გელენ უოლტონ ერსო იყო მეცნიერი და ბროლოგრაფიის წამყვანი სპეციალისტი, ისევე, როგორც ენერგიის მომპოვებელი. წარმოშობით პლანეტა გრეინჯიდან, იგი მოხვდა რესპუბლიკის მომავლის პროგრამაში და იქცა სიკვდილის ვარსკვლავის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დაპროექტებლად. თუმცა, მან შეძლო და სადგურის მოწყობაში დატოვა ისეთი ნაკლი, რის გამოც სადგურის განადგურება ადვილი ხდებოდა.
გელენი იყო ნიჭიერი თეორეტიკოსი, მათემატიკოსი და ექსპერიმენტული ფიზიკოსი. მიღებული ჰქონდა კუატის სისტემების მედალი ინჟინერიაში, აშგადის ჯილდო და როჩის ფონდის ჯილდო.
მისი შვილი, ჯინ ერსო, შეუერთდა აჯანყებულთა რაზმს, რომელსაც განდგომილი ერთი ეწოდა, მოიპარა სიკვდილის ვარსკვლავის გეგმები და გადასცა იგი სხვა აჯანყებულებს, თუმცა თავად რაზმის სხვა წევრებთან ერთად დაიღუპა.
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
- Disney Magic Kingdoms (მხოლოდ ირიბი ხსენება)
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 კატალიზატორი: განდგომილი ერთი: რომანი
- ↑ განდგომილი ერთის გმირები — ვარსკვლავური ომების ენციკლოპედია
- ↑ 3.0 3.1 3.2 ვარსკვლავური ომები: განდგომილი ერთი: სრული ვიზუალური ცნობარი
- ↑ ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 განდგომილი ერთი: ვარსკვლავური ომების ამბავი