დამალული ტაძარი მდებარეობდა გარე რგოლის პლანეტა გენბარას ჩანჩქერის ქვეშ. ტაძარიც და ჩანჩქერიც მდებარეობდა სოფელთან, რომლის მოსახლეებსაც სითების წარუმატებელი აჯანყებიდან ოცი წლის თავზე თავს დაესხნენ ბანდიტები. ამ ბრძოლის დროს ყოფილი სითი, ვინმე რონინი, ებრძოდა მათ მეთაურს, თვითგამოცხადებულ ბნელ ლორდ კოურუს. ბრძოლამ სოფლიდან გადაინაცვლა ჩანჩქერთან, სადაც რონინი დაემალა კოურუს, ჩაუსაფრდა მას და მოკლა. თუმცა, მოგვიანებით ის გააცოცხლა მის თავში გაჟღერებულმა ხმამ.[1]
რონინი ფიქრობდა, რომ ტაძარში მდგარი ქანდაკება იყო ჯედაების ორდენის დავიწყებული ხატის მსგავსი რამ. კოურუმ ქანდაკება გაკვეთა, როდესაც ფიქრობდა, რომ იგი რონინი იყო (ვინაიდან მანამდე რონინმა ქანდაკებში ხელში მოათავსა მახვილი), თუმცა ნამდვილი მას მიეპარა და უმალვე მოკლა.[2]
გამოჩენები[]
- რონინი: ხედვების რომანი (აგრეთვე აუდიოწიგნი)
ვარსკვლავური ომები: ხედვები — "დუელი" (პირველი გამოჩენა)
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
დამატებითი ბმულები[]
The Making of Star Wars: Visions: The Duel: Part 1: A Novel Look Combining Kurosawa and Star Wars — CGWORLD (April 25, 2022) (არქივის ბმული დაარქივების თარიღი August 3, 2025) (პირველად ნახსენები როგორც かくし寺)