
სიკვდილის ვარსკვლავის განადგურებით დაიწყო ათვლის ახალი ციკლი და მას შემდეგ გამოიყენებოდა სისტემა "იბშ-იბ".
დათარიღების სისტემა "იბშ-იბ"[1] გამოიყენებოდა ისტორიული მოვლენების თარიღების მითითებისას, ძირითადად — რესპუბლიკის აღდგენის ალიანსის მიერ. ამ სისტემის "ნულოვანი" წელი აღნიშნავდა იავინის ბრძოლაში პირველი სიკვდილის ვარსკვლავის განადგურების და აჯანყებულთა გალაქტიკური იმპერიის ძალებზე პირველი დიდი გამარჯვების წელს. იბ ნიშნავდა იავინის ბრძოლამდე განვითარებულ მოვლენებს, ხოლო იბშ — იავინის ბრძოლის შემდგომ მოვლენებს. თარიღები 0 იბ და 0 იბშ აღნიშნავდნენ მოვლენებს, რომლებიც განვითარდა ამ ბრძოლის წელს, ან მანამდე, რომელიმე თვეში, ან რამდენიმე თვის შემდეგ.[2]
სისტემა "იბშ-იბ" აგრეთვე გამოიყენებოდა მთელ რიგ რუკებზე, რომელთა შემდგენელი იყო ითორიანი მხატვარი გემიტ ჩონდი. ამა თუ იმ ადგილებთან დაკავშირებული სხვადასხვა მოვლენა რუკებზე მითითებული იყო თარიღებით — მათ შორის, დაკავშირებული სკაიუოკერების ოჯახის წევრებთან.[1]
კადრს მიღმა[]
სისტემა ვარსკვლავური ომების კანონის ფარგლებში პირველად გამოიყენეს 2014 წელს, წიგნში ვარსკვლავური ომების სავარჯიშოები: კითხვა: მეორე კლასი.[3] 2016 წელს, ენციკლოპედიაში ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი, ემილ ფორჩენმა იგივე სისტემა გამოიყენა.[1] ვარსკვლავური ომების ლეგენდებში სისტემა პირველად გამოყენებულია West End Games-ის 1996 წლის როლური თამაშის ცნობარში Star Wars: The Roleplaying Game, მეორე გამოცემა, რედაქტირებული და გაფართოებული, რომლის ავტორია ბილ სმითი.[4]
ჰოლოპედია და ვარსკვლავური ომების სხვა ვიკიები იგივე სისტემას იყენებენ როგორც ლეგენდებთან, ასევე კანონიკურ საკითხებთან დაკავშირებულ სტატიებში.
გამოჩენები[]
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2 ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი
- ↑
Star Wars: Build the Millennium Falcon 61 Guide to the Galaxy: Galactic Time and Dates
- ↑ ვარსკვლავური ომების სავარჯიშოები: კითხვა: მეორე კლასი
- ↑ Star Wars: The Roleplaying Game, მეორე გამოცემა, რედაქტირებული და გაფართოებული