ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
ეს სტატია აღწერს აღნიშნული თემის ვერსიას ამჟამინდელი კანონიდან
Qicon
ამ სტატიაში აღწერილი საკითხის ერთმანეთთან შეუთავსებად ვერსიებს აღწერენ ვარსკვლავური ომები: კენანი, სრული ვარსკვლავური ომები: ახალი გამოცემა და ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია.
Lucasfilm-ს ჯერ არ ჩამოუყალიბებია ზუსტი ქრონოლოგია.

„გრეი“, ცნობილი ნომრით კმ-10/994, იყო კლონი კაპიტანი, რომელიც მსახურობდა რესპუბლიკის დიად ჯარში კლონების ომების დროს. ექვემდებარებოდა რა გენერალ ჯედაი დეპა ბილაბას, იგი გენერალიბატალიონში კლონი მეთაურის მოვალეობას ასრულებდა. დეპა ბილაბას ბატალიონის დახვრეტის შემდეგ, იგი მეორე ბატალიონში გადავიდა (რომელსაც ასევე ჯედაი ხელმძღვანელობდა), კლონ კაპიტან სტაილსთან ერთად.

ბრძანება 66-ს პერიოდში გრეი იმყოფებოდა პლანეტა კალერზე. ისევე, როგორც სხვა კლონი სამხედროები, იგი ბრძანებას დაემორჩილა ქცევის მოდიფიცირების ბიოჩიპის ზემოქმედებით. შედეგად, მან გრეის მოკვლა სცადა, როგორც გალაქტიკური რესპუბლიკის მოღალატის. მართალია, გენერალი თავს იცავდა, იგი საბოლოოდ, სხვა სამხედროებმა მოკლეს.

გალაქტიკური იმპერიის აღზევების შემდეგ გრეი და სტაილსი ბილაბას პადავან კელებ დიუმს დაედევნენ. ეს უკანასკნელი, საბოლოოდ, ლანზე დაიჭირეს. გრეი ამ დროისთვის მიხვდა, რომ ბრძანებებს დაპროგრამების გამო ასრულებდა. მან, საბოლოოდ, თავი გასწირა, რათა ჯედაი გადაერჩინა სხვა კლონებისგან.

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 StarWars-DatabankII კლონი სამხედროები Databank-ში (არქივის ბმული) კლონი სამხედროების დახასიათებას შეიცავს. ვარსკვლავური ომები: კენანი გვიჩვენებს, რომ გრეი იყო კლონი სამხედრო, კერძოდ — კლონი კაპიტანი, ამრიგად, ინფორმაცია, წარმოდგენილი Databank-ზე, ზუსტია.
  2. კენანი 6 უთითებს, რომ მას შემდეგ, რაც კენან ჯარუსი უკანასკნელად გამუტ კეის შეხვდა, გავიდა 14 წელი. ვინაიდან ეს შეხვედრა ნაჩვენებია გამოშვებაში კენანი 4, უკანასკნელის მოვლენები გამოშვებაში კენანი 6 ასახულს 14 წლით უსწრებს. ვინაიდან გამოშვებაში კენანი 6 „აჩრდილის“ გუნდმა იცის ფულკრუმის შესახებ, ეს ნიშნავს, რომ მისი მოვლენები ვითარდება ძალების შეკრების შემდეგ. თუმცა, ვინაიდან ეზრა ბრიჯერს ჯერ კიდევ არ აქვს სინათლის მახვილი, ვასკვნით, რომ ყველაფერი ვითარდება ჯედაის გზამდე. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ იმპერიის დღის (რომელიც წინ უსწრებს ძალების შეკრებას) და ჯედაის გზის მოვლენათა განვითარების დროა 4 იბ, რაც ნიშნავს, რომ კენანი 6 იავინის ბრძოლამდე 4 წლის მოვლენებს ასახავს. თუკი კენანი 6 ამ წლის მოვლენებს ასახავს, კენანი 4 — 14 წლით ადრე, ხოლო კენანი 5 — მოგვიანებით განვითარებულს, კომიქსის მოვლენათა განვითარების დროა 18 იბ.
  3. 3.0 3.1 3.2 კენანი 5
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 კენანი 1
  5. 5.0 5.1 StarWars-DatabankII კლონი კაპიტანი გრეი Databank-ში (არქივის ბმული)
  6. კენანი 8
  7. ნაცვალსახელები, რომლითაც პერსონაჟი ნახსენებია ინგლისურენოვან მასალებში.
Advertisement