გაყავი და იბატონე არის კომიქსი, რომლის ტექსტის ავტორია ალეკ უორლი, ხოლო მხატვარი — რუაირი კოლმენი. იგი პირველად დაიბეჭდა 2018 წლის 11 აპრილს Star Wars Rebels Animation-Magazine-ში, გერმანულად, სახელწოდებით Teile und herrsche. ინგლისურად იგი პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ K-Zone-ის ავსტრალიურ გამოცემაში, 2019 წლის ოქტომბერში.
უწყვეტობა[]
კომიქსის საბოლოო კადრში რაზმ „ფენიქსის“ განკარგულებაში არის CR90-ები, „თავჩაქუჩას“ კლასის კორვეტები და „პელტას“ კლასის ფრეგატები. აღსანიშნავია ამ კომიქსში მოვლენები ვითარდება კონკორდ-დოუნის დამცველის შემდეგ, ხოლო „პელტას“ კლასის ფრეგატი განადგურდა ეპიზოდში ვარსკვლავური ომები: ამბოხებულები: ლოთალის ალყა.
გამოჩენები[]
პერსონაჟები | არსებები | დროიდების მოდელები | მოვლენები | ადგილები |
ორგანიზაციები და წოდებები | გონიერი რასები | ტრანსპორტი | იარაღი და ტექნოლოგია | სხვადასხვა |
პერსონაჟები
|
არსებები
დროიდების მოდელები
|
მოვლენები
|
ადგილები
|
ორგანიზაციები და წოდებები
|
გონიერი რასები
ტრანსპორტი და გემები
|
იარაღი და ტექნოლოგია
|
სხვადასხვა
|
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ Star Wars - Rebels - Animation 2 (გერმანული). paninishop.de. არქივირებულია ორიგინალიდან, თარიღი: February 20, 2022.
- ↑ კომიქსში გაყავი და იბატონე ჩნდება ფენ რაუ და ნახსენებია ჯუნ სატო. ეს ნიშნავს, რომ მოქმედება ვითარდება რაუს კონკორდ-დოუნის დამცველში გამოჩენის შემდეგ, ჯუნ სატოს იერიშის დროში დაღუპვამდე. აქედან პირველის მოქმედება ვითარდება ეპიზოდების პრინცესა ლოთალზე და ბაზა „ჩოპერის“ საიდუმლოს შუალედში. როგორც განსაზღვრავენ
ვარსკვლავური ომები: ამბოხებულები ბრუნდება...პრინცესა ლეიასთან ერთად StarWars.com (შენახული ვერსიის ბმული) და ამბოხების განთიადი, მათი მოვლენების განვითარების დროა 3 იბ. მეტიც, იერიშის დროში მოქმედება ვითარდება ეპიზოდ ტყუპი მზეების შემდეგ, რომელშიც, როგორც ვარსკვლავური ომები: აბსოლუტურად ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ, განახლებული და გაფართოებული გვითითებს, მოვლენები ფარული მუქარის დროს ვითარდება. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი განსაზღვრავს, რომ ფარული მუქარის მოვლენათა განვითარების დროა 32 იბ. ეს ნიშნავს, რომ ტყუპი მზეების მოვლენათა განვითარების დროა 2 იბ. ამრიგად, გაყავი და იბატონე იავინის ბრძოლამდე 3 და 2 წელს შორის ექცევა.