ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

დათომირი, იგივე რანკორთა პლანეტა, იყო შორეული, ნეიტრალური პლანეტა, მდებარე კუელის სექტორში. მასზე ცხოვრობდნენ ღამის დები და ღამის ძმები. ეს პლანეტა, ცნობილი წითელი შეფერილობით (რომელსაც ძირითადი მნათობი ანიჭებდა), შედგებოდა რამდენიმე, მცენარეულობით, ტყეებით თუ ჭაობებით გამორჩეული კონტინენტისგან. დათომირზე ჩვეულებრივზე ძლიერი იყო ძალის ბნელი მხარე და ამ პირობებში მასე მრავალი ძალის მფლობელიც აღიზარდა. ღამის დები, იგივე დათომირელი ალქაჯები, ცხოვრობდნენ ჭაობებზე და იყენებდნენ მაგიას, რომელიც საზრდოობდა დათომირის ენერგიით. ღამის ძმები იყვნენ ზაბრაკები, რომლებსაც ღამის დები მართავდნენ. პლანეტაზე აგრეთვე ცხოვრობდნენ ნახევრად-გონიერი რანკორები.

კლონთა ომების დროს დათომირმა რამდენიმე დიდი ბრძოლა გადაიტანა, დედა ტელზინისა და მისი მტრის, დართ სიდიუსის მაქინაციების გამო. ამას მოჰყვა ღამის დების დიდი ნაწილის განადგურება და პლანეტაზე დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციის გაბატონება. ასაჟ ვენტრესი, გრაფ დუკუს მიერ გაწვრთნილი ღამის და, ტელზინს დაუბრუნდა მას შემდეგ, რაც მასწავლებელმა უღალატა. დუკუმ, ამრიგად, ყურადღება დათომირზე გადაიტანა, შედეგად კი ღამის დების უმეტესობა დაიხოცა. გადარჩნენ მხოლოდ ტელზინი, ვენტრესი, მერინი და შელიში.

იავინის ბრძოლამდე 2 წლით ადრე მოლი დათომირზე დაბრუნდა ამბოხებულ ჯედაი ეზრა ბრიჯერთან ერთად, ღამის დების მოსახმობი რიტუალის შესასრულებლად, რომლის მიზანი იყო ჰოლოკრონული ხილვის ნაწილების დანახვა. ასე მოლმა და ეზრამ შეიტყვეს, რომ სითების განადგურების გზა იცოდა ოსტატმა ჯედაი ობი-ვან კენობიმ, რომელიც ამ დროს ცხოვრობდა ორი მნათობის მქონე პლანეტაზე.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება: ვიზუალური ლექსიკონი
  2. 2.0 2.1 სრული ვარსკვლავური ომები
  3. 3.00 3.01 3.02 3.03 3.04 3.05 3.06 3.07 3.08 3.09 3.10 Star Wars Jedi: Fallen Order
  4. დართ მოლი — დათომირის ვაჟი 4
  5. Star Wars: The Force Awakens Beginner Game
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 6.6 6.7 6.8 ამბოხების განთიადი
  7. 7.0 7.1 ვარსკვლავური ომების სუპერგრაფიკა: შორეული, შორეული გალაქტიკის ვიზუალური ცნობარი
  8. 8.0 8.1 8.2 TCW mini logo.jpg ვარსკვლავური ომები: კლონთა ომებიღამის დები
  9. Rebels-mini-logo.png ვარსკვლავური ომები: ამბოხებულებიხილვები და ხმები
  10. TCW mini logo.jpg ვარსკვლავური ომები: კლონთა ომებიალქაჯები ნისლიდან
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 11.4 StarWars.com-ის ენციკლოპედია დათომირი Encyclopedia-ში (შიგთავსი ამჟამად მოძველებულია; (არქივის ბმული)
  12. 12.0 12.1 TCW mini logo.jpg ვარსკვლავური ომები: კლონთა ომებიხოცვა
  13. TCW mini logo.jpg ვარსკვლავური ომები: კლონთა ომებიურჩხული
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 14.4 ბნელი მიმდევარი
  15. Star Wars: Galactic Defense
  16. უკანასკნელი გასროლა
  17. TCW mini logo.jpg ვარსკვლავური ომები: კლონთა ომებიძმები
  18. დართ მოლი — დათომირის ვაჟი 4
Advertisement