გონების თვალის ნამსხვრევი არის ალან დინ ფოსტერის რომანი, გამოცემული 1978 წელს Del Rey-ს მიერ. მისი მოვლენები მიმდინარეობს ახალი იმედის და იმპერიის საპასუხო შეტევის შუალედში (2 იბშ).
შეჯამება გამომცემლობისგან[]
აღმოჩნდნენ რა ჯუნგლებიან პლანეტაზე, ლუკ სკაიუოკერი და პრინცესა ლეია სასოწარკვეთილნი ებრძოდნენ იმპერიელ მოიერიშეებს, რათა მოეპოვებინათ ძვირფასი ქვა, რომელსაც ძალაზე ძალაუფლება აქვს.
ლუკ სკაიუოკერი ელოდა უსიამოვნებებს, როდესაც გადაწყვიტა, გაჰყოლოდა პრინცესა ლეიას ცირკარპუსზე მისიისას, რომელიც მიზნად ისახავდა იმპერიასთან ბრძოლაში მიწისქვეშ დამალული აჯანყებულების მხარდაჭერის მიღებას. მაგრამ ტატუინელი სოფლელი ბიჭუნა არ აპირებდა მიმბანის ჭაობებში მოულოდნელად დაშვებას...არაფერს იქიდან, რაც ამ უცნაურ პლანეტაზე შეხვდებოდათ.
ამ პლანეტაზე დამალული იყო კაიბურის ბროლი, იდუმალი ძვირფასი ქვა, რომელიც მფლობელს აძლევდა ძალაზე ისეთი ბატონობის საშუალებას, რომ იგი თითქმის დაუმარცხებელი ხდებოდა. უცხო ხელთ ბროლი შესაძლოა, საშიში იყოს. ამრიგად, ლუკს უნდა ეპოვა ეს განძი — და სწრაფად.
არტუ დიტუს და სი თრიპიოს — ორი ერთგული დროიდის თანხლებით — ლუკი და პრინცესა მიემართებიან პომოჯემის ტაძრისკენ...და დაპირისპირებისკენ, რომელიც მოხდება უცხო პლანეტის სიღრმეებში გალაქტიკის ყველაზე საზარელი ბოროტის მონაწილეობით!
მედია[]
გამოცემები[]
- ISBN 9780345275660; 12 თებერვალი, 1978; Ballantine Books; აშშ, მაგარი ყდა, პირველი გამოცემა[2]
- (ISBN-ის გარეშე) 2597; 12 აპრილი, 1978; Ballantine Books; აშშ, მაგარი ყდა, Book Club-ის გამოცემა
- ISBN 9780345320230; აპრილი, 1978; Del Rey; აშშ, რბილი ყდა
- ISBN 0-285-62353-2; მარტი, 1978; Souvenir Press; 216 გვერდიანი ბრიტანული გამოცემა, მაგარი ყდა
გარეკანების გალერეა[]
შენიშვნები და სქოლიო[]
დამატებითი ბმულები[]
გონების თვალის ნამსხვრევი: ვარსკვლავური ომების ლეგენდები — Penguin Random House-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული) (რბილი ყდა)
გონების თვალის ნამსხვრევი: ვარსკვლავური ომების ლეგენდები — Penguin Random House-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული) (ელექტრონული წიგნი)
გონების თვალის ნამსხვრევი ვიკიპედიაში