ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
ამ სტატიაში ან გვერდზე აღწერილია მამრობითი სქესის პაუ'ანი, რომელიც ატარებდა გრანდ-ინკვიზიტორის წოდებას. იხილეთ აგრეთვე წოდება.
Blue-exclamation-mark

ამ სტატიის სათაური არის რანგი ან პერსონაჟის კავშირი რამე ორგანიზაციასთან.

სტატია აღწერს პერსონაჟს, რომელიც ცნობილია მხოლოდ რანგით ან კავშირით რამე ორგანიზაციასთან.

არსებობს ბევრი რამ, უფრო საზარელი, ვიდრე სიკვდილი.
―გრანდ-ინკვიზიტორის უკანასკნელი სიტყვები[4]

გრანდ-ინკვიზიტორი, აგრეთვე ცნობილი, როგორც უბრალოდ ინკვიზიტორი, ერქვა მამრობითი სქესის პაუ'ან რაინდ ჯედაის, რომელიც გადავიდა ძალის ბნელ მხარეს და გახდა ინკვიზიტორიუსის, გალაქტიკური იმპერიისადმი დაქვემდებარებული, ჯედაებზე მონადირეთა რაზმის წინამძღოლი. ერთ დროს იგი იყო ჯედაების ტაძრის დარაჯი და კლონების ომების პერიოდში მონაწილეობდა ტაძარში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებულ მოვლენებში, დააპატიმრა რა უდანაშაულო პადავანი ასოკა ტანო, ისევე, როგორც ნამდვილი დამნაშავე, ბარის ოფი. ბნელ მხარეზე გადასვლის შემდეგ მან ჯედაების წმენდის დროს არაერთი ჯედაი მოკლა. თავად ემსახურებოდა დართ ვეიდერს (რომელიც დავალებებს აძლევდა) და კარგად ჰქონდა შესწავლილი ჯედაების ტაძარში დაცული არქივები.

გრანდ-ინკვიზიტორი პირადად ნადირობდა აჯანყებულებზე, რომლებიც შედიოდნენ ხომალდ „აჩრდილის“ გუნდში, განსაკუთრებით — ჯედაი კენან ჯარუსზე და მის პადავანზე, ეზრა ბრიჯერზე. იგი მათ არა ერთხელ შეხვედრია, მათ შორის — სტიჯეონ პრაიმზე და ასტეროდზე მდებარე ბაზა ფორტ ანაქსისზე. ვინაიდან ვერც ინკვიზიტორი, ვერც სხვები ვერ უმკლავდებოდნენ აჯანყებულებს, მათზე სანადიროდ ლოთალზე თვით გრანდ-მოფი უილჰაფ ტარკინი ჩავიდა. ერთობლივი ძალისხმევით მათ დაიჭირეს კენანი და იმედი ჰქონდათ, რომ მისგან გალაქტიკაში მიმდინარე მზარდი აჯანყების შესახებ მეტს შეიტყობდნენ. ამ მიზნით მათ იგი მუსტაფარზე ჩაიყვანეს, სადაც სხვა აჯანყებულებმა განახორციელეს მეგობრის გადარჩენის მისია. ამ ოპერაციისას კვლავ მოხდა გრანდ-ინკვიზიტორის დუელი ჯარუსთან და ეზრასთან, თუმცა იმპერიის მსახური დამარცხდა. არ სურდა რა საკუთარი შეცდომების გამო დართ ვეიდერის რისხვის ხილვა, მან სიკვდილი აირჩია.

მოგვიანებით, ლოთალზე, გრანდ-ინკვიზიტორის სული, ტაძრის დარაჯის გარეგნობით, ჯარუსს გამოეცხადა ჯედაების ტაძარში. ამ ხილვაში იგი მას აფრთხილებდა, რომ ბრიჯერი გადავიდოდა ბნელ მხარეს. სინათლის მახვილებით დუელში ისინი ერთმანეთს უკანასკნელად დაუპირისპირდნენ, თუმცა, კენანმა საბოლოოდ უარი იუარა მასთან ბრძოლა, რის შემდეგაც დარაჯმა მას რაინდი ჯედაის წოდება მიანიჭა.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: ვიზუალური ცნობარი
  2. ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: ვიზუალური ცნობარი აღნიშნავს, რომ გრანდ-ინკვიზიტორი არის 40 წელს გადაცილებული. ვინაიდან ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები ვითარდება იავინის ბრძოლამდე ანუ ახალ იმედამდე ხუთი წლით ადრე, უნდა ჩაითვალოს, რომ იგი დაიბადა ბრძოლამდე 47 წლით და უფრო მეტი ხნით ადრე.
  3. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი
  4. 4.0 4.1 Rebels-mini-logo ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებიცეცხლი მთელ გალაქტიკაში
  5. 5.0 5.1 5.2 ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: პირისპირ
  6. 6.0 6.1 6.2 Rebels-mini-logo ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებისიბნელის საბურველი
  7. ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: დროიდები საფრთხეში
  8. დართ ვეიდერი (2017) 6
  9. Rebels-mini-logo ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებიძალების შეკრება

გარე ბმულები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement