FANDOM


Tab-canon-black
30px-Era-real
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ განდევნილი ერთი (მრავალმნიშვნელოვანი).
"აჯანყებები იწყება იმედით."
კასიან ანდორი[წყარო]

განდევნილი ერთი: ვარსკვლავური ომების ამბავი არის ანთოლოგიური ფილმი ვარსკვლავური ომების ფილმების სერიიდან. მისი რეჟისორია გარეთ ედვარდსი, ხოლო სცენარის ავტორები - კრის უაიცი და ტონი გილროი. ფილმი გამოვიდა 2016 წლის დეკემბერში.

მოქმედება ამ, რიგით პირველ ანთოლოგიურ ფილმში, მიმდინარეობს პერიოდში, რომელიც წინ უსწრებს ახალი იმედის მოვლენებს. სიუჟეტის მიხედვით, მცირე რაზმი იპარავს სიკვდილის ვარსკვლავის სქემებს, რათა ისინი ლეია ორგანას და აჯანყებულთა ალიანსს გადასცეს.

შინაარსი

გალენ ერსოს დაჭერა

"სამუშაოები შეჩერებულია. უნდა დაბრუნდე."
―დირექტორი ორსონ კალან კრენიკი[წყარო]
Crennic LahMu

კრენიკი და მისი მოიერიშეები ლა'მუზე.

გალაქტიკური იმპერიის დაარსებიდან დაახლოებით 13 წელს ხელმძღვანელი ორსონ კრენიკი და მისი მოიერიშეები პლანეტა ლა'მუზე ეშვებიან. ისინი აპატიმრებენ მეცნიერ გალენ ერსოს, რათა აიძულონ, დაასრულოს მუშაობა სიკვდილის ვარსკვლავზე, კოსმოსურ სადგურზე, რომელსაც შეეძლება მთლიანი პლანეტების განადგურება. გალენის ცოლი, ლირა ერსო, მოკლულია მეუღლის დაცვის მცდელობისას. მათი ქალიშვილი, ჯინ ერსო, იმალება, სანამ მას მიაგნებს სო გერერა, პარტიზანების მეთაური, რომელიც გადაარჩენს და თან მიჰყავს.

ჯინი

გადის ცამეტი წელი და უკვე გაზრდილი ჯინ ერსო, ლიანა ჰალიკის ვინაობით, თავს ამოჰყოფს ვობანიზე მდებარე საპატიმრო ცენტრში. საკანში მასთან ერთად ულინ მასტერსიც აღმოჩნდება.

კაფრინის წრის ავანპოსტზე აჯანყებულთა ალიანსის ოფიცერი კაპიტანი კასიან ანდორი ხვდება ვინმე ტივიკს, რომელიც უამბობს, რომ იმპერიული სატვირთო ხომალდიდან წინა დღეს გაიქცა პილოტი, რომელმაც შეატყობინა, რომ ჯედადან მოპოვებული კრიბერ ბროლების დახმარებით იმპერია ქმნის მძლავრ იარაღს. მას შემდეგ, რაც ანდორი ითანხმებს, ტივიკი უამბობს იმასაც, რომ ეს იარაღი არის "პლანეტების მკვლელი" და პილოტი ყველას ეუბნება, რომ იგი გამოაგზავნა გალენ ერსომ, სო გერერას დიდი ხნის მეგობარმა.

განდგომილი იმპერიული პილოტი ბოდჰი რუკი ეძებს სო გერერას, ვინაიდან მას გალენ ერსოსგან უნდა გადასცეს საიდუმლო შეტყობინება — იმპერიის მიერ დიდი იარაღის შექმნის შესახებ. რუკი მის თავშესაფარს ჯედაზე მიაგნებს, მაგრამ სოს პარტიზანი მოიერიშეები — მათ შორის ბენთიკი — არ ენდობიან რუკს და მას აპატიმრებენ. მართალია, ბოდჰი სოს უამბობს ყველაფერს, არც გერერა ენდობა. შესამოწმებლად, იგი რუკს ჩააგდებს საზარელ არსება ბორ გალიტთან, რის გამოც ბოდჰი დროებით კარგავს გონებას.

Tarkin rogue

ტარკინი აკვირდება სიკვდილის ვარსკვლავის მშენებლობას.

