ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Register
Advertisement
ჰოლოპედია

დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაცია, აგრეთვე ცნობილი როგორც სეპარატისტული ალიანსი, სეპარატისტული სახელმწიფო და სეპარატისტები, იყო არაღიარებული, გალაქტიკური, დემოკრატიული და კონფედერაციული მთავრობა, რომელიც კლონების ომების პერიოდში არსებობდა. მხარდაჭერილი რამდენიმე დიდი კორპორაციისგან — რომელთა შორის იყვნენ სავაჭრო ფედერაცია, ტექნოკავშირი, სავაჭრო კრება, გალაქტიკათშორისი საბანკო კლანი, კომერციული გილდია და კორპორატიული ალიანსი — კონფედერაცია ჩამოყალიბდა ათასობით განდგომილი ვარსკვლავური სისტემისგან. კონფედერაციისთვის დამახასიათებელი იყო გაზრდილი გადასახადები და კორუფცია გალაქტიკურ სენატში. განდგომილთა მოძრაობამ, რომელიც იავინის ბრძოლამდე 24 წელს დაიწყო, გამოიწვია პოლიტიკური კრიზისი — ახლადშექმნილი ალიანსის და გალაქტიკური რესპუბლიკის დაპირისპირება. იავინის ბრძოლამდე 22 წელს სეპარატისტებსა და რესპუბლიკას შორის დაიწყო ომი — სეპარატისტი დროიდებით და რესპუბლიკის კლონების ჯარით, რაც, საბოლოო ჯამში, პირველად ათასწლეულის განმავლობაში გადაიზარდა გალაქტიკური მასშტაბის კონფლიქტში.

სამი წლის განმავლობაში კლონების ომები მოედო გალაქტიკას. სეპარატისტები სწრაფად მიიწევდნენ რესპუბლიკის დამხობისკენ. გალაქტიკისგან ფარულად უზენაესი კანცლერი შივ პალპატინი, რესპუბლიკის მეთაური, იყო სითი ლორდი დართ სიდიუსი, რომელსაც ემხრობოდნენ როგორც სახელმწიფოს მეთაური, ასევე სერენოელი გრაფი დუკუ. კონფლიქტის მიწურულს კონფედერაციამ რამდენიმეჯერ განიცადა მარცხი გარე რგოლის ალყებისას. დუკუს აღსასრულის შემდგომ სეპარატისტული საბჭოს შტაბ-ბინა მუსტაფარზე განლაგდა. დროიდების ჯარის სრული გათიშვის შემდგომ ამ სახელმწიფომ არსებობა ნელნელა შეწყვიტა, ვინაიდან ომიც დასრულდა. სავაჭრო დაჯგუფებები, რომლებიც მხარს უჭერდნენ მოძრაობას, აღარ იმალებოდნენ. ვარსკვლავური სისტემების დიდი ნაწილი შეუერთდა გალაქტიკურ იმპერიას. საკუთარი სურვილით ან დაშინებით დანარჩენები იქცნენ სეპარატისტებად.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement