- "დრო არ გვაქვს, მსხვრეველო. გეგმა 99."
- ―ტექი თავგანწირვისას
გეგმა 99 იყო კლონების რაზმ 99-ის წინასწარ განსაზღვრული კოდური ფრაზა. იგი გულისხმობდა საჭიროების შემთხვევაში რაზმის დანარჩენი წევრების სასიკეთოდ თავგანწირვას.[1] ფრაზის დასახელება მომდინარეობდა კლონ 99-სგან, რომელმაც კამინოს ბრძოლისას სხვების გადასარჩენად თავი გასწირა.[2]
იავინის ბრძოლამდე დაახლოებით 18 წელს[3], ერიადუზე, როდესაც მოხდა ყორნის მწვერვალის აფეთქება, ტექმა ეს გეგმა აამოქმედა და გაისროლა დამაკავშირებელი ბაგირის მისამართით, რომელიც მას და საჰაერო ვაგონს აკავშირებდა. მისი ნახევარი, რომელზეც იგი ამ დროს ჩამოკიდებული იყო, შუაზე გაწყდა და რაზმის წევრები, დამატებითი სიმძიმის გარეშე, გაექცნენ იმპერიულ ძალებს.[1]
მთა ტანტისზე ბრძოლის დროს მიზანა აპირებდა გეგმის ომეგას ძიებისას ამოქმედებას, რათა მას ეპოვნა მონადირე და მსხვრეველი. თუმცა, მონადირეც და მსხვრეველიც უარზე იყვნენ და ჯგუფმა ბაზაზე ერთობლივი ძალებით შეაღწია. ამ გეგმამ გაამართლა და, საბოლოოდ, რაზმი გათავისუფლდა იმპერიის მხრიდან დევნისგან. მისი ყველა დარჩენილი წევრი გადარჩა და, გარკვეული დროით, პაბუზე დასახლდა.
გამოჩენები[]
ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — "გეგმა 99" (პირველი გამოჩენა)
ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — "დახმარება მოვიდა" (მხოლოდ ხსენება)
წყაროები[]
"Plan 99" Episode Guide | The Bad Batch StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
This Week! in Star Wars უვარგისი პარტიის ფინალი, აჰმედ ბესტი საუბრობს ჯედაებზე და სხვა! ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული) (საიტი: StarWars.com)
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5
ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — "გეგმა 99"
- ↑
"Plan 99" Episode Guide | The Bad Batch StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
- ↑ უვარგისი პარტიის მეორე სეზონის ეპიზოდამდე ჭეშმარიტება და შედეგები მოვლენათა განვითარების დროა 19 იბ. ამაზე გვითითებს შემდეგი მტკიცებულება: ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია იწყება ბრძანება 66-ის შესრულებით. ამ მოვლენის თარიღი, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები, არის 19 იბ. გარდა ამისა, უვარგისი პარტიის მეორე სეზონის ეპიზოდში ჭეშმარიტება და შედეგები ნაჩვენებია შტორმტრუპერთა კორპუსის ოფიციალური ჩამოყალიბება. ვინაიდან ვარსკვლავური ომები: აბსოლუტურად ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ, განახლებული და გაფართოებული უთითებს, რომ კორპუსი დაარსდა იავინის ბრძოლამდე 19 წლით ადრე (რაც ქრონოლოგიების თანახმად, არის იგივე, რაც 19 იბ), ვასკვნით, რომ კორპუსის დაარსების წელია 19 იბ. ამრიგად, ეპიზოდამდე ჭეშმარიტება და შედეგები მოვლენათა განვითარების დროა 19 იბ.. მეთორმეტე ეპიზოდში (ავანპოსტი) ირკვევა, რომ გალაქტიკურმა იმპერიამ მეიდეის რაზმი ბარტონ IV-ზე მიავლინა ერთი წლით ადრე. ეს ნიშნავს, რომ იმპერიული ეპოქა ერთი წლის ადრე დაიწყო. ამ ეპიზოდში, როგორც ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, მოვლენათა განვითარების დროა 18 იბ. ამრიგად, ნაალაფევიდან ეპიზოდამდე ჭეშმარიტება და შედეგები ყველას მოვლენის განვითარების დროა 19 იბ, გადასასვლელიდან გარდაქმნამდე მოვლენათა განვითარების დროა დაახლოებით 19—18 იბ, ხოლო ავანპოსტიდან მოყოლებული — უკვე 18 იბ.