დართ ვეიდერის ხელთათმანი არის პოლ და ჰოლის დეივიდსების პირველი წიგნი რომანების სერიაში პრინცი ჯედაი. იგი გამოიცა 1992 წლის 1 ივნისს, აშშ-ში, ხოლო 1993 წლის 22 აპრილს — ბრიტანეთში.
შეჯამება გამომცემლობისგან[]
სიკვდილის ვარსკვლავი განადგურდა.
იმპერია დანგრეულია.
მაგრამ ბნელი მხარე კვლავ ცოცხლობს.
ლუკ სკაიუოკერმა, პრინცესა ლეიამ, ჰან სოლომ და აჯანყებულთა ალიანსმა გაბედულად იბრძოლეს ბოროტ გალაქტიკურ იმპერიასთან. ერთად მათ თავისუფლების იმედი შეინარჩუნეს და დააბრუნეს ძველი რესპუბლიკა, ბრძენი სენატით და კეთილშობილი რაინდი ჯედაებით. მაგრამ ახლა ალიანსს ახალი საფრთხე ელის.
ბოროტ იმპერიაში გადარჩენილი იმპერიელი მხედართმთავრები ერთმანეთს ძალაუფლებისთვის ებრძვიან. არავინ იცის, ვინ გაბატონდება, მაგრამ ძალის ბნელი მხარის წინასწარმეტყველების თქმით, მალე გამოჩნდება ახალი იმპერატორი, მარჯვენა ხელზე ბოროტების უძლეველი სიმბოლოთი...
მედია[]
- ISBN 9780553158878; 1 ივნისი, 1992; Bantam Skylark; აშშ, რბილი ყდა[1]
- ISBN 9780553405279; 22 აპრილი 1993, Bantam Books, ბრიტანული გამოცემა[3]