- "დავალება იყო საკმაოდ კონკრეტული. საკუთრება უნდა განადგურდეს."
- ―IG-11
გროგუ, იგივე "ბავშვი" და "საკუთრება", იყო მამრობითი[6] ძალისადმი მგრძნობიარე ჩვილი არსება, რომელიც მიეკუთვნებოდა იოდას მსგავს რასას. ორმა ჯილდოზე მონადირემ, მანდალორელმა და მკვლელმა დროიდმა, IG-11-მა, მიიღეს კლიენტისთვის მისი დაბრუნების დავალება.[2]
Contents
ბიოგრაფია[edit | edit source]
ნადირობის სამიზნე და გადარჩენილი[edit | edit source]
ჯილდოზე მონადირე, ცნობილი როგორც უბრალოდ მანდალორელი, "კლიენტმა" და დოქტორმა პერშინგმა გააგზავნეს გროგუს დასაჭერად. ამავე დროს გროგუზე ნადირობდა დროიდი IG-11. მანდალორელისგან განსხვავებით, მას ჰქონდა მიღებული დავალება, მოეკლა გროგუ, მაგრამ მანდალორელმა დაასწრო და დროიდი გაანადგურა[2].

გროგუ მიმართავს ძალას.
მანდალორელმა გროგუ თან წაიყვანა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მონადირის ხომალდი ამასობაში ჯავებმა დაშალეს. კუიილის დახმარებით მანდალორელი მოელაპარაკა ჯავებს, რომლებიც შეჰპირდნენ ხომალდის ნაწილების დაბრუნებას, ტალახრქის კვერცხის სანაცვლოდ. არსებასთან მისი შეტაკებისას გროგუმ სცადა დახმარება, გამოიყენა რა ძალა. ჰაერში აწეული და ძირს დანარცხებული ტალახრქა მონადირემ საბოლოოოდ მოკლა, ხოლო დასუსტებულ გროგუმს ჩაეძინა. კვერცხის ჯავებთან მიტანის და ხომალდის აღდგენის შემდეგ მანდალორელმა გროგუსთან ერთად პლანეტა დატოვა[4].
მანდალორელმა კლიენტს გროგუ გადასცა, მიიღო ჯილდო ბესკარის მარაგის სახით და აპირებდა პლანეტიდან გაფრენას, როდესაც გადაწყვეტილება შეცვალა, დაბრუნდა, თავს დაესხა ობიექტს, რომელშიც გროგუს მალავდნენ, შეტაკებისას დაიხსნა პატარა და, უკვე სხვა მონადირეებთან ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ, სხვა მანდალორელთა დახმარებით, გადარჩა და პლანეტა საბოლოო დატოვა — ისევე, როგორც ჯილდოზე მონადირეთა გილდია[3].
კადრს მიღმა[edit | edit source]
პერსონაჟი პირველად გამოჩნდა ტელესერიალ მანდალორელის პირველ ეპიზოდში.[2] გადაღებების პერიოდში მსახიობები მას "არსებას" უწოდებდნენ.[7] გროგუს სოციალურ მედიაში აგრეთვე "პატარა იოდად" მოიხსენებდნენ."[8][9]
გამოჩენები[edit | edit source]
- Star Wars: Squadrons (როგორც სათამაშო) (DLC)
მანდალორელი – თავი 1: მანდალორელი (პირველი გამოჩენა)
მანდალორელი – თავი 2: ბავშვი
მანდალორელი – თავი 3: დანაშაული
მანდალორელი – თავი 4: თავშესაფარი
მანდალორელი – თავი 5: მსროლელი
მანდალორელი – თავი 6: პატიმარი
მანდალორელი – თავი 7: ანგარიშსწორება
მანდალორელი – თავი 8: გამოსყიდვა
- ვარსკვლავური ომები: მანდალორელი: საბავშვო რომანი
- მანდალორელი: ასეთია გზა
- მანდალორელი: ორის კლანი
მანდალორელი – თავი 9: მარშალი
მანდალორელი – თავი 10: მგზავრი
მანდალორელი – თავი 11: მემკვიდრე
მანდალორელი – თავი 12: ალყა
მანდალორელი – თავი 13: ჯედაი (პირველად ნახსენებია როგორც გროგუ)
მანდალორელი – თავი 14: ტრაგედია
მანდალორელი – თავი 15: მრწმენი (მხოლოდ ხსენება)
მანდალორელი – თავი 16: გადარჩენა
არაკანონიკური გამოჩენები[edit | edit source]
- The Sims 4 (DLC) (მხოლოდ ქანდაკება)
- "თოვლის სახრამუნო"
- Disney Magic Kingdoms
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: სპეციალური სადღესასწაულო გამოშვება
- Fortnite Season 5
შენიშვნები და სქოლიო[edit | edit source]
- ↑ სტატიის
SWCC 2019: 9 რამ, რაც შევიტყვეთ მანდალორელის პანელიდან StarWars.com-ზე (შენახული ვერსიის ბმული) მიხედვით მანდალორელის მოვლენები ვითარდება ჯედაის დაბრუნებიდან ხუთი წლის შემდეგ (წიგნის ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი მიხედვით ეს იქნება 4 იბშ. ამრიგად, ვასკვნით, რომ მანდალორელის მოვლენები ვითარდება იავინის ბრძოლიდან 9 წელს. ვინაიდან ბავშვი მანდალორელის მოვლენების დროს 50 წლის არის, ჩანს, რომ იგი დაიბადა იავინის ბრძოლამდე დაახლოებით 41 წლით ადრე.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5
მანდალორელი – თავი 1: მანდალორელი
- ↑ 3.0 3.1
მანდალორელი – თავი 3: დანაშაული
- ↑ 4.0 4.1
მანდალორელი – თავი 2: ბავშვი
- ↑
მანდალორელი – თავი 8: გამოსყიდვა
- ↑
მანდალორელი – თავი 4: თავშესაფარი
- ↑ ბრეზნიკანი, ენტონი (12 ნოემბერი, 2019). მანდალორელი: პირველი ეპიზოდი: დამალული დეტალების და ბოლოს განმარტება. Vanity Fair. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო: December 18, 2019. მოძიებულია: January 5, 2020.
- ↑ კუჩერა, ბენ (18 ნოემბერი, 2019). Disney-მ ოფიციალურად ნება დაგვრთო: ახლა ვისაუბროთ მანდალორელის პერსონაჟზე. Polygon. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო: November 19, 2019. მოძიებულია: November 18, 2019.
- ↑ რენფრო, კიმ (18 ნოემბერი, 2019). 15 ტვიტი და მიმი 'პატარა იოდაზე' 'მანდალორელში', რომლებიც ამტკიცებენ, რომ პერსონაჟი საუკეთესოა, რაც 'ვარსკვლავურ ომებში' შეგვხვედრია. Insider. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო: January 5, 2020. მოძიებულია: November 18, 2019.