ოთხი ქანდაკება იდგა ამაქსინების კოსმოსურ სადგურზე. ეს ქანდაკებები აკავებდნენ დრენგირებს, ბნელი მხარის თვისებებით აღჭურვილ მცენარეთა რასის წარმომადგენლებს.
პირველი ქანდაკება სტილიზებული იყო როგორც ჯავშანით დაფარული ჰუმანოიდი დედოფალი, მეორე ფრინველს ჰგავდა, მესამე — ინსექტოიდს, ხოლო მეოთხე — ამფიბიას. ოთხივე იდგა სადგურის ცენტრში, ტახტის მსგავსი შემაღლების ირგვლივ. როგორც ითვლებოდა, ისინი დარბაზში მოათავსეს სითებმა. რამდენიმე ჯედაიმ ქანდაკებები აღმოაჩინა დიდი კატასტროფის შემდეგ, მაგრამ თავდაპირველად მათი დანიშნულების შესახებ არავინ იცოდა.
გამოჩენები[]
- აყვავებული რესპუბლიკა: წყვდიადისკენ [აგრეთვე აუდიოწიგნი] (პირველი გამოჩენა)
- აყვავებული რესპუბლიკა (2021) 4 (პირველი ვიზუალური გამოჩენა) (მოგონებებიდან)
- აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები (2021) 6 (მხოლოდ გამოსახულება)
- აყვავებული რესპუბლიკა (2021) 7 (კივ ტრენისის ხილვაში)
- აყვავებული რესპუბლიკა: უსახელოთა ცრემლები [აგრეთვე აუდიოწიგნი]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 აყვავებული რესპუბლიკა: წყვდიადისკენ
- ↑ როგორც ჩანს წიგნიდან ვარსკვლავური ომების წიგნი, შუქურა „ვარსკვლავური ნათება“ გაუშვეს ახალი იმედის მოვლენებამდე 232 წლით ადრე. ეს იგივეა, რაც 232 იბ დათარიღების სისტემით, რომელსაც იყენებს ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი. ვინაიდან წიგნში აყვავებული რესპუბლიკა: წყვდიადისკენ სადგურის გაშვებაა ასახული, რომანის მოვლენები, მათ შორის, ქანდაკებების განადგურება, ამავე წელს მოხდა.
სხვა ენებზე