ჯინს იმპერიული საპყრობილიდან ათავისუფლებს სამაშველო გუნდი "ბრავო". მას ხვდებიან აჯანყებულთა მეთაურები — მონ მოთმა, იან დოდონა, ბეილ ორგანა, დევიტს დრავენი და კასიან ანდორი. ისინი ერსოს დაითანხმებენ, შეახვედროს მათ გერერა, რომელსაც თავად მრავალი წლის წინ გაექცა. მიუხედავად იმისა, რომ ჯინს ეუბნებიან, რომ მისია სამაშველო ხასიათისაა, დრავენი კასიანს უბრძანებს, მოკლას გალენი, რათა იარაღი დაუსრულებელი დარჩეს. ჯინი, კასიანთან და გადაპროგრამებულ დროიდ K-2SO-თან ერთად, აჯანყებულთა U-ფრთებიანით ჯედასკენ მიემართებიან.

ჯალათიდან გუბერნატორი ტარკინი აკვირდება იმპერიის დიდი იარაღის, სიკვდილის ვარსკვლავის მნენებლობას და სუპერლაზერის მასზე მონტაჟს. ორსონ კრენიკთან საუბრისას იგი აღნიშნავს, რომ უკმაყოფილოა სატვირთო ხომალდის პილოტის გაქცევით, ვინაიდან უკანასკნელი ჯედაზე ავრცელებს სიკვდილის ვარსკვლავის არსებობის ცნობებს. იგი აფრთხილებს, რომ იმპერატორი ვერ მოითმენს პროექტის შეყოვნებას. თვლის რა, რომ ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას იარაღის შემოწმებით, ტარკინი მიანიშნებს, რომ მორიგ შეცდომას კრენიკს აღარ აპატიებენ.

ბრძოლა ჯედაზე

Baze Jedha

ბეიზ მალბუსი ჯედაზე ბრძოლის დროს.

ჯინი, K-2SO და კასიანი ჩადიან ჯედაზე, სადაც ანდორი გეგმავს პარტიზანების მოკავშირესთან შეხვედრას. დროიდი ხომალდზე რჩება, ხოლო ჯინი და კასიანი ქალაქში მიდიან მოკავშირის საძიებლად, მაგრამ აღმოჩნდებიან შეიარაღებული დაპირისპირების შუაგულში — სო გერერას პარტიზანებისა და იმპერიული ძალების შეტაკებაში. ჯინს და კასიანს გადაარჩენს ბრძანებების მიუხედავად დასახმარებლად მოსული K-2SO. იმპერიულ მოიერიშეებთან ბრძოლის შემდეგ კოლონა ბრუნდება ტითონის მოედანზე, სადაც ამბოხება მიმდინარეობს. დასახმარებლად ჩნდებიან დამატებითი ძალები. K-2SO-ს შეცდომით ჩათვლიან იმპერიულ დროიდად, რომელსაც პატიმრები გადაჰყავს. დროიდი ცდილობს, მხარი აუბას მათ და განასახიეროს იმპერიის წარმომადგენელი, თუმცა მისი ჩანაფიქრი მალევე წარუმატებელი აღმოჩნდება. სამეულს გადაარჩენენ ბრმა ჩირრუტ იმვე და დაქირავებული მებრძოლი ბეიზ მალბუსი — მცველები ჯედას ტაძრიდან, რომელსაც აყაჩაღებენ იმპერიული ძალები. იმპერიის ლაშქრის უკუქცევის შემდეგ მოდის პარტიზანების ჯგუფი ბენთიკის მეთაურობით, რომელიც იტაცებს ანდორს, ერსოს და მათ ახალ ნაცნობებს, ხოლო დროიდი ამ დროისთვის ხომალდში იმალება. ჯინი აცხადებს, რომ გალენ ერსოს შვილია, ამიტომ პარტიზანებს დაპატიმრებულები მიჰყავთ კადერას კატაკომბებისკენ.

გალენის გზავნილი და ჯედას განადგურება

Jyn Hologram

ჯინი უყურებს გალენის ჰოლოგრამას.

