ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია

OnACanonArticle

ამ სტატიაში აღწერილია საიდუმლო ქსელი. იხილეთ აგრეთვე კილჯების წესრიგისა და განათლებულობის გზა, იგივე განათლებულობის გზა.

"შენ მარტო არ ხარ, ობი-ვან."
ჰაჯა ესტრი[2]

დამალული ბილიკი,[5] იგივე "ბილიკი",[3] იყო საიდუმლო ქსელი, რომელიც ჯედაებს და სხვა ძალისადმი მგრძნობიარეებს ჯედაების დიდი წმენდისას გალაქტიკის მასშტაბით გალაქტიკური იმპერიისგან მალავდა და ახალ ვინაობას ანიჭებდა. ქსელი მუშაობდა მაპუზოსა და სხვა პლანეტებზე, ხოლო მის წევრებს შორის იყვნენ იმპერიელი ოფიცერი ტალა დურითი, მტვირთავი დროიდი NED-B, ოსტატი ჯედაი კვინლან ვოსი, კოლან როკენი და პილოტები, უეიდ რესელიანი და სალი სტარკი. მათ განკარგულებაში იყო სულ მცირე, ორი საჰაერო სპიდერი T-47.

იავინის ბრძოლამდე 10 წელს[6] ბალნაბიზე გადაცემული შეტყობინება საიდუმლო ქსელის შესახებ იმპერიას ხელთ ჩაუვარდა. თავდაპირველად ქსელის არსებობას სიცრუედ თვლიდნენ, მაგრამ მოგვიანებით დადგინდა, რომ იგი მოქმედებდა ორ სხვა სისტემაში.

ოსტატ ჯედაი ობი-ვან კენობის და ალდერაანის პრინცესა ლეია ორგანას იავინის ბრძოლამდე 9 წელს[4] ქსელის წევრები დაეხმარნენ[3] და ჯაბიიმზე გაამგზავრეს.[3]

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 Obi-Wan Kenobi new series logo ვარსკვლავური ომები: ობი-ვან კენობი — "IV ნაწილი"
  2. 2.0 2.1 Obi-Wan Kenobi new series logo ვარსკვლავური ომები: ობი-ვან კენობი — "II ნაწილი"
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Obi-Wan Kenobi new series logo ვარსკვლავური ომები: ობი-ვან კენობი — "III ნაწილი"
  4. 4.0 4.1 მოვლენები სერიალში ობი-ვან კენობი ვითარდება იავინის ბრძოლამდე 9 წელს, როგორც ვხედავთ აქ. ვინაიდან "VI ნაწილი" უთითებს, რომ დამალული ბილიკი ამ დროისთვის ჯედაებს უკვე 10 წლის განმავლობაში ეხმარება, მისი დაარსების თარიღია 19 იბ.
  5. StarWars-DatabankII the Hidden Path Databank-ში (არქივის ბმული)
  6. მოვლენები სერიალში ობი-ვან კენობი ვითარდება იავინის ბრძოლამდე 9 წელს, როგორც ვხედავთ აქ. ვინაიდან "IV ნაწილი" უთითებს, რომ ბალნაბიზე გადაცემული შეტყობინება მიიღეს ერთი წლით ადრე, ვასკვნით, რომ მისი მიღების თარიღია 10 იბ.