- "დაგეგმილი იყო შენი მოკვლა და ბავშვის წართმევა. მაგრამ გუშინდელის შემდეგ ამას ვერ ვიზამდი."
- ― გრიფ კარგას საუბარი დინ ჯარინთან და კარასინთია დიუნთან
გრიფ კარგა იყო მამაკაცი, ყოფილი მაგისტრატი, რომელიც გალაქტიკური იმპერიის დაცემის შემდეგ გახდა ჯილდოზე მონადირეთა გილდიის აგენტი. იავინის ბრძოლიდან დაახლოებით 9 წელს წელს იგი ჯილდოზე მონადირე დინ ჯარინს კანტინაში შევხდა უკანასკნელის მიერ ნაპოვნი ოთხი სამიზნის მისაღებად. ჯარინს არ სურდა ანაზღაურების იმპერიულ კრედიტებში მიღება და კარგამ კალამარული ფლანებით გადაუხადა, შემდეგ კი შესთავაზა კლიენტის", იმპერიული ნარჩენის მოკავშირის დავალების შესრულება.
ჯარინმა ეს დავალებაც შეასრულა და კმაყოფილმა კარგამ მას შესთავაზა სხვა სამიზნე. ჯარინი დავალების შესრულებაზე დათანხმდა, მაგრამ დაბრუნდა, რათა გადაერჩინა ბავშვი, დინ გროგუ, რომელიც მანამდე კლიენტს ჩააბარა. კარგა, გილდიის სხვა წევრებთან ერთად, დაუპირისპირდა ჯარინს და სცადა ბავშვის დაბრუნება, მაგრამ მონადირეები დამარცხდნენ, როდესაც მათ თავს დაესხა დინის ტომი. კარგა გაიქცა და მანდალორელს დახვდა მის ქვემეხიან ნავზე, სამართებლის პირზე, მაგრამ ჯილდოზე მონადირემ ის გადააგდო და გაიქცა.
ასეთ წარუმატებლობაზე პასუხად განრისხებული კლიენტის ძალებმა აიღეს კარგას ქალაქი. ამან კარგა აიძულა, გილდიის ღალატის მიუხედავად, ჯარინისთვის ქალაქის გათავისუფლებაში დახმარება ეთხოვა. მართალია, თავდაპირველად ის აპირებდა, დინი კლიენტისთვის გადაეცა, მაგრამ მოგვიანებით გადაიფიქრა. მათ დაგეგმეს კლიენტის მოკვლა, მაგრამ ყოველივე შეიცვალა, როდესაც იგი მოკლა მოფმა გიდეონმა. ნამსხვრევის ალყაში მოხვედრილი კარგა გაიქცა ლავის გვირაბებით. გვირაბიდან გამოსულებს თავს დაესხა გიდეონი, თუმცა ის ჯარინმა ჩამოაგდო და კარგამ მას ამისთვის გილდიის წევრობის დაბრუნება აღუთქვა. მართალია, დინმა უარი უთხრა, მისი მოკავშირე, კარა დიუნი, დარჩა პლანეტაზე და გახდა კარგას პირადი აღმასრულებელი, ხოლო კარგა გახდა უზენაესი მაგისტრატი.
კადრს მიღმა[]
კარგა არის პერსონაჟი, შექმნილი ტელესერიალისთვის მანდალორელი. მის როლს ასრულებს კარლ უეზერსი.[3]
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 "დინ ჯარინი და დამნაშავეთა სამყაროს სხვა პერსონაჟები" — ვარსკვლავური ომების ენციკლოპედია
- ↑ ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6
ვარსკვლავური ომები: მანდალორელი — "თავი 1: მანდალორელი"
- ↑
ვარსკვლავური ომები: მანდალორელი — "თავი 12: ალყა"
- ↑
ვარსკვლავური ომები: მანდალორელი — "თავი 21: მეკობრე"
- ↑
ვარსკვლავური ომები: მანდალორელი — "თავი 7: ანგარიშსწორება"
დამატებითი ბმულები[]
Greef Karga ვიკიპედიაში