სანამ კასიანი და დანარჩენები საპყრობილეში იმყოფებიან, ჯინს მიიყვანენ სო გერერასთან. ჩირრუტი ამ დროს იმეორებს მანტრას "მე ვარ ძალასთან, ძალაა ჩემთან", ხოლო ბეიზი მის მისტიკურ მეთოდებს დასცინის. კასიანს ბეზრდება ჩირრუტის მოსმენა და იგი ცდილობს საპყრობილიდან გაქცევას. სო გაოგნებულია ჯინთან შეხვედრით, რადგან მრავალი წლის განმავლობაში არ უნახავს, მაგრამ ფიქრობს, რომ პილოტის შეტყობინება და ჯინის დაბრუნება ერთმანეთთან რაღაც კავშირშია და ხაფანგია, თუმცა ჯინი განუმარტავს, თუ რატომ ეძებს გალენს, ამიტომ გერერა მშვიდდება. ჯინი მას აგრეთვე ეუბნება, რომ ამ მისიიდან არაფრის მიღება სურს და მისი როლი აქ უკვე დასრულებულია. სოს არ სწამს, რომ ჯინს აღარ ადარდებს აჯანყებულთა მიზნები და სთავაზობს იმას, რაც შეაცვლევინებს გადაწყვეტილებას. სიკვდილის ვარსკვლავზე ამასობაში ტარკინი და კრენიკი ემზადებიან იარაღის ქალაქ ჯედაზე გამოსაცდელად, პროტოკოლი 13-ის თანახმად იქ მყოფი ყველა იმპერიული დანაყოფის ევაკუაციის შემდეგ. კრენიკი მოითხოვს თანამგზავრის სრულ განადგურებას, მაგრამ ტარკინი გადაწყვეტილებას შეაცვლევინებს და ბრძანებს საცდელი გასროლის განხორციელებას, მცირე სიმძლავრით. გარდაუვალი საფრთხის მოახლოებისას კასიანი, ჩირრუტი და ბეიზი კვლავ საპყრობილეში იმყოფებიან. მეზობელ საკანში ისინი ბოდჰი რუკს ამჩნევენ და კასიანი მას ესაუბრება. ბორ გალიტის ზეგავლენის გამო პილოტი გონს მოსული ჯერ არ არის, თუმცა ანდორი ახსენებს გალენის სახელს და ბოდჰი სწორედ ამის შემდეგ იხსენებს ყველაფერს. სიკვდილის ვარსკვლავი სულ მალე დაარტყამს პლანეტას, ხოლო გერერა ამ დროს ჯინს უჩვენებს გალენის ჰოლოგრამას, რომელშიც უკანასკნელი შვილს თბილად მიმართავს და საუბრობს სიკვდილის ვარსკვლავის პროექტზე მუშაობის შესახებ. იგი აგრეთვე ამბობს, რომ განგებ შეიტანა დიზაინში ცვლილება, რათა რეაქტორი დაუცველი ყოფილიყო, ასე რომ, მისი განადგურება შესაძლებელია. იგი უამბობს ჯინს, რომ სტრუქტურების ნახაზები ინახება იმპერიულ მონაცემთა ბაზაში პლანეტა სკარიფზე. ჰოლოგრამის დასრულებამდე სიკვდილის ვარსკვლავიდან გამოშვებულია სხივი, რომელიც პლანეტაზე ნგრევას იწვევს.

ქალაქის განადგურების დაწყებისას პარტიზანები იწყებენ კატაკომბების დატოვებას. კასიანი, ჩირრუტი და ბეიზი ასევე ტოვებენ საკანს. ანდორი უკავშირდება K-2SO-ს, რომელიც ატყობინებს განადგურების მსვლელობის შესახებ და ხომალდით მათკენ მიემართება. ბეიზი კასიანის თხოვნით ათავისუფლებს ბოდჰის. კასიანი პოულობს ჯინს და ამცნობს, რომ ბოდჰისგან მამამისის ადგილსამყოფელის შესახებ შეიტყო. ჯინი გერერას სთხოვს მათთან ერთად გამგზავრებას, მაგრამ სო არჩევს იქ დარჩენას და დაღუპვას. კატაკომბების ნგრევა იწყება და ამ დროს ჩნდება U-ფრთებიანი. როდესაც ყველა იქაურობას ტოვებს, სო იხსნის სასუნთქ მოწყობილობას. ტალღა ანადგურებს კატაკომბებს. ხომალდი ჰიპერსივრცეში ხტება.

სიკვდილის ვარსკვლავის წარმატებული გამოცდის შემდეგ ტარკინი კრენიკს ახსენებს წინა წარუმატებლობებს, მაგრამ განრისხებული ორსონი ჰპირდება, რომ თავად გაუმკლავდება როგორც გაქცეულ ბოდჰის, ასევე ეადუზე მყოფ ალიანსის პოტენციურ მხარდამჭერს. კასიანი აჯანყებულთა ალიანსის ბაზას უგზავნის შეტყობინებას ჯედას განადგურების შესახებ და გენერალ დრევენისგან მიიღებს ბრძანებას, გააგრძელოს გალენის მოკვლის გეგმის შესრულება. ხომალდი ეადუსკენ მიემართება. გალენის გზავნილი განადგურებულია ჯედაზე ნგრევისას, ამიტომ ჯინი ვერ დაამტკიცებს მამის უდანაშაულობას. იგი გადაწყვიტავს, თავად გამოიხსნას გალენი და წარუდგინოს ალიანსს, რათა მისდამი ბრალდებები მოხსნან.

