გორმანის ხოცვა-ჟლეტა, იგივე ხოცვა-ჟლეტა გორმანზე ან იმპერიული მკვლელობა გორმანზე, იყო გარდამტეხი მომენტი იმპერიულ ეპოქაში, რომლის დროს იავინის ბრძოლამდე 2 წელს იმპერიული არმიის ძალებმა სასტიკად ჩაახშეს დემონსტრაცია და გაუხსნეს ცეცხლი პლანეტა გორმანის მოსახლეობას. შეტაკება, რომელსაც იმპერიული არქივების თანახმად, შეეწირა ასობით ან ათასობით დემონსტრანტი, ნაწილობრივ მოხდა გალაქტიკური იმპერიის მიერ გალაქტიკაში მზარდი აჯანყების ჩასახშობად და, ამავე დროს, იყო გალაქტიკური სამოქალაქო ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი.
ამ ხოცვა-ჟლეტაზე პასუხად ჩანდრილას სენატორმა მონ მოთმამ იმპერატორი შივ პალპატინი საჯაროდ დაადანაშაულა გორმანზე ხალხის კვლაში, უწოდა რა მას "მატყუარა ჯალათი". ამიერიდან გამოცხადებული მოღალატედ და ძებნილი იმპერიული უსაფრთხოების ბიუროს მიერ, მოთმა გაიქცა და გამოაცხადა აჯანყებულთა ალიანსის შექმნის შესახებ. ამ გამოსვლამ გააერთიანა აჯანყებულთა ცალკეული ჯგუფები და გაამყარა აჯანყებულთა ალიანსი, მოთმამ კი, როგორც მისმა მეთაურმა, წამოიწყო დიდი ბრძოლა იმპერიის წინააღმდეგ. ხოცვა-ჟლეტას ისტორიკოსი ბომონტ კინი ისტორიის წიგნში გალაქტიკური იმპერიის აღზევება და დაცემა უწოდებდა იმპერიის წარმომადგენელთა მცდარ გათვლას, რამაც ყველა, ვინც ოდნავ ეწინააღმდეგებოდა რეჟიმს, დაარწმუნა, რომ მშვიდობიან წინააღმდეგობას აზრი დაეკარგა. ამას, თავის მხრივ, მოჰყვა ომი, რომელმაც იმპერია დაასრულა. მოგვიანებით ამ ტრაგედიის მსხვერპლთა მოგონების პატივსაცემად დაიდგა ძეგლი, თუმცა მრავალი მსხვერპლი ვინაობა კვლავ უცნობი იყო ზოგადად იმპერიულ ეპოქაში დაღუპულთა საერთო რაოდენობის გამო.
გამოჩენები[]
ვარსკვლავური ომები: ანდორი — "ვინ ხარ?" (პირველი გამოჩენა) (პირველად ნახსენები როგორც იმპერიული მკვლელობა გორმანზე)
ვარსკვლავური ომები: ანდორი — "მოგესალმებით აჯანყებაში" (მხოლოდ ხსენება)
ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — "საიდუმლო ტვირთი" (მხოლოდ ხსენება)- ძლევამოსილი ჩუბაკა შიშის ტყეში! (აგრეთვე აუდიოწიგნი) (მხოლოდ ირიბი ხსენება) (რეტკონი)
- სანა სტაროსი 2 (მხოლოდ ირიბი ხსენება)
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2
ვარსკვლავური ომები: ანდორი — "მაცნე"
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3
ვარსკვლავური ომები: ანდორი — "მოგესალმებით აჯანყებაში"
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები
- ↑ 4.00 4.01 4.02 4.03 4.04 4.05 4.06 4.07 4.08 4.09 4.10 4.11 4.12 4.13 4.14 4.15 4.16 4.17 4.18 4.19 4.20 4.21 4.22 4.23 4.24 4.25 4.26 4.27 4.28 4.29 4.30 4.31 4.32 4.33 4.34 4.35 4.36 4.37
ვარსკვლავური ომები: ანდორი — "ვინ ხარ?"
- ↑ 5.0 5.1 ვარსკვლავური ომები: განდგომილი ერთი: სრული ვიზუალური მეგზური
- ↑
ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — "საიდუმლო ტვირთი"
- ↑
Sergeant Bloy Databank-ში (არქივის ბმული)
- ↑ ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური იმპერიის აღზევება და დაცემა