გრივუსი, დაბადებისას კიმეინ ჯაი შილალი, იყო კალიში გენერალი, დროიდების არმიის უზენაესი მეთაური და დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციის მთავარსარდალი კლონების ომების პერიოდში. მავდაპირველად იყო ჩვეულებრივი მეომარი პლანეტა კალიდან, მაგრამ შემდგომში გადაწყვიტა, ორგანოების უმეტესობა ჩაენაცვლებინა კიბერნეტიკული ნაწილებით, რათა საბრძოლო უნარები გაეძლიერებინა. გრაფ დუკუსადმი დაქვემდებარებულმა, მან ყოფილი ჯედაისგან შეისწავლა სინათლის მახვილის გამოყენების ხელოვნება და მეთაურობდა დროიდების სეპარატისტულ არმიის. სასტიკი ხასიათის წყალობით, მისი გალაქტიკურ რესპუბლიკაში ეშინოდათ. მან მრავალი ჯედაიც კი დაამარცხა და მათი სინათლის მახვილების ერთგვარი კოლექციაც კი შეაგროვა. მრავალჯერ შერკინებია ასოკა ტანოს და ოსტატ ჯედაი ობი-ვან კენობის, იქცა რა უკანასკნელის დაუძინებელ მტრად.
გრივუსის მეთაურობით დროიდების არმია მთელ გალაქტიკას მოედო. დუკუს შეგირდ ასაჟ ვენტრესთან ერთად გრივუსმა განახორციელა თავდასხმა კამინოზე, რაღა შეეჩერებინა კლონების წარმოება. წარუმატებლობის მიუხედავად, ამ ოპერაციის შედეგად ქალაქ ტიპოკას კლონირების ტექნიკის დიდი ნაწილი დაზიანდა, რამაც რესპუბლიკას ზარალი მიაყენა. მოგვიანებით, დუკუს განკარგულებით, გრივუსი დათომირზე გაემგზავრა და ღამის დების ალქაჯების კლანს შეეჯახა. უკანასკნელთა უმეტესობა ბრძოლისას განადგურდა — გადარჩნენ მხოლოდ შერცხვენილი ვენტრესი და კლანის მეთაური, დედა ტელზინი. მას შემდეგ, რაც დართ მოლი გამოჩნდა, გრივუსი ამ უკანასკნელსაც დაუპირისპირდა. ზაბრაკს მან აიძულა უკან დახევა, მოკლა ტელზინი და საბოლოოდ დაშალა მოლის საზარელი ჩრდილების კოლექტივი.
ომის მიწურულს გრივუსმა კორუსანტზე იერიში განახორციელა და დაიპყრო უზენაესი კანცლერი პალპატინი. ეს უკანასკნელი, ფარულად გრივუსის მასწავლებელი, დართ სიდიუსი, მის ხომალდზე იყო გამოკეტილი. თუმცა, მას შემდეგ, რაც დუკუ ანაკინ სკაიუოკერმა მოკლა, გრივუსმა უკან დაიხია და გარე რგოლში მდებარე უტაპაუზე დასახლდა. მისი ადგილსამყოფელი ჯედაების უზენაეს საბჭოს პალპატინმა შეატყობინა. ობი-ვან კენობი, საბჭოს დავალებით, გაემგზავრა, იპოვა გენერალი და მოკლა იგი.
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
- Disney Infinity 3.0
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: აღნიშნეთ სეზონი — "რაც მსურს სიცოცხლის დღეს"- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: სითების შურისძიება (Scholastic)
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: დროიდების ისტორიები — "გაქცევა ენდორიდან" (მოგონებებიდან)
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: დროიდების ისტორიები — "კრიზისი კორუსანტზე" (მოგონებებიდან)- LEGO Star Wars: The Force Awakens (DLC)
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ყველა ვარსკვლავი — "სანგრებიდან ქანჩებამდე: როჯერის ამბავი" (მოგონებებიდან)
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ყველა ვარსკვლავი — "შეხედეთ, მე ამაწყვეს" (მოგონებებიდან)- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: საშიში ისტორიები (მოგონებებიდან)
- LEGO Star Wars Battles
- LEGO Star Wars: The Skywalker Saga
- Minecraft Star Wars: Path of the Jedi
- ძალის თვლემიდან გამოღვიძება
"ათვისებული გაკვეთილი" — LEGO Star Wars 102 (მხოლოდ ხსენება)
"ბრძოლა გრივუსთან" — LEGO Star Wars 109 (როგორც რეპროდუქცია)
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: აღადგინე გალაქტიკა
წყაროები[]
არაკანონიკური წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 Star Wars Journeys: Beginnings
- ↑ ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება
- ↑ 4.0 4.1
General Grievous Encyclopedia-ში (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
- ↑ ვარსკვლავური ომები: კლონების ომები: პერსონაჟების ენციკლოპედია: შეუერთდი ბრძოლას!
- ↑ ვარსკვლავური ომები მარტივად
- ↑ 7.0 7.1 "სეპარატისტები" — ვარსკვლავური ომების ენციკლოპედია
- ↑ "საბრძოლო დროიდები და სხვა საომარი დროიდები" — ვარსკვლავური ომების ენციკლოპედია
- ↑ Star Wars: Build Your Own R2-D2 57 Droid Directory: IG-100 MagnaGuards
- ↑ 10.0 10.1 10.2 ვარსკვლავური ომები: ფრონტის წინა ხაზებზე