გალენის დაღუპვა და კრენიკის საუბარი ვეიდერთან

Jyn Eadu

ჯინი და მომაკვდავი გალენი.

კრენიკი მიემგზავრება ეადუსკენ, სადაც აპირებს აჯანყებულთა მხარდამჭერის პოვნას. ჯინი და სხვები ასევე ჩადიან პლანეტაზე. კასიანი არ კლავს გალენს. კრენიკი იმუქრება, რომ მთელ გუნდს გაანადგურებს და გალენი, თანამშრომლების გადარჩენის მიზნით, აღიარებს, რომ დამნაშავეა. კრენიკი მაინც ხოცავს დანარჩენებს, ჯინი ჩნდება მამის დასახმარებლად, ხოლო დანარჩენი აჯანყებულები იწყებენ ბაზაზე შეტევას. გალენი დაჭრილია და შვილის ხელთ კვდება. ჯინი და აჯანყებულები მოგვიანებით პლანეტიდან იმპერიული მაქოთი გარბიან.

კრენიკი მიემგზავრება მუსტაფარზე იდუმალ ბნელ ლორდ დართ ვეიდერთან, მის სასახლეში შესახვედრად. ვეიდერი გამოდის სამედიტაციო კამერიდან. იგი ამბობს, რომ სიკვდილის ვარსკვლავი იქცა მეტწილად პრობლემად, ვიდრე მისი გადაჭრის საშუალებად და უკმაყოფილოა კრენიკის წარუმატებლობით. თუმცა, ვეიდერი აცხადებს, რომ ჯედას და ეადუს მოვლენების შემდეგ იმპერიული ზეიარაღის საიდუმლო ცხადია. კრენიკი ჯედას მოვლენების განვითარებას აბრალებს ტარკინს. ვეიდერი გამოხატავს ვარაუდს, რომ ჯედას განადგურებას შეიძლება ეწოდოს მაღაროში მომხდარი აფეთქება, მაგრამ ერსოს ღალატი მაინც ემუქრება იმპერიის მიზნებს. იმპერატორი, მისი თქმით, გეგმების მიმდინარეობით კმაყოფილი უნდა დარჩეს და ამისთვის ყველაფერია გასაკეთებელი. კრენიკი ითხოვს მისთვის პროექტის კონტროლის უფლების შენარჩუნებას, რათა ტარკინს მასზე წვდომა არ ჰქონდეს. ბნელი ლორდი მას ახრჩობს ძალის მეშვეობით და უშვებს, აფრთხილებს რა, რომ სურვილები უნდა დაიოკოს.

აჯანყებულთა კრება და სკარიფზე გამგზავრება

როლებში

ტიპის მიხედვით 
მსახიობები გადამღები გუნდი

მსახიობები

მითითების გარეშე

მუსიკა

მთავარი სტატია: განდევნილი ერთი: ვარსკვლავური ომების ამბავი (საუნდტრეკი)

