღწევას ვერ ახერხებენ და ჯინს გეგმების მოსაპოვებლად საკმარისი დრო რჩება. კრენიკს ამცნობენ საცავში ნებართვის გარეშე შეღწევის შესახებ და იგი შემთხვევის ადგილზე პირადად მიდის. ჯინი და კასიანი საცავიდან მონაცემებს ფიზიკურად იღებენ, რის შემდეგ მათ თავს კრენიკი ესხმის. იგი ესვრის კასიანს და უკანასკნელი დაჭრილი ეცემა.
ჩირრუტი მოკლულია მას შემდეგ, რაც მთავარ გადამრთველს იყენებს და რუკს მაქოდან მონაცემთა გაგზავნის საშუალებას აძლევს. Y-ფრთებიანის ესკადრილია ჯონ ვანდერის მეთაურობით ვარსკვლავურ ნაღმოსანს მრავალ იონურ ტორპედოს უშენს და იგი მწყობრიდან გამოჰყავს.
რუკი შეძლებს ფლაგმან „სიღრმესთან“ დაკავშირებას და რადუსის ძალებს სთხოვს რამე ძალით დამცავი ფარის გათიშვას, რათა მოხდეს გეგმების გადაცემა. მაგრამ მის მაქოს მოხვდება თერმული ყუმბარა, რომელიც ყველაფერს ანადგურებს. რადუსი, რომელმაც მოასწრო რუკის შეტყობინების მიღება, სწრაფად ამუშავებს ფარის გათიშვის გეგმას.
საბოლოოდ, რადუსი ბრძანებს, ფიზიკურად დაარტყან "უროსთავიანის" კლასის კორვეტით გათიშულ ვარსკვლავურ ნაღმოსანს. შედეგად, იგი ეჯახება მეორე ვარსკვლავურ ნაღმოსანს და იწვევს ჯაჭვურ რეაქციას. შედეგად სამივე გემი ნადგურდება. ბეიზი, ჩირრუტის თავგანწირვით შთაგონებული, იმეორებს მეგობრის სიტყვებს "მე ვარ ძალასთან, ძალაა ჩემთან", მაგრამ იღუპება ნასროლი ყუმბარით. ერთ-ერთი დამანგრეველი ეჯახება დამცავ ფარს და თიშავს მას. კრენიკი მისდევს და ჯინს ციტადელის კოშკზე კუთხეში მოაქცევს, მაგრამ დაჭრილი კასიანი მას ესვრის და მძიმედ დაჭრის. ჯინი წარმატებით გადასცემს მონაცემებს სხვა აჯანყებულებს და კასიანთან ერთად იქაურობს ლიფტით ტოვებს.
ტარკინი სიკვდილის ვარსკვლავზე ჩადის და ახორციელებს გასროლას სკარიფზე არსებული ბაზის მისამართით, იმ იმედით, რომ გეგმები მტრის ხელში არ აღმოჩნდება. დიდი აფეთქება აგრეთვე კილომეტრებზე ვრცელდება და, როგორც ჩანს, გამოიწვევს ყველას და ყველაფრის განადგურებას. ჯინი და კასიანი ხედავენ, რომ ვერ გაიქცევიან, ამიტომ ჩერდებიან სანაპიროზე. უკანასკნელ წამებში კასიანი ჯინს ეუბნება, რომ მამა მისით იამაყებდა. აფეთქების ტალღა მათ უახლოვდება და ანადგურებს ყველაფერს, მათ შორის — ბაზასაც.
დაცემულ მებრძოლთა პატივგების შემდეგ რადუსი ფლოტს უბრძანებს ჰიპერსივრცეში ნახტომის განხორციელებას, მაგრამ მათ ამ დროს ვეიდერის ხომალდი აჩერებს. სითი ლორდი იწყებს ყველა სამხედროების განადგურებას, თუმცა ისინი ასწრებენ გეგმების ჩანაწერის „ტანტივი IV“-ზე გადატანას.
საიდუმლო მისია ტატუინზე[]
„ტანტივი IV“-ზე პრინცესა ლეია ორგანას გადასცემენ მოპარულ გეგმებს. იგი ამბობს, რომ აჯანყებას იმედი გაუჩნდა. „ტანტივი IV“ ჰიპერსივრცეში ქრება.
შემადგენლობა[]
ტიპით
მსახიობები | გუნდი |
მსახიობები
|
გამოჩენები[]
პერსონაჟები | ორგანიზმები | დროიდების მოდელები | მოვლენები | ადგილები |
ორგანიზაციები და წოდებები | გონიერი არსებები | ტრანსპორტი და გემები | იარაღები და ტექნოლოგია | სხვადასხვა |
პერსონაჟები
|
|
|
ორგანიზმები
|
დროიდების მოდელები
|
მოვლენები
|
ადგილები
|
ორგანიზაციები და წოდებები
|
გონიერი რასები
|
ტრანსპორტი და გემები
|
იარაღები და ტექნოლოგია
|
სხვადასხვა
|
მუსიკა[]
მედია[]
პოსტერების გალერეა[]
შენიშვნები და სქოლიო[]
გარე ბმულები[]
- განდგომილი ერთი: ვარსკვლავური ომების ამბავი StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
- განდგომილი ერთი StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
- ᲒᲐᲜᲓᲒᲝᲛᲘᲚᲘ ᲔᲠᲗᲘ: ᲕᲐᲠᲡᲙᲕᲚᲐᲕᲣᲠᲘ ᲝᲛᲔᲑᲘᲡ ᲐᲛᲑᲐᲕᲘ Lucasfilm.com-ზე (არქივის ბმული)
- განდგომილი ერთი: ვარსკვლავური ომების ამბავი Industrial Light & Magic-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
- განდგომილი ერთი: ვარსკვლავური ომების ამბავი Disney.com-ზე (არქივის ბმული)
- განდგომილი ერთი: ვარსკვლავური ომების ამბავი Internet Movie Database-ში
- განდგომილი ერთი: ვარსკვლავური ომების ამბავი ვიკიპედიაში
- განდგომილი ერთი: ვარსკვლავური ომების ამბავი Aurebesh Wiki-ში