გრანდ-მოფი იყო პოლიტიკური რანგი გალაქტიკური იმპერიის იერარქიაში[5]. გრანდ-მოფები იყვნენ ზესექტორების გუბერნატორები[6] ზესექტორები და გრანდ-მოფის რანგი შეიქმნა გუბერნატორ უილჰაფ ტარკინის ინიციატივით, იმპერატორ შივ პალპატინის მმართველობის მეხუთე წელს. პირველი გრანდ-მოფი თავად ტარკინი გახდა[2]. რანგის აღსანიშნად გრანდ-მოფი ატარებდა წარჩინების ნიშნების დაფას, რომელზეც წარმოდგენილი იყო თორმეტი ფერადი ზოლი: ექვსი ლურჯი სამი წითელი და სამი ყვითელი ზოლის თავზე.[1]
გრანდ-მოფის წოდების მქონე სხვა იმპერიულ ოფიცრებს შორის იყვნენ რანდი,[4] ლოზენ ტოლრაკი,[3] და ვალკო პანდიონი. რანდი იყო გარე რგოლის ტერიტორიების ექსტერიორის გრანდ-მოფი, ხოლო ტოლრუკი კაშიიიკზე მსახურობდა.[3] პანდიონი თვითგამოცხადებული მოფი იყო, რომელმაც ეს წოდება მიითვისა პალპატინის განადგურების შემდეგ.
გრანდ-მოფებს მინიჭებული ჰქონდა თავისუფლება, ჩაეტარებინათ ოპერაციები განდგომილი რეგიონების წინააღმდეგ. ეს ნიშნავდა, რომ ისინი იყენებდნენ იმპერიულ შეიარაღებულ ძალებს.[6]
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ფრიმეიკერების თავგადასავლები — "კაიბერ-მახვილის დაბრუნება" (მხოლოდ ხსენება)
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: დროიდების ისტორიები — "მისია მოს-აიზლიში" (მოგონებებიდან)
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი
- ↑ 2.0 2.1 2.2 ტარკინი
- ↑ 3.0 3.1 3.2 შედეგები: ცხოვრების ვალი
- ↑ 4.0 4.1 დაკარგული ვარსკვლავები
- ↑ 5.0 5.1
Rebels Recon #3.02: Inside "The Holocrons of Fate" | Star Wars Rebels ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული) (საიტი: StarWars.com)
- ↑ 6.0 6.1 აჯანყების განთიადი