ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

გრიფ ჰალორანი იყო პილოტი, რომელიც ახალი რესპუბლიკის ეპოქაში ასების ესკადრილიაში შედიოდა. კოლოსის თავდაცვის ძალებში მსახურობის წინა პერიოდი ბურუსით იყო მოცული. მიუხედავად იმისა, რომ TIE ხომალდის პილოტი იყო, შესაბამის უნიფორმასაც ატარებდა და ხელებზე ჰქონდა ტატუირება იმპერიული გერბის გამოსახულებით, უცნობია, იყო თუ არა იგი იმპერიული ფლოტის ვეტერანი თუ უბრალოდ ამით წარსულს ჩაბარებულ გალაქტიკურ იმპერიას იხსენებდა და ცდილობდა, სხვები დაეშინებინა.

ისევე, როგორც მისივე გუნდის სხვა წევრები, ჰალორანი სრულყოფილი პილოტი იყო, რომელიც მორგებულ ვარსკვლავურ საბრძოლო ხომალდს ფლობდა. მისი "შავი ასი" იყო მეტად მოდიფიცირებული კოსმოსური უპირატესობის ვარსკვლავური საბრძოლო ხომალდი TIE/ln. გრიფმა თავად შეიმუშავა მისი მოდიფიცირებული ნაწილები, რათა რბოლებისთვის აპარატი ყოფილიყო უნიკალური და შიშისმომგვრელი.

გამოჩენები[]

ბიბლიოგრაფია[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement