ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
დააწკაპუნეთ აქ, რათა მოხვდეთ ჰოლოპედიაში წარმოდგენილ თემის კანონიკურ ვერსიაზე.  ეს სტატია აღწერს აღნიშნული თემის ლეგენდარულ ვერსიას. 
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბეინი.
Blue-question-mark

ამ სტატიაში აღწერილი საკითხის ერთმანეთთან შეუთავსებად ვერსიებს აღწერენ დართ ბეინი: განადგურების გზა და ჯედაები სითების წინააღმდეგ.

Lucasfilm-ს ჯერ არ ჩამოუყალიბებია ზუსტი ქრონოლოგია.

მე ვარ ბნელი ლორდი, რომელიც სითების დიდებას დაუბრუნებს. მე ბეინს მეძახიან.
―დართ ბეინი[6]

დართ ბეინი, დაბადებისას დესელი, იყო სით'არი და სითების ბნელი ლორდი, ორთა წესის შემქმნელი. დაბადებული იავინის ბრძოლამდე 1026 წელს, იგი იზრდებოდა ღარიბი მაღაროელის ოჯახში, გარე რგოლის პლანეტა აპატროსზე. 1003 წელს გალაქტიკური რესპუბლიკის ენსინის მოკვლის შემდეგ დესელს დაპატიმრება და რესპუბლიკურ ციხეში მოხვედრა ემუქრებოდა. მეგობარ გროშიკის დახმარებით იგი გაიქცა შორს და შეუერთდა სითების ბნელეთის საძმოს. თავდაპირველად იგი უკუნეთის მსვლელების რიგებში რიგითი ჯარისკაცი იყო, შემდგომში კი აღმოაჩინეს, რომ ძალისადმი მგრძნობიარეც იყო და იგი მოხვდა კორიბანისითების აკადემიაში. ბეინი, როგორც მას იმ დროიდან ერქვა, მალე იქცა აკადემიის ერთ-ერთ საუკეთესო მოსწავლედ, თუმცა, ამავე დროს, დაკარგა ძალის ბნელი მხარის რწმენა. მართალია, მან იგი დაიბრუნა, თავად საძმოსადმი რწმენა დაკარგა, თვლიდა რა მას მანკიერ ორგანიზაციად, რომლის წინამძღოლი, სკირ კაანი, მისი აზრით, იყო მხდალი და დაუდევარი. ორდენიდან გაქცევის შემდეგ ბეინი ჩავიდა ლეჰონზე, შეისწავლა დართ რევანის ჰოლოკრონი და, ახალი ცოდნით აღჭურვილმა, საძმო გაანადგურა, შემდგომში კი სითების საკუთარი ორდენი ჩამოაყალიბა. მან აგრეთვე შეიმუშავა ორთა წესი, რომლის თანახმად, ათასწლეულის განმავლობაში სითებში მოდებული დაპირისპირებების თავიდან ასაცილებლად, ერთდროულად დასაშვები იყო მხოლოდ ორი სითის არსებობა. მან აგრეთვე საკუთარ თავს მიანიჭა დართის წოება და აიყვანა შეგირდი, დართ ზენა.

იავინის ბრძოლამდე 990, საძმოს განადგურებიდან ათი წლის შემდეგ ბეინი ცდილობდა, შეესწავლა ჰოლოკრონის შექმნა, ვინაიდან სურდა, მომავალ სით ლორდებს მისი ცოდნის მიღების საშუალება ჰქონოდათ. სითმა იმოგზაურა ბირთვის პლანეტა ტაითონზე, რათა ეპოვა ძველი დროის ბნელი ლორდის, ბელია დარზუსითების ჰოლოკრონი. თუმცა, ჯედაების ორდენმა შეიტყო სითის იქ ყოფნის შესახებ და მის და შეგირდის გასანადგურებლად რამდენიმე ჯედაი მიავლინა. დარზუს ციხესიმაგრეში მოხდა მათი და სითების შეტაკება. მცირერიცხოვანმა სითებმა ჯედაები მაინც გაანადგურეს, თუმცა, ბეინი მძიმედ დაიჭირა. ზენამ იგი ჩაიყვანა ამბრიაზე, სადაც მკურნალმა კელებმა, მისი დაჟინებით, დახმარება გაუწია. ამასთან, კელებმა იქ სითების გამოჩენის შესახებ ამცნო ჯედაების საბჭოს. პასუხად ზენამ უნარების მეშვეობით შეშალა ბიშაძილი დეროვიტი, მოკლა კელები, შემდეგ კი ბეინთან ერთად დაიმალა. პლანეტაზე ჩასულმა ჯედაებმა მოკლეს დეროვიტი, რომელიც, მათი აზრით, სითი ლორდი იყო. ამრიგად, ითვლებოდა, რომ სითები განადგურდნენ.

გავიდა ათწლეული და ბეინი ღელავდა, რომ შეგირდი მის დამხობას ვერ შეძლებდა და ვერ მიიღებდა შემდეგი ბნელი ლორდის წოდებას, როგორც ამას ითვალისწინებდა მის მიერ შექმნილი წესი. სიცოცხლის გახანგრძლივების და საკუთარი გონების სხვა სხეულში გადატანის მიზნით, მან კვლევები დაიწყო და ჩავიდა პრაკითზე, სადაც მოიპოვა უძველესი დართ ანდედუჰოლოკრონი. პრაკითიდან დაბრუნებულს თავს დაესხნენ ლიკვიდატორები, მოგზავნილი კელების ქალიშვილ სერას მიერ. დოანზე ტყვეობაში მოხვედრილ ბეინი სასტიკად აწამეს, თუმცა, იგი მაინც გაიქცა. დოანზე ზენასთან შეხვედრისას ბეინის შეგირდთან დუელი ფრედ დასრულდა, როდესაც სითი ლორდი ამბრიაზე ბნელი ძალის მცოდნე იკტოჩ ლიკვიდატორ დართ კოგნუსთან ერთად გაიქცა — მისივე სურვილით, მის ახალ შეგირდთან ერთად, რომელსაც, თუკი ზენა ვერ გაიმარჯვებდა, ახალ შეგირდად აიყვანდა. ამბრიაზე მოხდა მათი მეორე შეტაკება, რომელიც დასრულდა სით'არის აღსასრულით და ზენას მიერ ბნელი ლორდის წოდების მოპოვებით. ბეინმა სცადა გონების გადანერგვის რიტუალის შესრულება, მაგრამ შეგირდის სხეულის მართვა ვერ შეძლო. მისი სულის ნაწილი ზენას სხეულში ამ წარუმატებელი მცდელობის შემდეგ დარჩა, მაგრამ მეტწილად სიცარიელეში ჩავარდა და მარადიულად იტანჯებოდა. თითქმის ათასწლეულის შემდეგ ბეინის სითების ორდენმა დაამარცხა ჯედაების ორდენი და დაამხო რესპუბლიკა, მის მიერ შექმნილი ჰოლოკრონი კი მის ცოდნას მრავალი წელი ინახავდა.

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement