ახალი რესპუბლიკის პერიოდში დაცემული გალაქტიკური იმპერიის მოფ გიდეონი ნამსხვრევმა გარე რგოლის ტერიტორიებში, ახალი რესპუბლიკის წვდომისგან შორს, დაიწყო ძალისადმი მგრძნობიარე უცხომიწელი ბავშვის, დინ გროგუს ძიება მის სისხლთან ექსპერიმენტების ჩატარების მიზნით. თავდაპირველად ნამსხვრევმა ჯილდოზე მონადირეთა გილდიას მიმართა, რათა პლანეტა ნევაროს ჯილდოზე მონადირეთა დახმარებით გროგუ ეპოვა, თუმცა მანდალორელმა ჯილდოზე მონადირე დინ ჯარინმა ბავშვი იმპერიელებისგან იხსნა.
გროგუს ნევაროზე გადარჩენის შემდეგ ჯარინი გაიქცა პლანეტიდან, რომელზეც მანამდე მიწისქვეშ მცხოვრებ მანდალორელთა ტომთან ერთად ცხოვრობდა. ბავშვისთვის ჯილდოს მოპოვების სურვილით დინს ამის შემდეგ მრავალი მონადირე მთელ გალაქტიკაში ეძებდა. გილდიის აგენტი გრიფ კარგა ჯარინს შეუერთდა იმპერიელთა მიერ ნევაროს ქალაქის დაკავების შემდეგ და შეუთანხმდა, რომ მასზე დაწესებულ გასამრჯელოს გააუქმებდა, თუკი დინი იმპერიელთა გაგდებაში დაეხმარებოდა. ჯარინმა და კარგამ, ასევე მათი მოკავშირეები კარასინთია დიუნი, კვიილი და IG-11, დაამარცხეს მოფი გიდეონი და მისი თანმხლებნი, თუმცა ამ ოპერაციას შეეწირნენ კვიილი, IG-11 და ჯარინის ტომი. ნევაროზე დარჩენილმა ერთადერთმა მანდალორელმა, მეიარაღემ", ჯარინს დაავალა ბავშვის დაცვა და მისი მამობა, სანამ თავის მსგავსებს მიაგნებდა და მათ — ანუ, მეიარაღის აზრით, ჯედაებს — შეუერთდებოდა. ჯარინმა ნევარო კოსმოსური ხომალდ სამართებლის პირით", დატოვა. გიდეონი გადარჩა და TIE ხომალდ "უცხოთი" გაიქცა, ბნელი მახვილით შეიარაღებული.
მოხალისეთა სხეულებში სისხლის გადასხმა მიდიქლორიანების მაღალი შემცველობის მქონეთაგან გაგრძელდა იმპერიული ნამსხვრევის მიერ დაკავებული ნევაროს იმპერიული ბაზის ტერიტორიაზე, თუმცა, ისინი შეწყდა მას შემდეგ, რაც დოქტორ პერშინგსა და იმპერიელ მეცნიერებს ამოეწურათ ბავშვის სისხლის მარაგი. ბაზა მოგვიანებით, როდესაც ჯარინი ნევაროზე ხომალდის შესაკეთებლად დაბრუნდა, განადგურდა ჯარინის, კარგასა და დიუნის მიერ. თუმცა, მიმბანელმა მექანიკოსმა ჯარინის ხომალდზე სათვალთვალო მოწყობილობა მოათავსა და, ამრიგად, გიდეონის ძალებმა შეძლეს მისი და გროგუს პოვნა.
გამოჩენები[]
- Star Wars: Galaxy of Heroes
- მანდალორელი — თავი 1: მანდალორელი (პირველი გამოჩენა)
- მანდალორელი: სეზონი 1: ტომი 1
- მანდალორელი: საყმაწვილო რომანი
- მანდალორელი — თავი 2: ბავშვი
- მანდალორელი — თავი 3: დანაშაული
- მანდალორელი — თავი 4: თავშესაფარი
- მანდალორელი — თავი 5: მსროლელი
- მანდალორელი — თავი 7: ანგარიშსწორება
- მანდალორელი — თავი 8: გამოსყიდვა
- მანდალორელი: ორის კლანი
- მანდალორელი: მოკავშირეები და მტრები
- მანდალორელი: მაგნიტური გასართობი
- მანდალორელი: ასეთია წესი
- მანდალორელი: მეორე სეზონი: საყმაწვილო რომანი
- მანდალორელი — თავი 10: მგზავრი
- მანდალორელი — თავი 12: ალყა
- მანდალორელი — თავი 13: ჯედაი (მხოლოდ ხსენება)
- მანდალორელი — თავი 14: ტრაგედია
- მანდალორელი — თავი 16: გადარჩენა
- ბობა ფეტის წიგნი — თავი 5: მანდალორელის დაბრუნება (მხოლოდ ირიბი ხსენება)