მედია

პოსტერების გალერეა

შენიშვნები და სქოლიო

  1. 1.000 1.001 1.002 1.003 1.004 1.005 1.006 1.007 1.008 1.009 1.010 1.011 1.012 1.013 1.014 1.015 1.016 1.017 1.018 1.019 1.020 1.021 1.022 1.023 1.024 1.025 1.026 1.027 1.028 1.029 1.030 1.031 1.032 1.033 1.034 1.035 1.036 1.037 1.038 1.039 1.040 1.041 1.042 1.043 1.044 1.045 1.046 1.047 1.048 1.049 1.050 1.051 1.052 1.053 1.054 1.055 1.056 1.057 1.058 1.059 1.060 1.061 1.062 1.063 1.064 1.065 1.066 1.067 1.068 1.069 1.070 1.071 1.072 1.073 1.074 1.075 1.076 1.077 1.078 1.079 1.080 1.081 1.082 1.083 1.084 1.085 1.086 1.087 1.088 1.089 1.090 1.091 1.092 1.093 1.094 1.095 1.096 1.097 1.098 1.099 1.100 1.101 1.102 1.103 1.104 1.105 1.106 1.107 1.108 1.109 1.110 1.111 1.112 1.113 1.114 1.115 1.116 1.117 1.118 1.119 1.120 1.121 1.122 1.123 1.124 1.125 1.126 1.127 1.128 1.129 1.130 1.131 1.132 1.133 1.134 1.135 1.136 1.137 1.138 1.139 1.140 1.141 1.142 განდევნილი ერთი: ვარსკვლავური ომების ამბავი, ტიტრები
  2. უაიტი, ჯეიმზ (24 ოქტომბერი, 2016). განდევნილი ერთი ბრიტანეთში გამოვა 15 დეკემბერს. Empire. წაკითხვის თარიღი: ოქტომბერი 26, 2016.
  3. SWCustom-2011 გარეთ ედვარდსი და გერი უიტა ვარსკვლავური ომების დამოუკიდებელი ფილმის გუნდში საიტზე StarWars.com (არქივის ბმული)
  4. ტრიჩკოვი, ველ (27 ნოემბერი, 2016). განდევნილი ერთი 133 წუთიანი იქნება!. Star Wars News Net. წაკითხვის თარიღი: ნოემბერი 28, 2016.
  5. FilmL.A. (23 მაისი, 2017). 2016 წლის მხატვრული ფილმების მიმოხილვა. წაკითხვის თარიღი: მაისი 31, 2017.
  6. განდევნილი ერთი: ვარსკვლავური ომების ამბავი (2016). Internet Movie Database. წაკითხვის თარიღი: აპრილი 15, 2017.
  7. 7.0 7.1 SWCustom-2011 SWCE 2016: მომავალი რეჟისორების განხილვის ბლოგი საიტზე StarWars.com
  8. განდევნილი ერთი: 13 გამხელა რეჟისორ გარეთ ედვარდსისგან. Empire Online (3 იანვარი, 2017). წაკითხვის თარიღი: იანვარი 3, 2017.
  9. TwitterLogo @garywhitta (გერი უიტა) Twitter-ზე "ვმონაწილეობ, მაგრამ გპირდებით, ვერ შეამჩნევთ."
Rogue One Logo
რომანები
კატალიზატორი: განდევნილი ერთის რომანი · რომანი · საყმაწვილო რომანი · აჯანყებულთა აღზევება · უილების მცველები
კომიქსები
განდევნილი ერთი — ადაპტაცია: 1 · 2 · 3 · 4 · 5 · 6 · რბილყდიანი კრებული
კასიანის და K-2SO-ს სპეციალური გამოშვება · გრაფიკული რომანი
ნაწილობრივი ადაპტირება
განდევნილი ერთის საიდუმლო მისია
კადრს მიღმა
მხატვრობა
ცნობარები და ენციკლოპედიები
პროფილების და პოსტერების წიგნი · აჯანყებულთა დოსიე · სრული ილუსტრირებული ცნობარი · Entertainment Weekly's Ultimate Guide · ოფიციალური საკოლექციო გამოცემა · The Official Mission Debrief
სხვა
გაფერადების ხელოვნება · წიგნი და მოდელი · ნაწებების სრული ენციკლოპედია · AT-ACT-ის სასაჩუქრო წიგნი და ხის მოდელი · სიკვდილის ვარსკვლავის სასაჩუქრო წიგნი და ხის მოდელი
სათამაშო წიგნები
საუნდტრეკი · LEGO · სათამაშოების ხაზი
Star-wars-logo-png-transparent
ეპიზოდური ფილმები
I: ფარული საფრთხე · II: კლონთა იერიში · III: სითების შურისძიება
· IV: ახალი იმედი · V: იმპერიის საპასუხო დარტყმა · VI: ჯედაის დაბრუნება
· VII: ძალის გამოღვიძება · VIII: უკანასკნელი ჯედაი · IX
ცალკეული ფილმები
კანონი:
კლონთა ომები · განდევნილი ერთი · სოლო
ლეგენდები:
სადღესასწაულო გამოშვება · გულადების ქარავანი · ბრძოლა ენდორისთვის
ტელესერიალები
კანონი:
კლონთა ომები · აჯანყებულები · ბედისწერის ძალები · წინააღმდეგობა·

თავგადასავლების გალაქტიკა · მანდალორელი · ტელესერიალი კასიან ანდორზე
ლეგენდები:
დროიდები · ევოკები · კლონთა ომები
სხვა:
დამნაშავეთა სამყარო · პაროდიული ნამუშევრები

სხვა მედია
რადიოსპექტაკლები · წიგნები · კომიქსები · მულტიმედიური პროექტები
როლური თამაშები · თემატური პარკების ატრაქციონები · ვიდეოთამაშები